მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომღერლებს ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც 8 თვე მექსიკურ ნარკოკარტელთან იმუშავა
"მომღერლებს ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც 8 თვე მექსიკურ ნარკოკარტელთან იმუშავა

bbc.com მექ­სი­კურ ნარ­კო­კარ­ტელ­თან მო­მუ­შა­ვე პირ­თან ანო­ნი­მურ ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის ედუ­არ­დი სა­შიშ საქ­მე­ებ­ში 15 წლი­დან იყო ჩარ­თუ­ლი, უშუ­ა­ლოდ ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვა­ში კი 8 თვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ახალ­გაზ­რდა გა­მო­ცე­მას­თან მუ­შა­ო­ბის დე­ტა­ლებ­ზე ყვე­ბა. მისი თქმით, კარ­ტე­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.

"თა­ვი­დან მა­ო­ცებ­და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბი, თუმ­ცა შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ისი­ნი ჩემი სი­ცო­ცხლი­თაც ვაჭ­რობ­დნენ და თავი უნდა და­მეც­ვა, სხვა გზა უბ­რა­ლოდ არ და­მი­ტო­ვეს,"- უყ­ვე­ბა ის bbc.com-ის ჟურ­ნა­ლისტს. მისი თქმით, იქ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობს და სი­ახ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა.

"2006 წელს, მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ფი­ლი­პე კალ­დე­რო­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი მო­სუ­ლი იყო, რო­დე­საც მექ­სი­კის მო­სახ­ლე­ო­ბას "კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის" აღ­დგე­ნას და­პირ­და, რა­საც ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ებ­თან სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლა მოჰ­ყვა. მან მათ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში არ­მი­აც კი ჩარ­თო. ნარ­კო­კარ­ტე­ლებ­თან ბრძო­ლა მისი წას­ვლის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 2006 წლის შემ­დეგ, ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლას 200 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. კარ­ტე­ლე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯგუ­ფე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა იყო ად­გი­ლე­ბი, სა­დაც თითო-ორო­ლად შე­დი­ოდ­ნენ.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩრდი­ლო­ეთ მექ­სი­კას "სი­ნა­ლო­ას" კარ­ტე­ლი აკონ­ტრო­ლებ­და, რო­მელ­საც ელ პაჩო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, აღ­მო­სავ­ლე­თი "ლოს-სე­ტა­სის" მიერ იმარ­თე­ბო­და, რო­მე­ლიც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რო-დე­ზერ­ტი­რებ­მა და­ა­ფუძ­ნეს. მათ წი­თე­ლი ხა­ზე­ბი ჰქონ­დათ და­წე­სე­ბუ­ლი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თა მხა­რე­ებს შო­რის სის­ხლისღვრით სრულ­დე­ბო­და. "კა­ლაშ­ნი­კო­ვე­ბით" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­ფი­ო­ზე­ბი ერ­თმა­ნეთს სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ. და­ხო­ცილ ადა­მი­ა­ნებს კი პირ­და­პირ, ქუ­ჩა­ში ტო­ვებ­დნენ. თუმ­ცა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დიდი თან­ხის ფა­სად პო­ზი­ცი­ებს ცვლიდ­ნენ. თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი შოკ­ში მაგ­დებ­და, მერე შე­ვეჩ­ვიე და ჩემი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ნა­წი­ლი გახ­და" - ამ­ბობს ის.

ნარ­კო­კარ­ტე­ლის ყო­ფი­ლი წევ­რის თქმით, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მათ­თან კონ­ტაქტს ცდი­ლობ­დნენ, რათა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია ჰქო­ნო­დათ, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინ მათ ერი­დე­ბოდ­ნენ, რად­გან ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ეში­ნო­დათ.

"კარ­ტე­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო კლუ­ბე­ბი და ბა­რე­ბი, სა­დაც ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და სტუმ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ძი­რი­თა­დად ახალ­გზარ­და გოგო-ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც კლუ­ბურ ნარ­კო­ტიკს იღებ­დნენ. ასე­ვე ჰყავ­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბი, სიმ­პა­თი­უ­რი გოგო-ბი­ჭე­ბი, რო­მელ­თაც იქ "კლი­ენ­ტის" მო­ზიდ­ვა ევა­ლე­ბო­დათ. რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი "უი­ქენ­დებ­ზე" 1300 დო­ლარ­საც იღებ­და.

მეც ასე და­ვი­წყე. მა­შინ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რი მეჩ­ვე­ნე­ბო­და. შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის საქ­მე­ში ვი­ყა­ვი გა­რე­უ­ლი, მაგ­რამ თავს იმით ვიმ­შვი­დებ­დი, რომ მხო­ლოდ მის რეკ­ლა­მას ვა­კე­თებ­დი, ანუ ვი­საც სურ­და, შე­ი­ძენ­და და მო­იხ­მარ­და, თუმ­ცა არა­ვის ვა­ძა­ლებ­დი... შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და და უფრო შორს მო­მი­წია შე­ტოპ­ვა. კარ­ტე­ლებს ლე­გა­ლუ­რი ბიზ­ნე­სიც ჰქონ­დათ, სხვა­დას­ხვა სა­ხის ოფი­სე­ბი, სა­დაც "ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა" ხდე­ბო­და.

ერთ დღეს ერთ-ერთ ოფის­ში, სა­დაც სხვა საქ­მე­ე­ბიც კეთ­დე­ბო­და, ძვირ­ფას სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, ოთახ­ში და­მი­ბა­რა და მი­თხრა, უფრო მეტ ანა­ზღა­უ­რე­ბას ხომ არ ვი­სურ­ვებ­დი... რო­გორც გა­ირ­კვა, მომ­ღერ­ლე­ბის­გან ახა­ლი შოუს "კო­რი­დოს" გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და, რო­მე­ლიც მექ­სი­კა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კაა. მე მის­თვის რეკ­ლა­მა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ხან­და­ხან ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი მომ­ღერ­ლებს და კომ­პო­ზი­ტო­რებს დიდი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მათ­ზე ან სუ­ლაც ნარ­კო­ტიკ­ზე სიმ­ღე­რის და­წე­რას სთხოვ­დნენ, რაც მათ რე­ი­ტინგს სწევ­და. ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა გლა­მუ­რუ­ლა­დაც კი ით­ვლე­ბო­და" - იხ­სე­ნებს ახალ­გაზ­რდა მექ­სი­კე­ლი გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში. მისი თქმით, ძი­რი­თა­დად ფირ­მებ­ში ატა­რებ­დნენ კონ­ცერ­ტებს და სა­ნაც­ნო­ბო წრე­საც აფარ­თო­ებ­დნენ.

"ჩემს "ბოსს" ასე­ვე ჰყავ­და "ბოსი", რო­მელ­საც კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და ყვე­ლა სფე­როს ადა­მი­ა­ნებ­თან, მათ შო­რის ხე­ლო­ვა­ნებ­თან, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სა­მა­ყა­როს წევ­რებ­თან. იქ უზარ­მა­ზა­რი ფული ტრი­ა­ლებ­და და თუ ბო­ლომ­დე ჩა­გით­რევ­დნენ, იქი­დან გა­მოღ­წე­ვის შან­სი თით­ქმის არ იყო..." - ამ­ბობს ის და დას­ძენს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, იქი­დან სა­ბო­ლო­ოდ თა­ვის დაღ­წე­ვის შან­სი ძა­ლი­ან ცო­ტაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მომღერლებს ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც 8 თვე მექსიკურ ნარკოკარტელთან იმუშავა

"მომღერლებს ფულის სანაცვლოდ ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ" - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც 8 თვე მექსიკურ ნარკოკარტელთან იმუშავა

bbc.com მექსიკურ ნარკოკარტელთან მომუშავე პირთან ანონიმურ ინტერვიუს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 28 წლის ედუარდი საშიშ საქმეებში 15 წლიდან იყო ჩართული, უშუალოდ ნარკოტიკების გაყიდვაში კი 8 თვე მონაწილეობდა. ახალგაზრდა გამოცემასთან მუშაობის დეტალებზე ყვება. მისი თქმით, კარტელი დანაშაულებრივი ჯგუფებისგან იყო დაკომპლექტებული.

"თავიდან მაოცებდა დაუსრულებელი სისხლიანი გარჩევები, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ისინი ჩემი სიცოცხლითაც ვაჭრობდნენ და თავი უნდა დამეცვა, სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვეს,"- უყვება ის bbc.com-ის ჟურნალისტს. მისი თქმით, იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და სიახლეები ძალიან სწრაფად ვრცელდება.

"2006 წელს, მაშინდელი პრეზიდენტი ფილიპე კალდერონი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როდესაც მექსიკის მოსახლეობას "კანონის უზენაესობის" აღდგენას დაპირდა, რასაც ნარკომოვაჭრეებთან სისხლისმღვრელი ბრძოლა მოჰყვა. მან მათ წინააღმდეგ ბრძოლაში არმიაც კი ჩართო. ნარკოკარტელებთან ბრძოლა მისი წასვლის შემდეგაც გაგრძელდა. მთლიანობაში, 2006 წლის შემდეგ, ნარკოტიკებთან ბრძოლას 200 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. კარტელები საჭიროების შემთხვევაში ჯგუფებად მუშაობდნენ, თუმცა იყო ადგილები, სადაც თითო-ოროლად შედიოდნენ.

ტრადიციულად, ჩრდილოეთ მექსიკას "სინალოას" კარტელი აკონტროლებდა, რომელსაც ელ პაჩო ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთი "ლოს-სეტასის" მიერ იმართებოდა, რომელიც ყოფილმა სამხედრო-დეზერტირებმა დააფუძნეს. მათ წითელი ხაზები ჰქონდათ დაწესებული, რომლის გადაკვეთა მხარეებს შორის სისხლისღვრით სრულდებოდა. "კალაშნიკოვებით" შეიარაღებული მაფიოზები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ. დახოცილ ადამიანებს კი პირდაპირ, ქუჩაში ტოვებდნენ. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც დიდი თანხის ფასად პოზიციებს ცვლიდნენ. თავიდან ეს ყველაფერი შოკში მაგდებდა, მერე შევეჩვიე და ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა" - ამბობს ის.

ნარკოკარტელის ყოფილი წევრის თქმით, ბიზნესმენები მათთან კონტაქტს ცდილობდნენ, რათა უსაფრთხოების გარანტია ჰქონოდათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინ მათ ერიდებოდნენ, რადგან ფულის გამოძალვის ეშინოდათ.

"კარტელების საკუთრებაში იყო კლუბები და ბარები, სადაც ქალაქის მოსახლეობა და სტუმრები იკრიბებოდნენ. ძირითადად ახალგზარდა გოგო-ბიჭები, რომლებიც კლუბურ ნარკოტიკს იღებდნენ. ასევე ჰყავდათ სპეციალური აგენტები, სიმპათიური გოგო-ბიჭები, რომელთაც იქ "კლიენტის" მოზიდვა ევალებოდათ. რამდენიმე წარმატებული ადამიანი "უიქენდებზე" 1300 დოლარსაც იღებდა.

მეც ასე დავიწყე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ცხოვრება მშვენიერი მეჩვენებოდა. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ნარკოტიკების საქმეში ვიყავი გარეული, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მხოლოდ მის რეკლამას ვაკეთებდი, ანუ ვისაც სურდა, შეიძენდა და მოიხმარდა, თუმცა არავის ვაძალებდი... შემდეგ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა და უფრო შორს მომიწია შეტოპვა. კარტელებს ლეგალური ბიზნესიც ჰქონდათ, სხვადასხვა სახის ოფისები, სადაც "ფულის გათეთრება" ხდებოდა.

ერთ დღეს ერთ-ერთ ოფისში, სადაც სხვა საქმეებიც კეთდებოდა, ძვირფას სამოსში გამოწყობილი ადამიანი მოვიდა, ოთახში დამიბარა და მითხრა, უფრო მეტ ანაზღაურებას ხომ არ ვისურვებდი... როგორც გაირკვა, მომღერლებისგან ახალი შოუს "კორიდოს" გაკეთებას აპირებდა, რომელიც მექსიკაში პოპულარული ეროვნული მუსიკაა. მე მისთვის რეკლამა უნდა გამეკეთებინა.

ხანდახან ნარკობარონები მომღერლებს და კომპოზიტორებს დიდი ფულის სანაცვლოდ, მათზე ან სულაც ნარკოტიკზე სიმღერის დაწერას სთხოვდნენ, რაც მათ რეიტინგს სწევდა. ასეთი მიმართულება გლამურულადაც კი ითვლებოდა" - იხსენებს ახალგაზრდა მექსიკელი გამოცემასთან საუბარში. მისი თქმით, ძირითადად ფირმებში ატარებდნენ კონცერტებს და სანაცნობო წრესაც აფართოებდნენ.

"ჩემს "ბოსს" ასევე ჰყავდა "ბოსი", რომელსაც კავშირები ჰქონდა ყველა სფეროს ადამიანებთან, მათ შორის ხელოვანებთან, პოლიტიკოსებთან და დანაშაულებრივი სამაყაროს წევრებთან. იქ უზარმაზარი ფული ტრიალებდა და თუ ბოლომდე ჩაგითრევდნენ, იქიდან გამოღწევის შანსი თითქმის არ იყო..." - ამბობს ის და დასძენს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, იქიდან საბოლოოდ თავის დაღწევის შანსი ძალიან ცოტაა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე