Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს
ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს

რუს­თავ­ში ბი­ძის მიერ 13 წლის ძმის­შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ფსი­ქი­კუ­რი პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ექი­მი და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა ედე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ა. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბა­ში, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ნა­შა­უ­ლი 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თე­ბერ­ვალს, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეს მო­ქა­ლა­ქე ვ.ი.-მ და მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა. მათ ექიმ თ.ა.-ს პა­ცი­ენტ ვ.ი.-ს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა და სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბა სთხო­ვეს. ექიმ­მა არ გა­უ­წია შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც ვ.ი.-მ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. მე­ო­რე დღეს მან და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ძმის­შვილს გ.ი.-ს, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ვ.ი.-ს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა - ეპი­ლეფ­სი­უ­რი ფსი­ქო­ზი და არ­სე­ბობ­და რის­კი, რომ მას მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა ზი­ა­ნი რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვი­სათ­ვის, ასე­ვე სხვის­თვის.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუს­თავ­ში ვა­ლე­რი ირე­მა­ძემ 13 წლის ძმის­შვი­ლი გო­გი­ტა ირე­მა­ძე 10 თე­ბერ­ვალს მოკ­ლა.

ავტორი:

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს

ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს

რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა - ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

რუსთავში ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე 10 თებერვალს მოკლა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს