პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდამსხმელები ქართველები იყვნენ,  გარდაცვლილია საქართველოს 1 მოქალაქე, დაჭრილია რუსეთის 2 მოქალაქე - სტამბოლში მომხდარი სროლის დეტალები
თავდამსხმელები ქართველები იყვნენ,  გარდაცვლილია საქართველოს 1 მოქალაქე, დაჭრილია რუსეთის 2 მოქალაქე - სტამბოლში მომხდარი სროლის დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნი­დი სტამ­ბოლ­ში მომ­ხდარ ფატ­ზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე გას­რო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო რუ­სე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე კი და­იჭ­რა, გან­მარ­ტე­ბებს აკე­თებს.

რო­გორც ვლა­დი­მერ კონ­სტან­დი­ნიდ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ეთ­ნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ ად­გი­ლი აქვს კრი­მი­ნა­ლურს ფაქტს.

„ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვე­ნი სა­კონ­სუ­ლო აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. ჩვე­ნი კონ­სუ­ლი ამ წუ­თებ­შიც იმ­ყო­ფე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში. საქ­მე ის არის, რომ გარ­დაც­ვლი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქე. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთ-ერთ კო­მერ­ცი­ულ ობი­ექ­ტზე თავ­დას­ხმა მოხ­და, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. დაჭ­რი­ლია 2 ადა­მი­ა­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, არის გარ­დაც­ვლი­ლი, ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. 2 პირი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მი­ი­მა­ლა. დას­ტურ­დე­ბა, რომ ისი­ნი ეთ­ნი­კუ­რად იყ­ვნენ ქარ­თვე­ლე­ბი, თუმ­ცა მათი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. მეტი დე­ტა­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვე­ცო­დი­ნე­ბა, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნი­დიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გად­მოს­ვე­ნე­ბას, ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნი­დის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­გა­რეო უწყე­ბა მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გად­მოს­ვე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც სა­კონ­სუ­ლო მუ­შა­ობს.

„სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­დის მოხ­დე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბა, რო­გორც წესი, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, რად­გან მათ უნდა მოგ­ვცენ თან­ხმო­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვას. ეს იყო თავ­დას­ხმა, კონ­კრე­ტუ­ლად, თუ არ ვცდე­ბი, სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბის ოფის­ზე, სა­დაც 3 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­იჭ­რა და იქ, მყოფ ადა­მი­ა­ნებს მი­წა­ზე და­წო­ლა მოს­თხო­ვეს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ეს იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძარ­ცვის მიზ­ნით. ეს და­ზუს­ტდე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ. ამ პრო­ცეს­ში მოხ­და გას­რო­ლა, რის შემ­დე­გაც მოხ­და იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის დაჭ­რა, შემ­დეგ თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მი­მალ­ვა სცა­დეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

კი­თხვა­ზე, კავ­შირ­ში იყ­ვნენ თუ არა რუ­სე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან, კონ­სტან­ტი­ნი­დი გან­მარ­ტავს, რომ აქ, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ კუთ­ვნი­ლე­ბას და ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ბა­რი არ არის მათ შო­რის არ­სე­ბულ რა­ი­მე ტი­პის პარტნი­ო­რო­ბა­ზე.

სა­გა­რეო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ მეტი დე­ტა­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც არ აქვს და რო­გორც კი მეტი რამ და­ზუს­ტდე­ბა, მე­დი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე რე­ჟიმ­ში მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

თავდამსხმელები ქართველები იყვნენ,  გარდაცვლილია საქართველოს 1 მოქალაქე, დაჭრილია რუსეთის 2 მოქალაქე - სტამბოლში მომხდარი სროლის დეტალები

თავდამსხმელები ქართველები იყვნენ,  გარდაცვლილია საქართველოს 1 მოქალაქე, დაჭრილია რუსეთის 2 მოქალაქე - სტამბოლში მომხდარი სროლის დეტალები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი სტამბოლში მომხდარ ფატზე, სადაც საქართველოს ერთი მოქალაქე გასროლის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო რუსეთის 2 მოქალაქე კი დაიჭრა, განმარტებებს აკეთებს.

როგორც ვლადიმერ კონსტანდინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ ადგილი აქვს კრიმინალურს ფაქტს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო აქტიურადაა ჩართული. ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. საქმე ის არის, რომ გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა მოხდა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია 2 ადამიანი, სამწუხაროდ, არის გარდაცვლილი, ის საქართველოს მოქალაქეა. 2 პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა, მიიმალა. დასტურდება, რომ ისინი ეთნიკურად იყვნენ ქართველები, თუმცა მათი მოქალაქეობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. მეტი დეტალი მოგვიანებით გვეცოდინება, რადგან გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებას, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ასეთ შემთხვევაში საგარეო უწყება მყისიერად რეაგირებს. მისივე განმარტებით, გადმოსვენების მიმართულებითაც საკონსულო მუშაობს.

„სავარაუდოდ, როდის მოხდება გადმოსვენება, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დამოკიდებული ვართ გამოძიებაზე, რადგან მათ უნდა მოგვცენ თანხმობა, ვინაიდან საუბარი ეხებოდა კრიმინალურ შემთხვევას. ეს იყო თავდასხმა, კონკრეტულად, თუ არ ვცდები, საფოსტო გზავნილების ოფისზე, სადაც 3 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ, მყოფ ადამიანებს მიწაზე დაწოლა მოსთხოვეს. დიდი ალბათობით, შეიძლება ეს იყო კრიმინალური გარჩევა, არ არის გამორიცხული, ძარცვის მიზნით. ეს დაზუსტდება გამოძიების მიერ. ამ პროცესში მოხდა გასროლა, რის შემდეგაც მოხდა იქ მყოფი ადამიანების დაჭრა, შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს“, - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

კითხვაზე, კავშირში იყვნენ თუ არა რუსები და ქართველები ერთმანეთთან, კონსტანტინიდი განმარტავს, რომ აქ, მოქალაქეობრივ კუთვნილებას და ეთნიკურ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე განმარტებით, საუბარი არ არის მათ შორის არსებულ რაიმე ტიპის პარტნიორობაზე.

საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ მეტი დეტალი საგარეო საქმეთა სამინისტროსაც არ აქვს და როგორც კი მეტი რამ დაზუსტდება, მედიას შესაძლებლობა ექნება მიმდინარე რეჟიმში მეტი ინფორმაცია მიიღოს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს