სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის ახალი მინისტრი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძეა
ჯანდაცვის ახალი მინისტრი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძეა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე და­ი­კა­ვებს. ტი­კა­რა­ძე მე­დი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ წა­რუდ­გი­ნა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრის წარ­დგე­ნას ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კოც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბა დღეს და­ტო­ვა.

„ეკას მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო. მას აქვს სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი გუნ­დის. მას აქვს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, ამა­ვე დროს, გრა­ფი­კი არის საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლი. ის ხედ­ვე­ბი, რაც აქვს მას, ამა­ვე დროს, ის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მას უმაგ­რებს ზურგს, მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიყო, რომ ეკა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრი და ამა­ვე დროს გახ­დე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

ჯან­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი ეკა ტი­კა­რა­ძე, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბამ­დე სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი იყო. ტი­კა­რა­ძე სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 2009 წლი­დან მუ­შა­ობ­და, რო­გორც მიწ­ვე­უ­ლი კონ­სულ­ტან­ტი. მა­ნამ­დე ის სწავ­ლობ­და და მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ წამ­ყვან კლი­ნი­კა­ში.

„გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ვღე­ლავ, ვგრძნობ და­კის­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნდო­ბის­თვის და ბა­ტონ და­ვითს რე­კო­მენ­და­ცი­ის­თვის.

ჩვენ დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ფაზა ნამ­დვი­ლად წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ჩვე­ნი გუნ­დის და ბა­ტო­ნი და­ვი­თის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩვე­ნი შემ­დგო­მი ეტა­პი არის მე­ო­რე ეტა­პის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს მე­ტად ეფექ­ტურ და მიზ­ნობ­რივ მარ­თვას.

რა თქმა უნდა, ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად რჩე­ბა ჯან­დაც­ვა­ში ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, მკურ­ნა­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის იმგვა­რი მო­წეს­რი­გე­ბა, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ასე­ვე მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ სფე­როს­თან, დევ­ნი­ლებ­თან და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თვის კვლავ რჩე­ბა დიდ გა­მოწ­ვე­ვად“,- გა­ნა­ცხა­და ახალ­მა მი­ნის­ტრმა წარ­დგე­ნი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ჯანდაცვის ახალი მინისტრი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძეა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძეა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

„ეკას მინდა წარმატებები ვუსურვო. მას აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი გუნდის. მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები, ამავე დროს, გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული. ის ხედვები, რაც აქვს მას, ამავე დროს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას უმაგრებს ზურგს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, დარწმუნებული ვიყო, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე, მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო. ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი. მანამდე ის სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

„გულწრფელად გეტყვით, ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზა ნამდვილად წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი არის მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად“,- განაცხადა ახალმა მინისტრმა წარდგენისას.

LIVE: "360 გრადუსი" - ბიძინა კულუმბეგოვი, მომღერალი სოფო ბედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

როგორ ატარებს გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომას - ფოტოები კანცელარიიდან