პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუღალტერიიდან დიდ კულინარიაში - სად გაიცნო სააკაშვილი "მიშამ კიევიდან" და როგორ გახდა უკრაინული რესტორნების ბრენდშეფი
ბუღალტერიიდან დიდ კულინარიაში - სად გაიცნო სააკაშვილი "მიშამ კიევიდან" და როგორ გახდა უკრაინული რესტორნების ბრენდშეფი

მიშა კი­ე­ვი­დან - ასე წა­რად­გი­ნა ნიკა გვა­რა­მი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში" დიპ­ლო­მა­ტი და მკაც­რი არ­ბიტ­რის როლი აქვს.

მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში 12 რეს­ტორ­ნის ბრენდშე­ფია, თა­ვის საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კუ­ლი­ნა­რია ბავ­შვო­ბი­დან შე­უყ­ვარ­და, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დე­დის ფუს­ფუსს თვალს ადევ­ნე­ბა. რო­დე­საც დედა ვახ­შმებს აწყობ­და, მიშა მუდ­მი­ვად ეხ­მა­რე­ბო­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებ­და.

თუმ­ცა, ეს ის დრო იყო, როცა ვა­ჟე­ბის­თვის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა სუ­ლაც არ მი­იჩ­ნე­ო­და პრეს­ტი­ჟუ­ლად, ამი­ტომ...

"ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეს საქ­მე, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩა­ვა­ბა­რე ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რად­გა­ნაც მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს არ იყო ჩემი მო­მა­ვა­ლი. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რებს შემ­დეგ, პრო­ფე­სი­ით დავ­საქმდი. ყო­ველ­თვის მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მია გა­იხ­სნა და ამ სას­წავ­ლებ­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­შიც აღ­მოვ­ჩნდი. რო­გორც იქნა, სურ­ვი­ლი ავის­რუ­ლე და ის სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი და­საქ­მე­ბუ­ლი, მი­ვა­ტო­ვე. იქამ­დე ფი­ნან­სურ სფე­რო­ში, ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი“ - გვე­უბ­ნე­ბა შეფი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­შიც აკა­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო... ასე­ვე იხ­სე­ნებს პე­რი­ოდს, როცა ერთ-ერთ არხზე კუ­ლი­ნა­რი­ულ პრო­ექ­ტშიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ფი­ნა­ლის­ტი გახ­და და იტა­ლი­ა­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად კუ­ლი­ნა­რი­ულ კურ­სებ­ზე გა­უშ­ვეს.

"კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მიყ­ვარს სტან­დარ­ტე­ბი, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბი­სას თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კას ყო­ველ­თვის ვი­ყე­ნებ... არ მიყ­ვარს ქარ­თულ სამ­საზ­რე­უ­ლოს­თან სხვა­დას­ხვა სამ­ზა­რე­უ­ლოს არე­ვა, რად­გა­ნაც ისე­დაც მდი­და­რია და მას ეს არ სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა არის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლის­თვი­საც რე­ცეპ­ტე­ბის ასე­თი აღ­რე­ვა, შე­რე­ვა, გამ­დიდ­რე­ბა და გა­ლა­მა­ზე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია," - გან­მარ­ტავს ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მა­ინც და­თან­ხმდა. უნდა, რომ პრო­ექ­ტი მხო­ლოდ შოუ კი არ იყოს, მა­ყუ­რე­ბელს ამ სფე­რო­ში ცნო­ბი­ე­რე­ბა აუ­მაღ­ლდეს. ასე­ვე სურს, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უფრო გან­ვი­თარ­დეს, რომ არ იყოს მო­სა­წყე­ნი.

"რო­გორც ამ­ბო­ბენ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო გა­ა­ნად­გუ­რა. ეს სფე­რო აღარ ვი­თარ­დე­ბო­და. ამი­ტომ, მან ტექ­ნი­კუ­რი დახ­ვე­წა უნდა და­ი­წყოს, კერ­ძე­ბი სხვა ტექ­ნი­კით უნდა მომ­ზად­დეს. ასე რომ არ ხდე­ბა, იმი­ტო­მაც არის, რომ ნელ-ნელა გარ­კვე­უ­ლი კერ­ძე­ბი დავ­კარ­გეთ კი­დეც... ცოტა ხნის წინ სწო­რედ ამი­ტომ რა­ჭუ­ლი, მეს­ხუ­რი, კა­ხუ­რი რე­ცეპ­ტე­ბი აღ­ვად­გი­ნე.

მჯე­რა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მე და­იძ­ვრე­ბა, ქარ­თვე­ლე­ბი სკეპ­ტი­ციზმს და­ა­მარ­ცხე­ბენ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აქ­ტი­უ­რად შევ­ლენ, რეს­ტო­რან­შიც წავ­ლენ, სა­დაც ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სი­ე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად არ იქ­ნე­ბი­ან გან­წყო­ბი­ლი და მი­ი­ღე­ბენ რო­გორც აუ­ცი­ლე­ბელს და სა­ჭი­როს!"

- "მიშა უკ­რა­ი­ნი­დან", გვი­თხა­რით, რო­გორ უკავ­შირ­დე­ბით ამ ქვე­ყა­ნას?

- ამ სი­ტყვებ­ში ტყუ­ი­ლი არა­ფე­რია - უკ­რა­ი­ნა­ში ვსაქ­მი­ა­ნობ. 12 რეს­ტორ­ნის ბრენდშე­ფი ვარ და მათ­გან ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ზოგი სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯზეა გათ­ვლი­ლი, ზოგი მთავ­რო­ბის წევ­რებ­ზე და ა.შ. სხვა­დას­ხვა სეგ­მენტს მო­ი­ცავს და ყველ­გან სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ე­ბი იქ­მნე­ბა. ახლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე აგე­ბუ­ლი რეს­ტო­რა­ნიც იხ­სნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყველ­გან კონ­სულ­ტან­ტი ვარ, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე­ნი­უს გა­ნახ­ლე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქვს მუ­შა­ო­ბის 3-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნის შეფი ვი­ყა­ვი, სა­დაც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მქონ­და. თუმ­ცა, დღეს­დღე­ო­ბით აქ­ტი­უ­რად და წარ­მა­ტე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში ვსაქ­მი­ა­ნობ.

- მიშა სა­ა­კაშ­ვილს იც­ნობთ?

- რო­დე­საც ცოტა ხნის წინ ის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუნ­და, რეს­ტორ­ნის ტე­რა­სა­ზე მიმ­ტა­ნებს ვუ­თხა­რი - მიშა გუ­შინ ჩა­მო­ვი­და, იცო­დეთ, აქ სი­ა­რულს და­ი­წყებს და აბა, თქვენ იცით-მეთ­ქი. ვინ მი­შაო? - გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლებ­მა მკი­თხეს, სა­ა­კაშ­ვი­ლი-მეთ­ქი. ჩა­მო­ვი­და კი არა, აგერ ზისო. მი­ვი­ხე­დე და იქვე არ ზის, 2 მეტრში, მა­გი­დას­თან?! მერე გა­ვი­ცა­ნი კი­დეც... მი­თხრა, - რომ ჩა­მო­ვე­დი ვი­კი­თხე, - სად ვჭა­მო კარ­გი ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლი და აქ მოს­ვლა მირ­ჩი­ე­სო.

- კონ­კურსს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ - რას ელით შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან და რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლე­ბენ ისი­ნი თქვენს მო­ლო­დი­ნებს?

- კონ­კურ­სან­ტე­ბის­გან ყო­ველ ტურ­ში ვე­ლო­დე­ბი პროგ­რესს. მინ­და, რომ ეს შოუ კი არ იყოს მხო­ლოდ ამა­ზე გათ­ვლი­ლი, სი­ტყვა­ზე - „გემ­რი­ე­ლი ხინ­კა­ლი მო­ვამ­ზა­დე და ბინა მო­ვი­გე“. მარ­თლაც და­ვი­ნა­ხო, რომ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის წინსვლაა, რომ სე­ზო­ნის მან­ძილ­ზე მარ­თლა და­იხ­ვეწ­ნენ... ფი­ნალ­ში იმან მო­ი­გოს, ვინც მარ­თლა სა­კუ­თარ თავ­ზე იშ­რო­მა, გან­ვი­თარ­და, გა­ი­თა­ვი­სა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რე და ყველ­გან ამას ვამ­ბობ.

ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზეა და მარ­თლა მი­ხა­რია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ისე­თი თა­ო­ბე­ბი მო­დის, რომ კარ­გი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი „ლე­ვე­ლის“ და­დე­ბას აპი­რე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ბუღალტერიიდან დიდ კულინარიაში - სად გაიცნო სააკაშვილი "მიშამ კიევიდან" და როგორ გახდა უკრაინული რესტორნების ბრენდშეფი

ბუღალტერიიდან დიდ კულინარიაში - სად გაიცნო სააკაშვილი "მიშამ კიევიდან" და როგორ გახდა უკრაინული რესტორნების ბრენდშეფი

მიშა კიევიდან - ასე წარადგინა ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის კულინარიულ შოუში ადამიანი, რომელსაც "სამზარეულოს ომებში" დიპლომატი და მკაცრი არბიტრის როლი აქვს.

მიშა ავსაჯანიშვილი უკრაინაში 12 რესტორნის ბრენდშეფია, თავის საქმეში წარმატებული ადამიანი, რომელსაც კულინარია ბავშვობიდან შეუყვარდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამზარეულოში დედის ფუსფუსს თვალს ადევნება. როდესაც დედა ვახშმებს აწყობდა, მიშა მუდმივად ეხმარებოდა და ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

თუმცა, ეს ის დრო იყო, როცა ვაჟებისთვის სამზარეულოში კერძის მომზადება სულაც არ მიიჩნეოდა პრესტიჟულად, ამიტომ...

"ძალიან მიყვარდა ეს საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში რადგანაც მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ჩემი მომავალი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებს შემდეგ, პროფესიით დავსაქმდი. ყოველთვის მაღალანაზღაურებად სამსახურში ვმუშაობდი.

მოგვიანებით, საქართველოში კულინარიის აკადემია გაიხსნა და ამ სასწავლებლის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებშიც აღმოვჩნდი. როგორც იქნა, სურვილი ავისრულე და ის სამსახური, სადაც მანამდე ვიყავი დასაქმებული, მივატოვე. იქამდე ფინანსურ სფეროში, ბუღალტერიაში ვმუშაობდი“ - გვეუბნება შეფი, რომლის ცხოვრებაშიც აკადემიის დასრულების შემდეგ, ახალი ეტაპი დაიწყო... ასევე იხსენებს პერიოდს, როცა ერთ-ერთ არხზე კულინარიულ პროექტშიც მონაწილეობდა, ფინალისტი გახდა და იტალიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად კულინარიულ კურსებზე გაუშვეს.

"კულინარიაში მიყვარს სტანდარტები, მაგრამ საქმიანობისას თანამედროვე ტექნიკას ყოველთვის ვიყენებ... არ მიყვარს ქართულ სამსაზრეულოსთან სხვადასხვა სამზარეულოს არევა, რადგანაც ისედაც მდიდარია და მას ეს არ სჭირდება. თუმცა არის ქვეყნები, რომლისთვისაც რეცეპტების ასეთი აღრევა, შერევა, გამდიდრება და გალამაზება აუცილებელიც კია," - განმარტავს ავსაჯანიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობას მაინც დათანხმდა. უნდა, რომ პროექტი მხოლოდ შოუ კი არ იყოს, მაყურებელს ამ სფეროში ცნობიერება აუმაღლდეს. ასევე სურს, ქართული სამზარეულო უფრო განვითარდეს, რომ არ იყოს მოსაწყენი.

"როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირმა ქართული სამზარეულო გაანადგურა. ეს სფერო აღარ ვითარდებოდა. ამიტომ, მან ტექნიკური დახვეწა უნდა დაიწყოს, კერძები სხვა ტექნიკით უნდა მომზადდეს. ასე რომ არ ხდება, იმიტომაც არის, რომ ნელ-ნელა გარკვეული კერძები დავკარგეთ კიდეც... ცოტა ხნის წინ სწორედ ამიტომ რაჭული, მესხური, კახური რეცეპტები აღვადგინე.

მჯერა, რომ ამ მიმართულებით საქმე დაიძვრება, ქართველები სკეპტიციზმს დაამარცხებენ, სამზარეულოში აქტიურად შევლენ, რესტორანშიც წავლენ, სადაც ქართული კერძების თანამედროვე ვერსიების მიმართ სკეპტიკურად არ იქნებიან განწყობილი და მიიღებენ როგორც აუცილებელს და საჭიროს!"

- "მიშა უკრაინიდან", გვითხარით, როგორ უკავშირდებით ამ ქვეყანას?

- ამ სიტყვებში ტყუილი არაფერია - უკრაინაში ვსაქმიანობ. 12 რესტორნის ბრენდშეფი ვარ და მათგან ყველა განსხვავებულია. ზოგი საშუალო ხარჯზეა გათვლილი, ზოგი მთავრობის წევრებზე და ა.შ. სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს და ყველგან სხვადასხვა კონცეფციები იქმნება. ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული რესტორანიც იხსნება. შეიძლება ითქვას, რომ ყველგან კონსულტანტი ვარ, პასუხისმგებელი მენიუს განახლებაზე.

საქართველოში მაქვს მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, ძალიან წარმატებული რესტორნის შეფი ვიყავი, სადაც სხვადასხვა მიმართულება მქონდა. თუმცა, დღესდღეობით აქტიურად და წარმატებით უკრაინაში ვსაქმიანობ.

- მიშა სააკაშვილს იცნობთ?

- როდესაც ცოტა ხნის წინ ის უკრაინაში დაბრუნდა, რესტორნის ტერასაზე მიმტანებს ვუთხარი - მიშა გუშინ ჩამოვიდა, იცოდეთ, აქ სიარულს დაიწყებს და აბა, თქვენ იცით-მეთქი. ვინ მიშაო? - გაკვირვებულებმა მკითხეს, სააკაშვილი-მეთქი. ჩამოვიდა კი არა, აგერ ზისო. მივიხედე და იქვე არ ზის, 2 მეტრში, მაგიდასთან?! მერე გავიცანი კიდეც... მითხრა, - რომ ჩამოვედი ვიკითხე, - სად ვჭამო კარგი ქართული საჭმელი და აქ მოსვლა მირჩიესო.

- კონკურსს რომ დავუბრუნდეთ - რას ელით შოუს მონაწილეებისგან და რამდენად გაამართლებენ ისინი თქვენს მოლოდინებს?

- კონკურსანტებისგან ყოველ ტურში ველოდები პროგრესს. მინდა, რომ ეს შოუ კი არ იყოს მხოლოდ ამაზე გათვლილი, სიტყვაზე - „გემრიელი ხინკალი მოვამზადე და ბინა მოვიგე“. მართლაც დავინახო, რომ კონკურსანტებს შორის წინსვლაა, რომ სეზონის მანძილზე მართლა დაიხვეწნენ... ფინალში იმან მოიგოს, ვინც მართლა საკუთარ თავზე იშრომა, განვითარდა, გაითავისა თანამედროვე ტექნიკა, რაზეც უკვე ვისაუბრე და ყველგან ამას ვამბობ.

ძალიან დიდი დატვირთვა ქართულ სამზარეულოზეა და მართლა მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი თაობები მოდის, რომ კარგი და აუცილებელი „ლეველის“ დადებას აპირებენ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს