საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური მატჩი ფიჯის 12:8 მოუგო. თამაშს დაღი ტალახიანმა და მძიმე გაზონმა დაასვა, დებიუტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელოთი წინ გაიჭრა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ სველი მოედნისა და ბურთის გამო იერიშების დაგვირგვინება ჭირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდი ამჯერად დერეფანს კარგად იყენებდა.
24-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ზურა ქავთარაძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხი ხაზს დაადგა და მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ არ ჩათვალა. 33-ე წუთზე ვანგას ლელო ქავთარაძემ არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:5 წავაგეთ. 53-ე წუთზე მაღალი ბოჭვისთვის დანიშნული ჯარიმა ფიჯიმ გამოიყენა და 8:0 დაწინაურდა.
მერე მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, იოანე იაშაღაშვილმა მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი დაასრულა, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა.
57-ე მოწინააღმდეგის მოთამაშემ ტრავმა მიიღო, კაცნაკლულნი დარჩნენ და სულ ბოლოს 20-ფაზიანი იერიში ლელოთი საქართველოს ნაკრებმა დაააგვირგვინა და საოცარი მატჩი მოიგო.