ავტორი:

რატომ გვიოფლიანდება ფეხები და როგორ ვუმკურნალოთ პრობლემას

რატომ გვიოფლიანდება ფეხები და როგორ ვუმკურნალოთ პრობლემას

ჭარბი ოფლიანობა არა მარტო ფიზიკური, კოსმეტოლოგიური დეფექტიცაა. უსაიმოვნო სუნი, სველი ფეხსაცმელი, სერიოზული დისკომფორტის მომტანია. მაგრამ თუ იღლიის ოფლიანობას ადამანები როგორღაც უმკლავდებიან შემნიღბავი საშუალებებით, ოფლიან ფეხებს ბევრი უბრალოდ შეურიგდა, მიუხედვად იმისა, რომ ტერფების ჰიპერჰიდროზი მეტად უსიამოვნო მოვლენაა.

მიზეზები

ადამიანის მთელ სხეულზე დაახლოებით 2 მილიონი საოფლე ჯირკვალია. ყველაზე მეტი ისინი ფეხის გულებზეა. ჯანმრთელ ადამიანს, ნორმალურ პირობებში, ყოველდღიურად გამოეყოფა დაახლოებით 0,5−1 ლ ოფლი. მომატებული ფიზიკური დატვირთვისას ან ექსტრემალურ პირობებში ოფლის გამომუშავება შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 ლიტრამდე.

ოფლის გამოყოფის გაძლიერებისას, ძირითად პრობლემას მისი უსიამოვნო სუნიწარმოადგენს. ოფლი შედგება წყლისგან, რომელშიც გახსნილია ცილები, შარდოვანა, ცხიმოვანი მჟავები, მარილები, საკვების კომპონენტები. ამიტომ თუ ადამიანი ცხარე საკვებს იღებს, ეს მის სუნზეც აისახება. რადგანაც ოფლის შემადგენლობა ინდივიდუალურია, ამიტომ ყველას თავისი სუნი აქვს.

ფეხის სუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფეხსაცმლის არასწორი მოვლაა. ჩვენ მთელი დღე ვატარებთ ფეხსაცმელს. დღის განმავლობაში ვოფლიანდებით, ფეხსაცმელიც სველდება, მეორე დღეს კი იგივე ფეხსაცმელს ვიცვამთ, რომელიც ჯერ კიდევ არ გამშრალა. ბაქტერიები გროვდება და უსიამოვნო სუნიც ჩნდება...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს