ავტორი:

"ვინმეს უკვირს, თუ იარაღზე ომარის დნმ არ აღმოჩნდა? ეგ მაგის გაკეთებული არ არის" - ახალი დეტალები ყანდაურას მკვლელობის საქმეზე

"ვინმეს უკვირს, თუ იარაღზე ომარის დნმ არ აღმოჩნდა? ეგ მაგის გაკეთებული არ არის" - ახალი დეტალები ყანდაურას მკვლელობის საქმეზე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის დროს გამოყენებულ იარაღზე, ბრალდებულის, ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა, უცნობია მოკლული დედა-შვილის ოჯახისთვის.

მოკლული შავლეგ გამყრელიძის მამა და მარიამ მეზვრიშვილის მეუღლე ამბობს, რომ მისთვის ექსპერტიზის პასუხები არავის გაუცნია, თუმცა ცნობა იმის შესახებ, რომ დნმ დაკავებული 85 წლის მოხუცს არ ეკუთვნის, მოულოდნელი არ იყო.

"დღეს ვინმეს უკვირს, რომ დნმ არ ეკუთვნის ომარ გამყრელიძეს? ჩემთვის ეს ინფორმაცია არავის მოუწოდებია, არავინ დამკავშირებია საგამოძიებო ორგანოდან, თუმცა ეს ფაქტი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მოხუცმა, რომელიც ნივთებსაც ვერ იჭერდა, 5 ადამანი სასიკვდილოდ გაიმეტა და თანაც ასე დამიზნებით ესროლა? ეგ მაგის გაკეთებული არ არის, ვერ შეძლებდა. მოვითხოვ, დაისაჯოს დამნაშავე. ჩემი ერთადერთი ვერსიაა, რომ ჩემი შვილი და ცოლი შეესწრნენ დანაშაულს და მოწმები რომ არ დარჩენილიყვნენ, ამიტომ დახოცეს. ჩვენს ოჯახს არასდროს მტერი არ გვყოლია და სხვა ვერსია მე არ მაქვს. მოვითხოვ, დროულად გამოიძიონ და დასაჯაონ დამნაშავე", - განაცხადა ფრიდონ გამყრელიძემ.

ის ასევე საეჭვოდ მიიჩნევს დაკავებული ომარ გამყრელიძის შვილის, ნოდარ გამყრელიძის გაუჩინარებას.

"ომარ გამყრელიძეს სამი შვილი ჰყავდა. აქედან ორი შვილი თბილისში ცხოვრობდა. როგორც მახსოვს, მეორე ბიჭი, ნოდარ გამყრელიძე აფხაზეთის ომში მონაწილეობდა. მართალია, აქ იშვიათად ვხედავდი, მაგრამ მკვლელობის დღეს სად იყო არავინ იცის. ამბობენ პოლიცია ეძებსო", - ამბობს ფრიდონ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს