საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა
შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და პრა­ი­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­აა, რომ პრა­ი­დი არ უნდა ჩა­ტარ­დეს.

„შეხ­ვედ­რა­ზე იყო სა­უ­ბა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია არა მხო­ლოდ პრა­ი­დის წევ­რე­ბის, არა­მედ ზო­გა­დად უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამი­ტომ მათი მხრი­დან ით­ქვა, რომ არ ჩა­ტარ­დეს პრა­ი­დი, ვი­ნა­ი­დან ეს არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სე­რი­ო­ზულ რის­კებ­თან. ეს იყო ძი­რი­თა­დი გან­ხილ­ვის თემა. რა თქმა უნდა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკვე მი­ი­ღებს თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რად­გან მათ ალ­ბათ, უნდა გა­ი­ა­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შიგ­ნით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. თუმ­ცა, შეხ­ვედ­რა­ზე იყო ასე­ვე სა­უ­ბა­რი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებ­ზე და სა­კი­თხებ­ზე, რაც აწუ­ხებს ლგბტ თემს, მათ შო­რის მათი მხრი­დან იყო მო­თხოვ­ნა და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­დეს ამ ვი­თა­რე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად და ასე­ვე, ისა­უბ­რეს გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რაც სურთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ტა­როს მათი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. თუმ­ცა, ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი იყო უსაფრ­თხო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრა­იდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრა­ი­დი არ ჩა­ტარ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­ნარ­ჩენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კულ­ტუ­რუ­ლი თუ სხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც არის და­გეგ­მი­ლი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ით­ქვა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მზა­ო­ბა, რომ გა­კეთ­დე­ბა მაქ­სი­მუ­მი მათი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა პრა­იდს ღია სივ­რცე­ში, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათი მხრი­დან იყო ცალ­სა­ხად გა­კე­თე­ბუ­ლი, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რომ, ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა,“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

ამას­თან, ვე­რის ბაღ­ში ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის სა­ხალ­ხო ლე­გი­ონ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მსურ­ველ­თა რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის თქმით, ისი­ნი ხალ­ხის იმ რა­ო­დე­ნო­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას შეძ­ლე­ბენ, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ „პო­ლი­ცია და ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სუ­ლის შე­ბერ­ვით და­ი­შა­ლონ“.

"ზოგი აწერს ხელს, ზოგი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად ფიქ­სირ­დე­ბა. იქ­მნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც და­ი­ცა­ვენ წეს­რიგს. არ და­უშ­ვე­ბენ ვინ­მეს მხრი­დან შე­გი­ნე­ბას, ზედ­მეტ ია­რა­ღის ხმა­რე­ბას ეს ხალ­ხი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ეც­დე­ბა გა­ა­ჩე­როს სი­ბილ­წის პრო­პა­გან­და. აი, მა­გა­ლი­თად, თუ ჩა­ტარ­დე­ბა ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, წინა ღა­მი­დან შევ­კრავთ ფი­ლარ­მო­ნი­ას, ვიქ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი - სპორ­ტსმე­ნე­ბი, გა­მოც­დი­ლი ხალ­ხი, ვინც ისე და­ი­ცავს თავს, რომ ვერ დაგ­ვშა­ლონ. თუ პო­ლი­ცია ხალ­ხის დახ­ვრე­ტას და­ი­წყებს, ბო­დი­ში და კომ­ბალს აი­ღებს ვი­ღა­ცა, თუ რას აი­ღებს, რა ვიცი. იმე­დია, ისეთ მე­თო­დებს არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბებ, რომ სო­დო­მის­ტე­ბის ბილ­წი შეკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლონ და ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სო­დო­მი­ზა­ცია და ქა­და­გე­ბა მო­ახ­დი­ნონ. ვფიქ­რობ, იმ­დე­ნი ხალ­ხი მოვა, რომ არა­ვი­თა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ იქ­ნე­ბა და სუ­ლის შე­ბერ­ვით და­იშ­ლე­ბა პო­ლი­ცი­აც და სო­დო­მის­ტე­ბიც ", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ი­კი­თხა თუ არა სა­ხალ­ხო რაზ­მის შექ­მნის თა­ო­ბა­ზე გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვინ­მე, მას ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

ავტორი:

შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

შსს-მ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

„შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ისინი ხალხის იმ რაოდენობის მობილიზებას შეძლებენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ „პოლიცია და ლგბტ თემის წარმომადგენლები სულის შებერვით დაიშალონ“.

"ზოგი აწერს ხელს, ზოგი ზეპირსიტყვიერად ფიქსირდება. იქმნება გარკვეული ორგანიზებული ხალხი, რომლებიც დაიცავენ წესრიგს. არ დაუშვებენ ვინმეს მხრიდან შეგინებას, ზედმეტ იარაღის ხმარებას ეს ხალხი ორგანიზებულად ეცდება გააჩეროს სიბილწის პროპაგანდა. აი, მაგალითად, თუ ჩატარდება ფილარმონიაში, წინა ღამიდან შევკრავთ ფილარმონიას, ვიქნებით მაქსიმალური რაოდენობის ხალხი - სპორტსმენები, გამოცდილი ხალხი, ვინც ისე დაიცავს თავს, რომ ვერ დაგვშალონ. თუ პოლიცია ხალხის დახვრეტას დაიწყებს, ბოდიში და კომბალს აიღებს ვიღაცა, თუ რას აიღებს, რა ვიცი. იმედია, ისეთ მეთოდებს არ გამოიყენებებ, რომ სოდომისტების ბილწი შეკვეთა შეასრულონ და ჩვენი ქალაქის სოდომიზაცია და ქადაგება მოახდინონ. ვფიქრობ, იმდენი ხალხი მოვა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება და სულის შებერვით დაიშლება პოლიციაც და სოდომისტებიც ", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკითხა თუ არა სახალხო რაზმის შექმნის თაობაზე გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვინმე, მას ინფორმაცია არ აქვს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს