სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მასტერშეფის“ გამორჩეული კონკურსანტი თინა ვაშაკიძე: „მე და ია ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ“
„მასტერშეფის“ გამორჩეული კონკურსანტი თინა ვაშაკიძე: „მე და ია ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ“

კუ­ლი­ნა­რი­ულ შოუ „მას­ტერ­შეფ­ში“ და­ძა­ბუ­ლო­ბა იმა­ტებს და ყო­ველ შა­ბათს ერთი კონ­კურ­სან­ტი ეთი­შე­ბა პრო­ექტს. გა­სულ შა­ბათს „მას­ტერ­შე­ფის“ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლემ, ია ძა­გა­ნი­ამ იმუ­ნი­ტე­ტი მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც თა­ვის მე­გო­ბარს, თინა ვა­შა­კი­ძეს გა­უ­ზი­ა­რა. გო­გო­ე­ბი „მას­ტერ­შეფ­ში“ ერ­თად მო­ვიდ­ნენ, ერ­თმა­ნეთს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ და მალე რეს­ტორ­ნის გახ­სნა­საც ერ­თად აპი­რე­ბენ, მაგ­რამ კონ­კურსს ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნდა ჰყავ­დეს!

რას ფიქ­რობს შოუს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი კონ­კუ­რენ­ტებ­ზე და რო­გო­რია მისი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ფი­ლო­სო­ფია - ამის შე­სა­ხებ თინა ვა­შა­კი­ძე გვე­სა­უბ­რა.

- რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი კუ­ლი­ნა­რი­ით?

- გა­ნათ­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გი ვარ, 10 წელი ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში ვი­მუ­შა­ვე. კუ­ლი­ნა­რია ყო­ველ­თვის მი­ტა­ცებ­და და ხში­რად ვამ­ზა­დებ­დი, მაგ­რამ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტე­რე­სი გა­მიძ­ლი­ერ­და და გა­დავ­წყვი­ტე, პრო­ფე­სი­უ­ლად ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი ამ სფე­რო­ში. ასე რომ, 35 წლის ასაკ­ში შე­ვიც­ვა­ლე პრო­ფე­სია და კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში მცი­რე კურ­სი გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია.

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა პრო­ფე­სი­ის შეც­ვლას?

- საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლად შეხ­ვდნენ, რად­გან ეს პრო­ფე­სია ძა­ლი­ან ბევრ დროს მო­ი­თხოვს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ შვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლდათ. ჯერ კი­დევ არ მი­ყუ­რე­ბენ სე­რი­ო­ზუ­ლად, რო­გორც მზა­რე­ულს. ისე­თი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან, რომ ჟი­უ­რი მო­გო­ნი­ლია მა­გათ­თან. იმე­დი მაქვს, მალე ჩე­მით ია­მა­ყე­ბენ.

- „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ეს იყო პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე მხო­ლოდ ოც­ნე­ბა შე­მეძ­ლო. ქარ­თულ „მას­ტერ­შეფ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი თა­ვი­დან იამ გა­მოთ­ქვა, მერე მეც შე­მომ­თა­ვა­ზა: ხომ არ ცდი­დიო. იმა­საც კი არ ვე­ლო­დი, რომ წინ­სა­ფარს და­ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ ჟი­უ­რის ჩემი კერ­ძი მო­ე­წო­ნა და ათე­ულ­შიც მოვ­ხვდი. შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ მეტი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და აუ­ცი­ლებ­ლად მო­მენ­დო­მე­ბი­ნა, რომ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის იმე­დი არ გა­მეც­რუ­ე­ბი­ნა.

- შენ და ია რო­გორ და­მე­გობ­რდით?

- ერ­თმა­ნე­თი კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში გა­ვი­ცა­ნით. მი­უ­ხე­და­ვად ასაკ­ში დიდი სხვა­ო­ბი­სა, სა­ერ­თო ვნე­ბა აღ­მოგ­ვაჩ­ნდა გას­ტრო­ნო­მი­ი­სად­მი. ერ­თად და­ვი­წყეთ რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც შემ­დეგ ერ­თობ­ლივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

ჯერ სტარ­ტა­პი „ამო­ჭა­მე“ წა­მო­ვი­წყეთ, ახლო მო­მა­ვალ­ში კი რეს­ტორ­ნის გახ­სნა­საც ვა­პი­რებთ. ჩვენ კუ­ლი­ნა­რი­ას რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბას, ისე ვუ­ყუ­რებთ. ვცდი­ლობთ ბო­ლომ­დე შე­ვის­წავ­ლოთ ის ინ­გრე­დი­ენ­ტი, რა­საც ვი­ყე­ნებთ, სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კით და­ვა­მუ­შა­ოთ... ყვე­ლა კერ­ძი რა­ღაც ემო­ცი­ას, გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტავს.

- შენ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი რო­მე­ლია?

- წი­წა­კა. ხში­რად ვი­ყე­ნებ და ჯერ­ჯე­რო­ბით, ვე­რა­ფერ­მა გა­და­ფა­რა ჩემი მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი. ზო­გა­დად, მომ­წონს, რო­დე­საც კერ­ძებ­ში ინ­გრე­დი­ენ­ტის გემო ხაზ­გას­მით იგ­რძნო­ბა. იმ ინ­გრე­დი­ენტს, რო­მელ­საც იყე­ნებ, პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ექ­ცე და მისი გემო არ უნდა და­კარ­გო.

- საყ­ვა­რელ კერძზე რას გვე­ტყვი?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად პური მიყ­ვარს. ჩემ­თვის პური ცალ­კე კერ­ძია. მისი ცხო­ბაც, სუ­ნიც, გე­მოც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. უამ­რა­ვი ვა­რი­ა­ცი­ით გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი, მხო­ლოდ ხორ­ბალ­ზე, წყალ­სა და მა­რილ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი პური ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია, შე­მიძ­ლია, მთე­ლი დღე ვჭა­მო.

- კონ­კურ­სის გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე და ბევ­რის­თვის სა­ში­ში კონ­კუ­რენ­ტი ხარ. რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ?

- ბევ­რს ვშრო­მობ, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ, არ ვე­რი­დე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტებს, სტრა­ტე­გი­უ­ლად სწო­რად შე­მიძ­ლია კერ­ძის შერ­ჩე­ვა. ხში­რად დავ­დი­ვარ რე­გი­ო­ნებ­ში, სულ ვსინ­ჯავ ახალ კერ­ძებს, შე­სა­ბა­მი­სად, ცოდ­ნას ვაგ­რო­ვებ ამ სფე­რო­ში. სი­ახ­ლე­ე­ბის ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია და მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ, რა­ღაც ახა­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნო.

- შენი ყვე­ლა კერ­ძი ექ­სპე­რი­მენ­ტია. რა გაძ­ლევს სი­თა­მა­მეს?

- რო­გორც წესი, რა­ღა­ცას რომ იწყებ, თა­ვი­დან უნდა და­ი­წყო, დიდი დრო და­უთ­მო, გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა და­აგ­რო­ვო, რომ რა­ღა­ცას მი­აღ­წიო. მე მივ­ხვდი, რომ ამ ასაკ­ში პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ თა­ვი­დან ვერა, რა­ღაც უფრო მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რი­დან უნდა და­მე­წყო. ბევ­რი შრო­მა დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ ამ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი. სახ­ლში სამ-ოთხ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ­დი ხოლ­მე, რომ ეს სი­თა­მა­მე გა­მო­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. იმ­დე­ნი ახა­ლი გე­მოა აღ­მო­სა­ჩე­ნი, რომ ვერ ვხვდე­ბი, რე­ცეპ­ტით რა­ტომ უნდა მო­ამ­ზა­დო რა­ღაც, როცა შე­გიძ­ლია, შენი რე­ცეპ­ტი შექ­მნა.

- შენ­სა და იას შო­რის რამ­დე­ნად მა­ღა­ლია კონ­კუ­რენ­ცი­ის ხა­რის­ხი? გი­ფიქ­რია, რა მოხ­დე­ბა, თუკი თქვენ ორი დარ­ჩე­ბით ფი­ნალ­ში?

- ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ ვართ. მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა იას გა­მარ­ჯვე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მა­საც გა­უ­ხარ­დე­ბა ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა. სა­ნამ შევ­ძლებთ, ვა­პი­რებთ ერ­თმა­ნე­თის „გა­ტა­ნას“ მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ფი­ნალ­ზეც მი­ფიქ­რია, ია ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია, მაგ­რამ ეს შე­ჯიბ­რია და ერ­თმა­ნე­თის დან­დო­ბას არ ვა­პი­რებთ.

კონ­კურსგა­რე­თაც, მე და ია ყო­ველ­თვის ვე­ჯიბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს, რომ სა­ბო­ლო­ოდ რა­ღაც კარ­გი შევ­ქმნათ. ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია ყო­ველ­თვის ბა­დებს ახალ იდე­ებს. ია ახალ­გაზ­რდაა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხედ­ვა აქვს, მე - ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა და ასე ვა­ბა­ლან­სებთ ერ­თმა­ნეთს.

- „მას­ტერ­შე­ფის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ კონ­კურ­სან­ტად გა­სა­ხე­ლე­ბენ. შენ თუ მი­იჩ­ნევ შენ თავს ძლი­ე­რად და რას ფიქ­რობ კონ­კუ­რენ­ტებ­ზე?

- ნამ­დვი­ლად ვფიქ­რობ, რომ ძლი­ე­რი ვარ, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა შე­მიძ­ლია, არა­სო­დეს არ ვნებ­დე­ბი... რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კონ­კურ­სან­ტებს, ყვე­ლას ვაკ­ვირ­დე­ბი, ზოგი მომ­წონს, ზოგი - ნაკ­ლე­ბად. ყვე­ლას აქვს ძლი­ე­რი მხა­რე. მა­გა­ლი­თად, ვლა­დი­მე­რის სერ­ვი­რე­ბის სტი­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს, მა­კას ყო­ველ­თვის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო კერ­ძე­ბი აქვს, მან­ჯი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლად ამ­ზა­დებს...

- კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მე­ლი­მეს კერძზე გი­ფიქ­რია, ნე­ტავ, ეს ჩემი იყო­სო?

- იას კორ­კო­ტის წვნი­ან­ზე, რო­მელ­მაც მარ­თლა აღ­მაფრ­თო­ვა­ნა. ვფიქ­რობ, ეს წვნი­ა­ნი აღ­მო­ჩე­ნაა არამ­ხო­ლოდ ამ კონ­კურ­სში, არა­მედ, მთლი­ა­ნად ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში და ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის მე­ნი­უ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ეს კერ­ძი.

- შენ­სა და იას რეს­ტო­რან­ზე რას გვე­ტყვი?

- რეს­ტო­რანს „ის­ტო­რია“ ერ­ქმე­ვა, რად­გან ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში, ძველ ღვი­ნის მა­რან­ში ვხსნით, რო­მე­ლიც 150 წელ­ზე მეტს ით­ვლის. გვინ­და ქარ­თულ ღვი­ნო­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ვუს­ვათ ხაზი. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, რო­მე­ლიც ქარ­თულ ხა­სი­ათ­სა და ტრა­დი­ცი­ულ ინ­გრე­დი­ენ­ტებს წა­მო­წევს წილა პლან­ზე. გვინ­და, მი­ვი­წყე­ბუ­ლი გე­მო­ე­ბი ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ და რეს­ტორ­ნის მე­ნი­უც ხში­რად შე­იც­ვლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

„მასტერშეფის“ გამორჩეული კონკურსანტი თინა ვაშაკიძე: „მე და ია ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ“

„მასტერშეფის“ გამორჩეული კონკურსანტი თინა ვაშაკიძე: „მე და ია ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ“

კულინარიულ შოუ „მასტერშეფში“ დაძაბულობა იმატებს და ყოველ შაბათს ერთი კონკურსანტი ეთიშება პროექტს. გასულ შაბათს „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა მონაწილემ, ია ძაგანიამ იმუნიტეტი მოიპოვა, რომელიც თავის მეგობარს, თინა ვაშაკიძეს გაუზიარა. გოგოები „მასტერშეფში“ ერთად მოვიდნენ, ერთმანეთს გულშემატკივრობენ და მალე რესტორნის გახსნასაც ერთად აპირებენ, მაგრამ კონკურსს ერთი გამარჯვებული უნდა ჰყავდეს!

რას ფიქრობს შოუს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსანტი კონკურენტებზე და როგორია მისი გასტრონომიული ფილოსოფია - ამის შესახებ თინა ვაშაკიძე გვესაუბრა.

- როდის დაინტერესდი კულინარიით?

- განათლებით ფსიქოლოგი ვარ, 10 წელი ბიზნესსექტორში ვიმუშავე. კულინარია ყოველთვის მიტაცებდა და ხშირად ვამზადებდი, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტერესი გამიძლიერდა და გადავწყვიტე, პროფესიულად ჩავრთულიყავი ამ სფეროში. ასე რომ, 35 წლის ასაკში შევიცვალე პროფესია და კულინარიის აკადემიაში მცირე კურსი გავიარე, მაგრამ პროფესიონალურ სამზარეულოში არასოდეს მიმუშავია.

- ოჯახი როგორ შეხვდა პროფესიის შეცვლას?

- საკმაოდ მტკივნეულად შეხვდნენ, რადგან ეს პროფესია ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, შესაბამისად, ჩემ შვილებს ყურადღება მოაკლდათ. ჯერ კიდევ არ მიყურებენ სერიოზულად, როგორც მზარეულს. ისეთი კრიტიკულები არიან, რომ ჟიური მოგონილია მაგათთან. იმედი მაქვს, მალე ჩემით იამაყებენ.

- „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება რატომ გადაწყვიტე?

- ეს იყო პროექტი, რომელსაც წლების განმავლობაში ვუყურებდი, მაგრამ მონაწილეობის მიღებაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ქართულ „მასტერშეფში“ მონაწილეობის სურვილი თავიდან იამ გამოთქვა, მერე მეც შემომთავაზა: ხომ არ ცდიდიო. იმასაც კი არ ველოდი, რომ წინსაფარს დავიმსახურებდი, მაგრამ ჟიურის ჩემი კერძი მოეწონა და ათეულშიც მოვხვდი. შესარჩევი ტურის შემდეგ მივხვდი, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა და აუცილებლად მომენდომებინა, რომ გულშემატკივრებისთვის იმედი არ გამეცრუებინა.

- შენ და ია როგორ დამეგობრდით?

- ერთმანეთი კულინარიის აკადემიაში გავიცანით. მიუხედავად ასაკში დიდი სხვაობისა, საერთო ვნება აღმოგვაჩნდა გასტრონომიისადმი. ერთად დავიწყეთ რაღაცების კეთება, ექსპერიმენტების ჩატარება, რაც შემდეგ ერთობლივ თანამშრომლობაში გადაიზარდა.

ჯერ სტარტაპი „ამოჭამე“ წამოვიწყეთ, ახლო მომავალში კი რესტორნის გახსნასაც ვაპირებთ. ჩვენ კულინარიას როგორც მეცნიერებას, ისე ვუყურებთ. ვცდილობთ ბოლომდე შევისწავლოთ ის ინგრედიენტი, რასაც ვიყენებთ, სხვადასხვა ტექნიკით დავამუშაოთ... ყველა კერძი რაღაც ემოციას, განწყობას გამოხატავს.

- შენთვის ყველაზე საყვარელი ინგრედიენტი რომელია?

- წიწაკა. ხშირად ვიყენებ და ჯერჯერობით, ვერაფერმა გადაფარა ჩემი მისდამი სიყვარული. ზოგადად, მომწონს, როდესაც კერძებში ინგრედიენტის გემო ხაზგასმით იგრძნობა. იმ ინგრედიენტს, რომელსაც იყენებ, პატივისცემით უნდა მოექცე და მისი გემო არ უნდა დაკარგო.

- საყვარელ კერძზე რას გვეტყვი?

- ყველაზე მეტად პური მიყვარს. ჩემთვის პური ცალკე კერძია. მისი ცხობაც, სუნიც, გემოც ძალიან მიყვარს. უამრავი ვარიაციით გამიკეთებია, მაგრამ ნამდვილი, მხოლოდ ხორბალზე, წყალსა და მარილზე დამზადებული პური ყველაფერს მირჩევნია, შემიძლია, მთელი დღე ვჭამო.

- კონკურსის გამორჩეული მონაწილე და ბევრისთვის საშიში კონკურენტი ხარ. როგორ ფიქრობ, რატომ?

- ბევრს ვშრომობ, თავდაჯერებული ვარ, არ ვერიდები ექსპერიმენტებს, სტრატეგიულად სწორად შემიძლია კერძის შერჩევა. ხშირად დავდივარ რეგიონებში, სულ ვსინჯავ ახალ კერძებს, შესაბამისად, ცოდნას ვაგროვებ ამ სფეროში. სიახლეების ძიება ყველაზე საინტერესო პროცესია და მუდმივად ვცდილობ, რაღაც ახალი აღმოვაჩინო.

- შენი ყველა კერძი ექსპერიმენტია. რა გაძლევს სითამამეს?

- როგორც წესი, რაღაცას რომ იწყებ, თავიდან უნდა დაიწყო, დიდი დრო დაუთმო, გამოცდილება უნდა დააგროვო, რომ რაღაცას მიაღწიო. მე მივხვდი, რომ ამ ასაკში პროფესიის შეცვლა იმდენად რთულია, რომ თავიდან ვერა, რაღაც უფრო მაღალი საფეხურიდან უნდა დამეწყო. ბევრი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ექსპერიმენტებამდე მივსულიყავი. სახლში სამ-ოთხ რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე, რომ ეს სითამამე გამომემუშავებინა. იმდენი ახალი გემოა აღმოსაჩენი, რომ ვერ ვხვდები, რეცეპტით რატომ უნდა მოამზადო რაღაც, როცა შეგიძლია, შენი რეცეპტი შექმნა.

- შენსა და იას შორის რამდენად მაღალია კონკურენციის ხარისხი? გიფიქრია, რა მოხდება, თუკი თქვენ ორი დარჩებით ფინალში?

- ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. მე ძალიან გამიხარდება იას გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, რომ მასაც გაუხარდება ჩემი გამარჯვება. სანამ შევძლებთ, ვაპირებთ ერთმანეთის „გატანას“ მაგრამ, რა თქმა უნდა, ფინალზეც მიფიქრია, ია ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ეს შეჯიბრია და ერთმანეთის დანდობას არ ვაპირებთ.

კონკურსგარეთაც, მე და ია ყოველთვის ვეჯიბრებით ერთმანეთს, რომ საბოლოოდ რაღაც კარგი შევქმნათ. ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის ბადებს ახალ იდეებს. ია ახალგაზრდაა, განსაკუთრებული ხედვა აქვს, მე - ჩემი გამოცდილება და ასე ვაბალანსებთ ერთმანეთს.

- „მასტერშეფის“ მონაწილეები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსანტად გასახელებენ. შენ თუ მიიჩნევ შენ თავს ძლიერად და რას ფიქრობ კონკურენტებზე?

- ნამდვილად ვფიქრობ, რომ ძლიერი ვარ, საკუთარ თავზე მუშაობა შემიძლია, არასოდეს არ ვნებდები... რაც შეეხება სხვა კონკურსანტებს, ყველას ვაკვირდები, ზოგი მომწონს, ზოგი - ნაკლებად. ყველას აქვს ძლიერი მხარე. მაგალითად, ვლადიმერის სერვირების სტილი ძალიან მომწონს, მაკას ყოველთვის დაბალანსებული და საინტერესო კერძები აქვს, მანჯი ძალიან გემრიელად ამზადებს...

- კონკურსის განმავლობაში რომელიმეს კერძზე გიფიქრია, ნეტავ, ეს ჩემი იყოსო?

- იას კორკოტის წვნიანზე, რომელმაც მართლა აღმაფრთოვანა. ვფიქრობ, ეს წვნიანი აღმოჩენაა არამხოლოდ ამ კონკურსში, არამედ, მთლიანად ქართულ კულინარიაში და ჩვენი რესტორნის მენიუში აუცილებლად იქნება ეს კერძი.

- შენსა და იას რესტორანზე რას გვეტყვი?

- რესტორანს „ისტორია“ ერქმევა, რადგან ისტორიულ შენობაში, ძველ ღვინის მარანში ვხსნით, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის. გვინდა ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს გავუსვათ ხაზი. ეს იქნება ჩვენი თვალით დანახული ქართული სამზარეულო, რომელიც ქართულ ხასიათსა და ტრადიციულ ინგრედიენტებს წამოწევს წილა პლანზე. გვინდა, მივიწყებული გემოები ახლებურად წარმოვაჩინოთ. ექსპერიმენტების ჩატარებას გავაგრძელებთ და რესტორნის მენიუც ხშირად შეიცვლება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი