კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპენსიო ასაკის მასწავლებლებზე ჯილდოს სახით თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება
საპენსიო ასაკის მასწავლებლებზე ჯილდოს სახით თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება

სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ჯილ­დოს სა­ხით რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი გა­ი­ცე­მა და ისი­ნი სკო­ლას და­ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც აბუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, იმ პე­და­გო­გე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც მას­წავ­ლებ­ლის ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, თან­ხე­ბის გა­ცე­მა აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა.

აბუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სკო­ლებ­ში 6 ათა­სამ­დე სა­პენ­სიო ასა­კის პე­და­გო­გია.

„რო­გორც იცით, არა­ვის­თვის არა­ფე­რი დაგ­ვი­ძა­ლე­ბია. აქ არის გეგ­მა, ან არის ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა მო­მა­ვა­ლი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ან არის შე­თა­ვა­ზე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის, თუ მათ არ უნ­დათ სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნა, მათ­თვის 2-წლი­ა­ნი ჯილ­დოს სა­ხით საკ­მა­ოდ დიდ და­ფი­ნან­სე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. პრო­ცესს, ალ­ბათ, ის გა­ა­ჯან­სა­ღებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად კმა­ყო­ფი­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან, ერთი მხრივ, ხელ­ფა­სის მა­ტე­ბით, მე­ო­რე მხრივ, იმ და­ფა­სე­ბით, რაც სა­ხელ­მწი­ფომ მათ­თვის გა­ი­ღო. ჯერ თან­ხა ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი არ არის, უახ­ლო­ეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე უნდა გა­ვი­დეს სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რისი პრო­ექ­ტიც მზად არის. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 6 ათა­სამ­დე სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მათი 2 წლის ანა­ზღა­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა ჯილ­დოს სა­ხით გა­ცე­მუ­ლი. აქ არის რამ­დე­ნი­მე ათე­ულ მი­ლი­ონ­ზე სა­უ­ბა­რი, რის­თვი­საც მზად არის სა­ხელ­მწი­ფოც და ბი­უ­ჯე­ტიც. მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა მომ­ზად­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში. გა­ცე­მა და­ი­წყე­ბა სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე. აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში ვგეგ­მავთ ჯილ­დოს გა­ცე­მას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. ცხა­დია, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ 2019 წლის ბო­ლომ­დე“, - გა­ნა­ცხა­და აბუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას­წავ­ლებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ივ­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

„დღეს­დღე­ო­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დებ­ზე 30 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტრირ­და, აქე­დან 10 ათა­სამ­დე მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლია. თუმ­ცა, ის ფაქ­ტი, რომ სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეს პრო­ფე­სი­ი­დან არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი დაგ­ვჭირ­დე­ბა სის­ტე­მა­ში, იმი­ტომ, რომ არ­სე­ბო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ სა­ა­თებს შე­ი­თავ­სე­ბენ და ამი­თაც გა­ეზ­რდე­ბათ ხელ­ფა­სი. ამის დე­ტა­ლურ კვლე­ვას და ანა­ლიზს ივ­ლის­ში გა­ვა­კე­თებთ, რო­დე­საც გვე­ცო­დი­ნე­ბა რამ­დე­ნია ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ჯილ­დო უნდა, რამ­დე­ნია ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მოც­და­ზე გა­დის“, - გა­ნუ­ცხა­და აბუ­ლა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საპენსიო ასაკის მასწავლებლებზე ჯილდოს სახით თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება

საპენსიო ასაკის მასწავლებლებზე ჯილდოს სახით თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება

საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა და ისინი სკოლას დატოვებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განუცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს, თანხების გაცემა აგვისტო-სექტემბერში დაიწყება.

აბულაძის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში 6 ათასამდე საპენსიო ასაკის პედაგოგია.

„როგორც იცით, არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. აქ არის გეგმა, ან არის ხელფასების მატება მომავალი 3 წლის განმავლობაში, ან არის შეთავაზება და შესაძლებლობა საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, თუ მათ არ უნდათ სკოლაში დარჩენა, მათთვის 2-წლიანი ჯილდოს სახით საკმაოდ დიდ დაფინანსებაზეა საუბარი. პროცესს, ალბათ, ის გააჯანსაღებს, რომ ადამიანები უფრო მეტად კმაყოფილები გახდებიან, ერთი მხრივ, ხელფასის მატებით, მეორე მხრივ, იმ დაფასებით, რაც სახელმწიფომ მათთვის გაიღო. ჯერ თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი არ არის, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს სქემაში ცვლილებები, რისი პროექტიც მზად არის. დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 6 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი, შესაბამისად, მათი 2 წლის ანაზღაურება იქნება ჯილდოს სახით გაცემული. აქ არის რამდენიმე ათეულ მილიონზე საუბარი, რისთვისაც მზად არის სახელმწიფოც და ბიუჯეტიც. მთავრობის განკარგულება მომზადდება რამდენიმე დღეში. გაცემა დაიწყება სასწავლო წლის დაწყებამდე. აგვისტო-სექტემბერში ვგეგმავთ ჯილდოს გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა. ცხადია, ამის შესაძლებლობა აქვთ 2019 წლის ბოლომდე“, - განაცხადა აბულაძემ.

მისივე თქმით, მასწავლებლებთან დაკავშირებით დეტალური კვლევა ივლისში ჩატარდება.

„დღესდღეობით, მასწავლებელთა გამოცდებზე 30 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველია. თუმცა, ის ფაქტი, რომ საპენსიო ასაკის მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეიძლება გავიდეს პროფესიიდან არ ნიშნავს, რომ ჩვენ იგივე რაოდენობის მასწავლებლები დაგვჭირდება სისტემაში, იმიტომ, რომ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც იმ გამოთავისუფლებულ საათებს შეითავსებენ და ამითაც გაეზრდებათ ხელფასი. ამის დეტალურ კვლევას და ანალიზს ივლისში გავაკეთებთ, როდესაც გვეცოდინება რამდენია ისეთი მასწავლებელი, რომელსაც ჯილდო უნდა, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც გამოცდაზე გადის“, - განუცხადა აბულაძემ „ინტერპრესნიუსს“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ