მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
50-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი ქართულ ბაზარზე -„დრესაპ ჯგუფი“ 25 წლისაა
50-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი ქართულ ბაზარზე  -„დრესაპ ჯგუფი“ 25 წლისაა

პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც ტან­საც­მლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი, ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზია გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, 25 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. „დრე­საპ ჯგუ­ფი“ 1994 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და მომ­ხმა­რებ­ლებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას შე­იქ­მნან ჩაც­მის სა­კუ­თა­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი.

ჯგუ­ფი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც მო­ნობ­რენ­დუ­ლი, ასე­ვე მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბით: Levis, Lee & Wrangler, Lacoste, Guess, Gant, Mavi , Jeans Gallery, Factory, Atrio - ჯამ­ში 33 მა­ღა­ზი­ით თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. ჯგუფს ასე­ვე გა­აჩ­ნია ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია www.dressup.ge, სა­დაც ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ბრენ­დის პრო­დუქ­ცია არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

კომ­პა­ნი­ის 25 წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, "დრე­საპ ჯგუ­ფი" მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის პარტნი­ო­რი გახ­და და დღე­ი­სათ­ვის იგი ბრენ­დე­ბის: Lacoste, Gant, Guess, Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington - ექ­სკლუ­ზი­უ­რი და 50-ზე მეტი სხვა ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ შო­რი­საა: Bensimon, Toms, Converse, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal's, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.

ჯგუ­ფის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, ალექ­სან­დრე სამ­ხა­რა­ძეს ესა­უბ­რა:

_25 წელი საკ­მა­ოდ დიდი დროა, ჯგუ­ფის პარტნი­ო­რი ბრენ­დე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც შთამ­ბეჭ­და­ვია, მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი?

ჩვე­ნი კომ­პა­ნია იყო პირ­ვე­ლი, ვინც ჯერ კი­დევ 1994 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტან­საც­მლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მა­ღა­ზია გახ­სნა, ეს იყო LEVI’S-ი. მა­ღა­ზი­ის გახ­სნას ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა, LEVI’S ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი გახ­და. პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის ასეთ­მა წარ­მა­ტე­ბამ მოგ­ვცა სტი­მუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. „ლი­ვა­ისს“ მოყ­ვა ისე­თი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა „დო­ქერ­სი“, „ლიი“, „ვრან­გლე­რი“ და ა.შ. დღეს ჩვე­ნი ჯგუ­ფი უკვე 50-ზე მეტი ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. პარტნი­ო­რი ბრენ­დე­ბის სია კი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა.

გარ­და უცხო­ურ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დებ­თან პარტნი­ო­რო­ბი­სა, ჩვე­ნი ჯგუ­ფი ცდი­ლობს მხა­რი და­უ­ჭი­როს ქარ­თულ წარ­მო­ე­ბას და ითა­ნამ­შრომ­ლოს ად­გი­ლობ­რივ ბრენ­დებ­თა­ნაც. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შედ­გა რამ­დე­ნი­მე შე­თან­ხმე­ბა და დღეს ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში ფეხ­საც­მლის ქარ­თულ ბრენ­დებ­საც შეხ­ვდე­ბით, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა, აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს და ხელ­მი­საწ­ვდო­მია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ სხვა ქვეყ­ნებ­შიც. სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­შიც, თვალს ვა­დევ­ნებთ ქვე­ყა­ნა­ში ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას. გვაქვს სურ­ვი­ლი და გან­წყო­ბა, რომ ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში, ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბის კი­დევ უფრო დიდი არ­ჩე­ვა­ნი შევ­თა­ვა­ზოთ მომ­ხმა­რებ­ლებს.

_რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით გან­ვლილ 25 წელს? რო­მე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გახ­სენ­დე­ბათ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში?

ჩვე­ნი კომ­პა­ნია, და­არ­სე­ბის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, ბაზ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას. ამ პე­რი­ოდ­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი და ბრენ­დი შევ­ქმე­ნით:

ჯინს გა­ლე­რი - მულ­ტიბ­რენ­დუ­ლი მა­ღა­ზია, სა­დაც ერთ სივ­რცე­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ძი­ნოთ ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში თავ­მოყ­რი­ლი ჯინ­სის ბრენ­დე­ბი. გვე­მა­ყე­ბა, რომ დღეს რთუ­ლად თუ მო­ი­ძე­ბე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ორი­გი­ნა­ლი, ბრენ­დუ­ლი პრო­დუქ­ცია აინ­ტე­რე­სებს და ჩვე­ნი მა­ღა­ზია არ იცო­დეს. „ჯინს გა­ლე­რის“ შემ­დეგ იყო ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი უკვე ფეხ­საც­მლის კუ­თხით.

FACTORY- რომ­ლის სრუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ცეფ­ცი­აც ქარ­თუ­ლი გუნ­დის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და დღეს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ღა­ზი­აა არა მარ­ტო პრო­დუქ­ცი­ი­თა და ასორ­ტი­მენ­ტით, რო­მე­ლიც 30-ზე მეტ ბრენ­დს მო­ი­ცავს, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლი­თაც.

ამ ეტაპ­ზე ბოლო, თუმ­ცა არა უკა­ნას­კნე­ლი პრო­ექ­ტია ATRIO. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ღა­ზი­აა, რო­მე­ლიც გულრ­გილს არც ერთ მომ­ხმა­რე­ბელს არ და­ტო­ვებს. ესეც ქარ­თუ­ლი კონ­ცეფ­ცი­აა სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია პრე­მი­უმ ფეხ­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რის იტა­ლი­უ­რი ბრენ­დე­ბი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­აც, www.dressup.ge - ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ლე­გენ­და­რუ­ლი ბრენ­დე­ბის, ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 50-ზე მეტი ბრენ­დის, 3000-ზე მეტი პრო­დუქ­ტი. გარ­და ონ­ლა­ინ შე­ძე­ნი­სა, www.dressup.ge -ს გა­აჩ­ნია კა­ტა­ლო­გის ფუნ­ქცი­აც, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­არ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი ბრენ­დის, სტი­ლის, ფე­რის, ზო­მის პრო­დუქ­ტი და ავ­ტო­მა­ტუ­რად ნა­ხოს, რო­მელ მა­ღა­ზი­ა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

_იყო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და ამავდრო­უ­ლად, მუდ­მი­ვად შე­ი­ნარ­ჩუ­ნო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და გან­ვი­თარ­დე, საკ­მა­ოდ დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, რა არის თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი?

ჩვე­ნი ჯგუ­ფის წარ­მა­ტე­ბის გა­მომ­წვევ რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს გა­მოვ­ყოფ­დი: პირ­ველ რიგ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გა­რე­შეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და გან­ვი­თა­რე­ბა; კომ­პა­ნი­ის პო­ლი­ტი­კა, რომ მუდ­მი­ვად მზად ვი­ყოთ სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვი­სა და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სათ­ვის; მუდ­მი­ვი ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი და სა­კუ­თა­რი, ინ­ვი­დი­უ­ა­ლუ­რი სტი­ლის შექ­მნა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი ჯგუ­ფის და­არ­სე­ბი­დან - დღემ­დე, გან­ხორ­ცი­ელ­და მრა­ვა­ლი პრო­ექ­ტი და გა­ტარ­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა: დღე­ი­სათ­ვის ჩვენს ჯგუფს აქვს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გაც­ვლა-დაბ­რუ­ნე­ბის პი­რო­ბე­ბი, რომ­ლის დახ­ვე­წა­ზეც მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ; შევ­ქმე­ნით უნი­კა­ლუ­რი ლო­ი­ა­ლო­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ფას­დაკ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ასე­ვე ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა; გვაქვს სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის ძა­ლი­ან ამარ­ტი­ვებს სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს. ჩვე­ნი სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბაა, რომ მისი შე­ძე­ნაც და გა­ნაღ­დე­ბაც ჯგუ­ფის ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ კუ­თხი­თაც მუდ­მი­ვად ვცდ­ლი­ლობთ პრო­დუქ­ტის დახ­ვე­წა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას; კი­დევ ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თია სამ­კერ­ვა­ლო კუ­თხე, რო­მე­ლიც Jeans Gallery-ის „მე­რა­ნი მოლ­ში“ მდე­ბა­რე ფი­ლი­ალ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია გა­და­ა­კე­თოს, და­ა­მო­კო­ლოს სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი, ან უფრო მეტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი შეს­ძი­ნოს მას.

_რო­გო­რია ჯგუ­ფის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ისე­ვე რო­გორც გა­სულ წლებ­ში, წელ­საც დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს, ვმუ­შა­ობთ რამ­დე­ნი­მე ახალ პრო­ექ­ტზე, რომ­ლებ­საც ახლო მო­მა­ვალ­ში წარ­ვუდ­გენთ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს. და­მა­ტე­ბით, იგეგ­მე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის ახა­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­სნაც. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ იმ არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის თუ სერ­ვი­სე­ბის კი­დევ უფრო დახ­ვე­წა­ზე, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლის კომ­ფორტზე არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

_და ბო­ლოს, რა­მეს ხომ არ ეტყო­დით თქვენს აუ­დი­ტო­რი­ას?

რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად „დრე­საპ ჯგუ­ფის“ სა­ხე­ლით, გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლა ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს, თა­ნამ­შრო­მელ­სა თუ პარტნი­ორს, რო­მელ­თა თა­ნად­გო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს ას­რუ­ლებს ჩვე­ნი ჯგუ­ფის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ში.

ჩვე­ნი მხრი­დან კი ვპირ­დე­ბით, რომ კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის, წინსვლის ტენ­დენ­ცი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით, ვიზ­რუ­ნებთ იმა­ზე, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი, იდი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

(R)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

50-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი ქართულ ბაზარზე -„დრესაპ ჯგუფი“ 25 წლისაა

50-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი ქართულ ბაზარზე  -„დრესაპ ჯგუფი“ 25 წლისაა

პირველი კომპანია, რომელმაც ტანსაცმლის ოფიციალური, ბრენდული მაღაზია გახსნა საქართველოში, 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. „დრესაპ ჯგუფი“ 1994 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას შეიქმნან ჩაცმის საკუთარი, ინდივიდუალური სტილი.

ჯგუფი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული მაღაზიებით: Levis, Lee & Wrangler, Lacoste, Guess, Gant, Mavi , Jeans Gallery, Factory, Atrio - ჯამში 33 მაღაზიით თბილისსა და ბათუმში. ჯგუფს ასევე გააჩნია ონლაინ მაღაზია www.dressup.ge, სადაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის პროდუქცია არის წარმოდგენილი.

კომპანიის 25 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, "დრესაპ ჯგუფი" მრავალი საერთაშორისო ბრენდის პარტნიორი გახდა და დღეისათვის იგი ბრენდების: Lacoste, Gant, Guess, Levis, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, Mavi, Vans, Falke, Burlington - ექსკლუზიური და 50-ზე მეტი სხვა ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მათ შორისაა: Bensimon, Toms, Converse, Softinos, Gaimo, Lloyd, Doucal's, Fabi, AS.98, Ash, Ixos, MSGM, AGL, Moreschi, Henderson Baracco და ა.შ.

ჯგუფის იუბილესთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ალექსანდრე სამხარაძეს ესაუბრა:

_25 წელი საკმაოდ დიდი დროა, ჯგუფის პარტნიორი ბრენდების ჩამონათვალიც შთამბეჭდავია, მოგვიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი?

ჩვენი კომპანია იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ 1994 წელს, საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური მაღაზია გახსნა, ეს იყო LEVI’S-ი. მაღაზიის გახსნას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, LEVI’S ადამიანების ცხოვრების სტილი გახდა. პირველი მაღაზიის ასეთმა წარმატებამ მოგვცა სტიმული განვითარებისათვის. „ლივაისს“ მოყვა ისეთი ბრენდები, როგორიცაა „დოქერსი“, „ლიი“, „ვრანგლერი“ და ა.შ. დღეს ჩვენი ჯგუფი უკვე 50-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური და უმეტეს შემთხვევაში, ექსკლუზიური წარმომადგენელია. პარტნიორი ბრენდების სია კი ყოველწლიურად იზრდება.

გარდა უცხოურ, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობისა, ჩვენი ჯგუფი ცდილობს მხარი დაუჭიროს ქართულ წარმოებას და ითანამშრომლოს ადგილობრივ ბრენდებთანაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში შედგა რამდენიმე შეთანხმება და დღეს ჩვენს მაღაზიებში ფეხსაცმლის ქართულ ბრენდებსაც შეხვდებით, რომლებიც მაღალი ხარისხისაა, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ხელმისაწვდომია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სამომავლო პერსპექტივაშიც, თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას. გვაქვს სურვილი და განწყობა, რომ ჩვენს მაღაზიებში, ქართული ბრენდების კიდევ უფრო დიდი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს.

_როგორ შეაფასებდით განვლილ 25 წელს? რომელი მნიშვნელოვანი პროექტები გახსენდებათ ამ პერიოდის განმავლობაში?

ჩვენი კომპანია, დაარსების დღიდან მოყოლებული, მუდმივად ცდილობს, ბაზრის თავისებურებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით სიახლეების დანერგვას. ამ პერიოდში მრავალი საინტერესო პროდუქტი და ბრენდი შევქმენით:

ჯინს გალერი - მულტიბრენდული მაღაზია, სადაც ერთ სივრცეში შესაძლებელია შეიძინოთ ჩვენს მაღაზიებში თავმოყრილი ჯინსის ბრენდები. გვემაყება, რომ დღეს რთულად თუ მოიძებენება ადამიანი, ვისაც ორიგინალი, ბრენდული პროდუქცია აინტერესებს და ჩვენი მაღაზია არ იცოდეს. „ჯინს გალერის“ შემდეგ იყო ახალი პროექტები უკვე ფეხსაცმლის კუთხით.

FACTORY- რომლის სრული ვიზუალური კონცეფციაც ქართული გუნდის შემუშავებულია და დღეს ერთ-ერთი გამორჩეული მაღაზიაა არა მარტო პროდუქციითა და ასორტიმენტით, რომელიც 30-ზე მეტ ბრენდს მოიცავს, არამედ ვიზუალითაც.

ამ ეტაპზე ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი პროექტია ATRIO. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული მაღაზიაა, რომელიც გულრგილს არც ერთ მომხმარებელს არ დატოვებს. ესეც ქართული კონცეფციაა სადაც წარმოდგენილია პრემიუმ ფეხსაცმლისა და აქსესუარის იტალიური ბრენდები.

უნდა აღინიშნოს ონლაინ მაღაზიაც, www.dressup.ge - ეს არის საერთაშორისო და ლეგენდარული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია 50-ზე მეტი ბრენდის, 3000-ზე მეტი პროდუქტი. გარდა ონლაინ შეძენისა, www.dressup.ge -ს გააჩნია კატალოგის ფუნქციაც, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ბრენდის, სტილის, ფერის, ზომის პროდუქტი და ავტომატურად ნახოს, რომელ მაღაზიაშია წარმოდგენილი.

_იყო ბაზარზე ერთ-ერთი პირველი და ამავდროულად, მუდმივად შეინარჩუნო კონკურენტუნარიანობა და განვითარდე, საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რა არის თქვენი წარმატების გამომწვევი მიზეზები?

ჩვენი ჯგუფის წარმატების გამომწვევ რამდენიმე მიზეზს გამოვყოფდი: პირველ რიგში პროფესიონალების გუნდი, ის ადამიანები, ვის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა წარმატების მიღწევა და განვითარება; კომპანიის პოლიტიკა, რომ მუდმივად მზად ვიყოთ სიახლეების დანერგვისა და ახალი პროექტებისათვის; მუდმივი ზრუნვა იმაზე, რომ მომხმარებლისათვის ჩვენს მაღაზიებში საყიდლებზე სიარული და საკუთარი, ინვიდიუალური სტილის შექმნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ჯგუფის დაარსებიდან - დღემდე, განხორციელდა მრავალი პროექტი და გატარდა სხვადასხვა ღონისძიება: დღეისათვის ჩვენს ჯგუფს აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული პროდუქციის გაცვლა-დაბრუნების პირობები, რომლის დახვეწაზეც მუდმივად ვმუშაობთ; შევქმენით უნიკალური ლოიალობის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ფასდაკლების მიღება, ასევე ქულების დაგროვება; გვაქვს სასაჩუქრე ბარათები, რომელიც მომხმარებლისათვის ძალიან ამარტივებს საჩუქრის შერჩევის პროცესს. ჩვენი სასაჩუქრე ბარათების უპირატესობაა, რომ მისი შეძენაც და განაღდებაც ჯგუფის ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი. ამ კუთხითაც მუდმივად ვცდლილობთ პროდუქტის დახვეწასა და განვითარებას; კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მაგალითია სამკერვალო კუთხე, რომელიც Jeans Gallery-ის „მერანი მოლში“ მდებარე ფილიალშია განთავსებული, სადაც ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს შეუძლია გადააკეთოს, დაამოკოლოს სასურველი პროდუქტი, ან უფრო მეტი ინდივიდუალიზმი შესძინოს მას.

_როგორია ჯგუფის სამომავლო გეგმები?

ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც დიდი გეგმები გვაქვს, ვმუშაობთ რამდენიმე ახალ პროექტზე, რომლებსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ ჩვენს მომხმარებელს. დამატებით, იგეგმება უკვე არსებული ბრენდების ახალი ფილიალების გახსნაც. პარალელურად ვმუშაობთ იმ არსებული პროდუქტების თუ სერვისების კიდევ უფრო დახვეწაზე, რომლებიც მომხმარებლის კომფორტზე არის ორიენტირებული.

_და ბოლოს, რამეს ხომ არ ეტყოდით თქვენს აუდიტორიას?

რა თქმა უნდა, სრულიად „დრესაპ ჯგუფის“ სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს მომხმარებელს, თანამშრომელსა თუ პარტნიორს, რომელთა თანადგომაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი ჯგუფის განვითარებასა და წარმატებაში.

ჩვენი მხრიდან კი ვპირდებით, რომ კვლავ გავაგრძელებთ მუდმივი განვითარების, წინსვლის ტენდენციას და საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების კოლექციების შეთავაზებით, ვიზრუნებთ იმაზე, რომ თითოეულ ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს საკუთარი, იდივიდუალური სტილის შექმნის საშუალება.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი