ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რაოდენობის გამო, ევროკავშირი ზომების მიღებით იმუქრება.
„იმ შემთხვევაში თუ პროცესი გაგრძელდება, ევროკავშირმა შესაძლოა, ცალკეულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს“ - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაცის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გააკეთა.
ავრამოპოლუსის თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმით შესაძლოა ვეღარ ისარგებლონ დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.
ევროკომისარმა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ პრივილეგიის დაცვა მათი პასუხისმგებლობაა. ავრამოპოლუსმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უკიდურესი ზომებისთვის თავის არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია.