საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწა, რომელიც მთავრობამ "ორბი ჯგუფს" 1 ლარად გადასცა, 7 მლნ-ზე მეტი ღირს - ბოლო ხუთ წელში ლარად გაყიდული მიწების სია
მიწა, რომელიც მთავრობამ "ორბი ჯგუფს" 1 ლარად გადასცა, 7 მლნ-ზე მეტი ღირს - ბოლო ხუთ წელში ლარად გაყიდული მიწების სია

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში მდე­ბა­რე 9 ერ­თე­უ­ლი 43269 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც „ორბი ჯგუფს“ 1 ლა­რად სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბით გა­და­ე­ცა, 7 123 400 ლარი ღირს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან გა­მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს შე­ფა­სე­ბით, 2018 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით 7 123 400 ლარს შე­ად­გენს.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტომ ბახ­მა­რო­ში 1 ლა­რად მი­წის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ „ორბი ჯგუფ­თან“ ერ­თად, სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა კი­დევ ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ასე­ვე ბახ­მა­რო­ში ითხოვ­და 1 ლა­რად მი­წის გა­და­ცე­მას.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ კომ­პა­ნი­ას­თან და რა სა­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ „ორბი ჯგუ­ფის­თვის“ გა­და­ცე­მუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თის გარ­კვე­ულ ნა­წი­ლის კერ­ძოდ, 14501 კვ.მ.-ის 1 ლა­რად პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით პრი­ვა­ტი­ზე­ბის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კი­დევ ერთი კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოთ­ქვამ­და მზა­ო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან 3 წლის ვა­და­ში შე­ექ­მნა სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი, თუმ­ცა შპს „ორბი ჯგუ­ფის“ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მას­შტა­ბე­ბი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო თან­ხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ „ორბი ჯგუ­ფის“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო წი­ნა­და­დე­ბას მი­ა­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა, მე­ო­რე კომ­პა­ნი­ას­თან კი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„გაც­ნო­ბებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში მდე­ბა­რე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მსხვი­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში პრი­ვა­ტი­ზე­ბის სა­კი­თხი. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი და­მუ­შა­ვე­ბის ეტაპ­ზეა, ინ­ვეს­ტო­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ა­გენ­ტოს არ მი­აჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად გა­ამ­ხი­ლოს კომ­პა­ნი­ი­სა და მო­თხოვ­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი,“ - აცხა­დე­ბენ ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შპს „ორბი ჯგუ­ფი ბახ­მა­როს“ კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 43,269 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 1 ლა­რად მიჰ­ყი­და.

საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, ინ­ვეს­ტორ­მა 5 წლის ვა­და­ში პი­რა­დად ან მე­სა­მე პი­რის მეშ­ვე­ო­ბით, აღ­ნიშ­ნულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ან მის ნა­წილ­ზე მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი უნდა აა­შე­ნოს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს (მაგ­რამ შე­საძ­ლოა, არ შე­მო­ი­ფარ­გლებ­დეს) სას­ტუმ­როს ან სას­ტუმ­რო­ებს არა­ნაკ­ლებ 120 ნომ­რით, ასე­ვე, კო­მერ­ცი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ფარ­თებს, კვე­ბის ობი­ექ­ტებს, სპორ­ტულ მო­ე­დანს/მო­ედ­ნებს და ა.შ. ამას­თან, „ორბი ჯგუფ­მა“ პი­რა­დად ან მე­სა­მე პი­რის მეშ­ვე­ო­ბით, 5 წლის ვა­და­ში 50 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

2015 წლი­დან დღემ­დე „სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ“, გარ­კვე­უ­ლი საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, 1 ლა­რად ჯამ­ში 95 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მათ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი გა­ყი­და

ინ­ფორ­მა­ცია, 1 ლა­რად , ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ „სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან“ გა­მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც უწყე­ბის მიერ, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფო­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, სა­ა­გენ­ტომ სხვა­დას­ხვა საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო პი­რო­ბე­ბით, ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1 ლა­რად, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს შე­ფა­სე­ბით, 95 236 475 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი გა­ას­ხვი­სა. ამას­თან, 1 ლა­რად გას­ხვი­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის ნა­წი­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ, რამ­დე­ნა­დაც პრი­ვა­ტი­ზე­ბამ­დე ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ შე­ფა­სე­ბუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს 77 044 669 ლა­რის სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბაა 1 ლა­რად გა­ყი­დუ­ლი.

კერ­ძოდ, 2019 წელს შპს „ვი-აი-პი+“ 1 ლა­რად იყი­და რუს­თავ­ში, მე-12 მ/რ-ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი 7404 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და ამა­ვე მი­სა­მარ­თზე არ­სე­ბუ­ლი 1740 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი, რო­მელ­თა სა­ერ­თო სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 681 276 შე­ად­გენს.

2019 წლის 8 აპ­რილს, სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს” , „ნენ­სკრა ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის­თვის, 1 დო­ლა­რად გა­და­ე­ცა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­იშ­ში 97 კვ.მ. და სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მდე­ბა­რე 213 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის ნაკ­ვე­თი, ჯა­მუ­რი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 6 300 ლარი.

ასე­ვე წელს, 15 მა­ისს შპს „ორბი ჯგუ­ფი ბახ­მა­რო“-ს 1 ლა­რად გა­და­ე­ცა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, კუ­რორტ ბახ­მა­რო­ში, მდე­ბა­რე 43 269 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი­სა და მათ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 7 123 400 ლარს შე­ად­გენს.

25 მა­ისს ქუ­თა­ის­ში, ავ­ტომ­შე­ნებ­ლის ქუჩა N41-ში არ­სე­ბუ­ლი 1001522 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი 1 ლა­რად გა­და­ე­ცა შპს „ბიგ სერ­ვი­სის“, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის 1 კვ.მ. ფარ­თის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ყო­ფამ­დე, სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ შე­ად­გენ­და 68.13 ლარს. ანუ ჯა­მუ­რად 1 ლა­რად გა­ყი­დუ­ლი მი­წის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 68 233 693 ლა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, ჯამ­ში 2015 წელს 1 ლა­რად 3 467 056 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბაა გა­ყი­დუ­ლი, 2016 წელს 9 225 999 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, 2017 წელს 1 476 583 ლა­რის, ხოლო 2018 წელს 4 022 168 ლა­რის.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, იყო თუ არა 1 ლა­რად გა­ყი­დუ­ლი ქო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საპ­რი­ვა­ტი­ზე­ბო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი და რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა სა­ა­გენ­ტომ, რა­ზეც „ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლებ­ლუ­ლია/ხორ­ცი­ელ­დე­ბა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და შე­სა­ბა­მი­სი ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლი­სიწ­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს და­კის­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ავტორი:

მიწა, რომელიც მთავრობამ "ორბი ჯგუფს" 1 ლარად გადასცა, 7 მლნ-ზე მეტი ღირს - ბოლო ხუთ წელში ლარად გაყიდული მიწების სია

მიწა, რომელიც მთავრობამ "ორბი ჯგუფს" 1 ლარად გადასცა, 7 მლნ-ზე მეტი ღირს - ბოლო ხუთ წელში ლარად გაყიდული მიწების სია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 9 ერთეული 43269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, 7 123 400 ლარი ღირს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით 7 123 400 ლარს შეადგენს.

ამასთან, სააგენტომ ბახმაროში 1 ლარად მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ორბი ჯგუფთან“ ერთად, სააგენტოს მიმართა კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც ასევე ბახმაროში ითხოვდა 1 ლარად მიწის გადაცემას.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად რომელ კომპანიასთან და რა სახის მოლაპარაკება მიმდინარეობს, სააგენტოში განმარტავენ, რომ „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთის გარკვეულ ნაწილის კერძოდ, 14501 კვ.მ.-ის 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი კომპანიის განცხადება, რომელიც გამოთქვამდა მზაობას აღნიშნული ქონების პრივატიზების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში შეექმნა სასტუმრო კომპლექსი, თუმცა შპს „ორბი ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული პროექტის მასშტაბებისა და მოსალოდნელი საინვესტიციო თანხების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფის“ საინვესტიციო წინადადებას მიანიჭა უპირატესობა, მეორე კომპანიასთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე პერიოდში, ზემოაღნიშნული კომპანიის განცხადების საფუძველზე განიხილება კურორტ ბახმაროში მდებარე ალტერნატიული უძრავი ქონების მსხვილი საინვესტიციო პირობების ფარგლებში პრივატიზების საკითხი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული პროექტი დამუშავების ეტაპზეა, ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გაამხილოს კომპანიისა და მოთხოვნილი უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები და საინვესტიციო პირობები,“ - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებდეს) სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით, ასევე, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედანს/მოედნებს და ა.შ. ამასთან, „ორბი ჯგუფმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 5 წლის ვადაში 50 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

2015 წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით, 1 ლარად ჯამში 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაყიდა

ინფორმაცია, 1 ლარად , ვალდებულებებით, პრივატიზებული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

როგორც უწყების მიერ, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 95 236 475 ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაასხვისა. ამასთან, 1 ლარად გასხვისებული ქონების ნაწილის ღირებულების შესახებ სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ, რამდენადაც პრივატიზებამდე ქონების ღირებულება არ შეფასებულა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 77 044 669 ლარის სახელმწიფო ქონებაა 1 ლარად გაყიდული.

კერძოდ, 2019 წელს შპს „ვი-აი-პი+“ 1 ლარად იყიდა რუსთავში, მე-12 მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 7404 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ამავე მისამართზე არსებული 1740 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 1 681 276 შეადგენს.

2019 წლის 8 აპრილს, სს „ნენსკრა ჰიდროს” , „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის, 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამური საბაზრო ღირებულება - 6 300 ლარი.

ასევე წელს, 15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“-ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს.

25 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისის“, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს 1 476 583 ლარის, ხოლო 2018 წელს 4 022 168 ლარის.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, იყო თუ არა 1 ლარად გაყიდული ქონების შემთხვევაში, საპრივატიზებო პირობების დარღვევის შემთხვევები და რა ღონისძიებებს მიმართა სააგენტომ, რაზეც „ქონების ეროვნულ სააგენტოში“ აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში კომპანიების მხრიდან დაფიქსირებულია ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სააგენტოს მხრიდან განხორციელებლულია/ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისიწნებული ქმედებები, მათ შორის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო