ავტორი:

"ძალიან დიდი მადლობა, საქართველო!" - რა ვიდეოთი ემშვიდობება ქართველ მსმენელს Black Eyed Peas

"ძალიან დიდი მადლობა, საქართველო!" - რა ვიდეოთი ემშვიდობება ქართველ მსმენელს Black Eyed Peas

ჯგუფი Black Eyed Peas-ის კონცერტმა „ბლექ სი არენაზე“ ანშლაგით ჩაიარა. ბენდი მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, ახალ სოლისტთან ჯესიკა რეინოსოსთან ერთად წარსდგა და ქართველი მსმენელისთვის როგორც ახალი ალბომი, ისე ძველ ჰიტები წარადგინა.

შოუ მუსიკალურად და ვიზუალურად ძალიან ეფექტური გამოდგა და Black Eyed Peas-ის წევრებიც და მსმენელიც ბოლომდე დაიხარჯა.

კონცერტის დასრულების შემდეგ ჯგუფმა ქართველ მსმენელს მადლობა ვიდეოთი გადაუხადა, რომელიც Black Eyed Peas-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

„დიდი მადლობა, საქართველო,“ - ამბობენ სიმღერის I Gotta Feeling ფონზე მუსიკოსები.

"ბლექ სი არენას" დირექტორი, ტატო ხარჩილავა AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავდა, რომ Black Eyed Peas-ის შემადგენლობის ცვლილების გამო, ქართველი მსმენელი ბენდის ახალი ერის მომსწრე გახდებოდა - ჯგუფის სოლისტმა Fergie-მ გასულ წელს ოფიციალურად დატოვა.

ახალი სოლისტი ჯესიკა რეინოსო კი, 2018 წელს ფილიპინების Voice-ის ფინალისტი გახდა და აზიაში საკმაოდ ცნობილი შემსრულებელია. სწორედ ჯესიკა მღერის იმ პარტიას, რომელსაც აქამდე Fergie ასრულებდა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს