ავტორი:

ვასაძის თქმით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ - "თუ ეცდებიან დემონსტრაციის ჩატარებას, ხელებს ქამრებით შევუკრავთ"

ვასაძის თქმით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ - "თუ ეცდებიან დემონსტრაციის ჩატარებას, ხელებს ქამრებით შევუკრავთ"

გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა. როგორც ვასაძემ აღნიშნა, მათი ბრძოლა მშვიდობიანი იქნება.

"ჩვენ მოვახდებთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ჩვენ გვეყოლება ათეულები, ეს შეიკრიბება ასეულებად ასისთავით, რომელიც შეიკრიბება ათასეულად და იქნება ლეგიონი. აქ შეკრებილებს შორის არის უამრავის სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. შექმნილი ათეულები, შეკრულები ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად. არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა - ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, თუკი, პროპაგანდისტები გარყვნილებისა ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. რისთვის გავარღვევთ? რომ ქათმები ჩავქოლოთ ან ვიღაც ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, ვინც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? არა. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, შეგაფურთხებთ, ნუ დაარტყამთ ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ ყური აუწიეთ",- განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ და მათ მხოლოდ პოლიციის კორდონების გასარღვევად გამოიყენებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები