ავტორი:

ლევან ვასაძე - უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალონ

ლევან ვასაძე - უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, რომ ეს ჩვენ დაგვაბრალონ

ძალიან სჭირდებათ, რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

როგორც ვასაძემ განაცხადა, დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის აცილებაა.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენს სამშობოლოს ავარიდოთ არეულობა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, წესრიგი, სიყვარული და ზნეობა. ჩვენ აქ არეულობისთვის არ მოვსულვართ. ჩვენი ერი, ქვეყანა დაიღალა გაუთავებელი არეულობით, წვალებით, ომებით, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ემოციების გარეშე, სახალხო ორგანიზების მეშვეობით ავარიდოთ ჩვენ თავს ის, რასაც გვახვევენ გარედან, რაც არის მიუღებელი ჩვენი ტრადიციისთვის და სამშობლოსთვის. რას გვთავაზობენ ჩვენ ახლა? ახლა რისი ჩატარებაც უნდათ აქ ეს არის გვირგვინი, ფინალი, ბოლო ლურსმანი ეროვნული სულის და ეროვნული სხეულის კუბოში. ძალიან სჭირდებათ, რომ გარყვნილების საჯარო ზეიმი ჩატარდეს, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის საკრალური, ზებუნებრივი აქტი ერის ნამუსის ახდის, რომ ეს არის ის რუბიკონი, რომლის იქითაც ზნეობრივ ადამიანს ეუფლება უკიდეგანო დაღონების განცდა, რომ მან ვერაფერი შეძლო და რომ ეს გარდაუვალია. ეს არ მოხდება საქართველოში", - განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, უშიშროების ოფიცრებმა მას შეატყობინეს, რომ "დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს", რომელიც მათ უნდა დაბრალდეთ.

"დღეს დილით ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს. თუ მაინც და მაინც, მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს, აქ ვარ რვა შვილის მამა, მე მესროლონ ის ტყვია და ნურავის იმ გარყვნილი ადამიანებიდან ნუ შეწირავენ ზვარაკად ამ საშინელ დღეებს“,- განაცხადა ვასაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები