მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო" - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც თუშეთის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა
"იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო" - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც თუშეთის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

14 ივ­ნისს თუ­შეთ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, ერთი ადა­მი­ა­ნის - 34 წლის კონ­სტან­ტი­ნე ღუ­ზა­რა­უ­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, 40 წლის მძღო­ლი ალექ­სან­დრე ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი კი მძი­მედ და­შავ­და. ის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს თე­ლა­ვის ავ­თან­დილ ყამ­ბა­რაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დის. შემ­თხვე­ვა თუ­შე­თის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­ნაკ­ვეთ­ზე - ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს გზის 25-ე კი­ლო­მეტრზე მოხ­და - გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან მო­ცუ­რე­ბუ­ლი "პი­კა­პის" ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 50 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც ღუ­ზა­რა­უ­ლი ად­გილ­ზე და­უ­ღუ­პა, მძღო­ლი კი ძლივს გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს.

ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი, პო­ლი­ცი­ის და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის მუხ­ლით აღიძ­რა.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ გავ­რცელ­და ვერ­სია, რომ მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, რაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გზის ამ მო­ნაკ­ვეთს არა ერთი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ახ­სოვს, გზა ხში­რად იმე­წყრე­ბა, არ იწ­მინ­დე­ბა და კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზიც ეს ხდე­ბა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი, რი­თაც თე­ლა­ვის მკვიდ­რი ორი ადა­მი­ა­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რუს­თავ­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა იყო. kvirispalitra.ge შე­ე­ცა­და ინ­ფორ­მა­ცია პირ­ველ­წყა­რო­დან მი­ე­ღო. მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ალექ­სან­დრე ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი­ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ,ის ავ­ტო­მო­ტოს­პორ­ტის ვე­ტე­რა­ნი და ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რია, ასე­ვე კარ­ტინგსა და მო­ტოკ­როს­ში სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნია.

- რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გაქვთ და თავს რო­გორ გრძნობთ?

- ტვი­ნის შერ­ყე­ვის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს, ასე­ვე ნეკ­ნე­ბი დამ­ტვრე­უ­ლი, ხელ-ფეხი კი და­სე­რი­ლი მაქვს. ალ­ბათ ოთხშა­ბა­თამ­დე მო­მი­წევს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დარ­ჩე­ნა.

- გვი­ამ­ბეთ, რა და რო­გორ მოხ­და, რამ გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი ხევ­ში გა­და­ჩე­ხა?

- ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ და სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნით თუ­შეთ­ში ვი­ყა­ვი საქ­მე­ზე წა­სუ­ლი. ომა­ლო­დან რომ მოვ­დი­ო­დი, გზად კოტე და­მემ­გზავ­რა და მთხო­ვა, თე­ლა­ვამ­დე გა­მოგ­ყვე­ბიო. მას თუ­შეთ­ში სა­ქო­ნე­ლი ჰყო­ლია აყ­ვა­ნი­ლი და უკან ბრუნ­დე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნი, წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი თუ­შეთ­ში... იმ დღეს დიდი წვი­მა იყო, მივ­დი­ო­დით და იმ სა­ბე­დის­წე­რო მო­ნაკ­ვეთ­ზე უცებ ქვა-ღორ­ღი ჩა­მო­ი­ყა­რა. მე­წყე­რი ზედ რომ არ ჩა­მოგ­ვწო­ლო­და, ვფრ­თხი­ლობ­დი, ნა­შალს მო­მენ­ტა­ლუ­რად მან­ქა­ნა ავა­რი­დე თუ არა, ახლა გზის ნა­პირ­თან ჩა­ი­შა­ლა მიწა და გა­და­ვეშ­ვით, სა­დღაც 50-60 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში ჩავცვივ­დით.. მა­ნამ­დე მაგ გზა­ზე სამ­ჯერ მან­ქა­ნით და ერთხელ მო­ტო­ციკ­ლი­თაც ვარ ნამ­ყო­ფი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: გარ­დაც­ვლი­ლი კონ­სტან­ტი­ნე ღუ­ზუ­რა­უ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო" - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც თუშეთის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

"იმ მომენტში ჩემი ერთადერთი საფიქრალი კოტეს გადარჩენა იყო" - რას ჰყვება მძღოლი, რომელიც თუშეთის ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა

14 ივნისს თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის - 34 წლის კონსტანტინე ღუზარაულის სიცოცხლე შეეწირა, 40 წლის მძღოლი ალექსანდრე ბიძინაშვილი კი მძიმედ დაშავდა. ის მკურნალობის კურსს თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში გადის. შემთხვევა თუშეთის ყველაზე სახიფათო მონაკვეთზე - ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 25-ე კილომეტრზე მოხდა - გზის სავალი ნაწილიდან მოცურებული "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ღუზარაული ადგილზე დაუღუპა, მძღოლი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. გამოძიება მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.

მომხდარის შემდეგ გავრცელდა ვერსია, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა. ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთს არა ერთი ტრაგიკული შემთხვევა ახსოვს, გზა ხშირად იმეწყრება, არ იწმინდება და კატასტროფის მიზეზიც ეს ხდება.

ავტომობილი, რითაც თელავის მკვიდრი ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, რუსთავში არსებული ტურისტული კომპანიის საკუთრება იყო. kvirispalitra.ge შეეცადა ინფორმაცია პირველწყაროდან მიეღო. მიუხედავად მძიმე ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისა, ალექსანდრე ბიძინაშვილიინტერვიუზე დაგვთანხმდა. როგორც შევიტყვეთ,ის ავტომოტოსპორტის ვეტერანი და ფედერაციის წევრია, ასევე კარტინგსა და მოტოკროსში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია.

- რა სახის დაზიანებები გაქვთ და თავს როგორ გრძნობთ?

- ტვინის შერყევის დიაგნოზი დამისვეს, ასევე ნეკნები დამტვრეული, ხელ-ფეხი კი დასერილი მაქვს. ალბათ ოთხშაბათამდე მომიწევს საავადმყოფოში დარჩენა.

- გვიამბეთ, რა და როგორ მოხდა, რამ გამოიწვია თქვენი ხევში გადაჩეხა?

- ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობ და სამსახურის მანქანით თუშეთში ვიყავი საქმეზე წასული. ომალოდან რომ მოვდიოდი, გზად კოტე დამემგზავრა და მთხოვა, თელავამდე გამოგყვებიო. მას თუშეთში საქონელი ჰყოლია აყვანილი და უკან ბრუნდებოდა. ეს ადამიანი, წლების წინ გავიცანი თუშეთში... იმ დღეს დიდი წვიმა იყო, მივდიოდით და იმ საბედისწერო მონაკვეთზე უცებ ქვა-ღორღი ჩამოიყარა. მეწყერი ზედ რომ არ ჩამოგვწოლოდა, ვფრთხილობდი, ნაშალს მომენტალურად მანქანა ავარიდე თუ არა, ახლა გზის ნაპირთან ჩაიშალა მიწა და გადავეშვით, სადღაც 50-60 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავცვივდით.. მანამდე მაგ გზაზე სამჯერ მანქანით და ერთხელ მოტოციკლითაც ვარ ნამყოფი...წაიკითხეთ სრულად

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი კონსტანტინე ღუზურაული

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ