სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, მას სჭირდებოდა მადლი ღვთისა
პატრიარქი - ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, მას სჭირდებოდა მადლი ღვთისა

ქარ­თველ ადა­მი­ანს არ სჭირ­დე­ბო­და ოქრო, ვერ­ცხლი, სიმ­დიდ­რე, ქარ­თველ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და მად­ლი ღვთი­სა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის სიწ­მინ­დე, ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებ­და ჩვენს წი­ნაპ­რებს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს სულთმო­ფე­ნო­ბა მი­უ­ლო­ცა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს სულთმი­დე­ნო­ბას, სუ­ლიწ­მინ­და მი­ვი­დეს ჩვენს ზედა და ძალი მათი გად­მო­ვი­დეს ჩვენ­ზე­და. უფა­ლი გვფა­რავ­დეს ჩვენ. დღეს კა­ცობ­რი­ო­ბა დგას მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, მრა­ვა­ლი სა­კი­თხის წი­ნა­შე და ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ რომ ამ სირ­თუ­ლე­ში არ დავ­კარ­გოთ სუ­ლიწ­მინ­და. რით მო­ი­პო­ვე­ბა სუ­ლიწ­მინ­და? თავ­მდაბ­ლი­ბით, მორ­ჩი­ლე­ბით, კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი­ით და ამა­ზე ზრუ­ნავ­და ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი. ქარ­თველ ადა­მი­ანს არ სჭირ­დე­ბო­და ოქრო, ვერ­ცხლი, სიმ­დიდ­რე, ქარ­თველ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბო­და მად­ლი ღვთი­სა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ის სიწ­მინ­დე, ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებ­და ჩვენს წი­ნაპ­რებს. არ ჰქონ­დათ მათ სიმ­დიდ­რე, მაგ­რამ ჰქონ­დათ სიწ­მინ­დე და ეს სიწ­მინ­დე, ეს ძალა ღვთი­სა, რო­მელ­საც გვაძ­ლევ­და ჩვენ უფა­ლი ღვთის­მშობ­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, ეს სიწ­მინ­დე უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ჩვენ ვდგა­ვართ გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე, მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი ხდე­ბა ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდო­ბა დიდი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას, მაგ­რამ მაგ­რამ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი და­ი­ცავს, და­ი­ფა­რავს, გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს, ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლო გაბრ­წყინ­დე­ბაო უკა­ნას­კნელ ჟამს და ინე­ბოს უფალ­მა, მად­ლი ღვთი­სა მო­ვი­დეს ჩვენ­ზე­და და ძალი მად­ლი­სა მო­ვი­დეს ჩვენ­ზე­და,- ბრძა­ნა პატ­რი­არ­მა.

პატ­რი­არ­ქმა დღეს­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და­ლო­ცა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა
ავტორი:

პატრიარქი - ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, მას სჭირდებოდა მადლი ღვთისა

პატრიარქი - ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, მას სჭირდებოდა მადლი ღვთისა

ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს სულთმიდენობას, სულიწმინდა მივიდეს ჩვენს ზედა და ძალი მათი გადმოვიდეს ჩვენზედა. უფალი გვფარავდეს ჩვენ. დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლიბით, მორჩილებით, კეთილი საქმეებიით და ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, ნათქვამია საქართველო გაბრწყინდებაო უკანასკნელ ჟამს და ინებოს უფალმა, მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მადლისა მოვიდეს ჩვენზედა,- ბრძანა პატრიარმა.

პატრიარქმა დღესვე აბიტურიენტები დალოცა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ