პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით არახამია (ბრაუნი) - ვინ არის ზელენსკის პარტიის წევრი ქართული წარსულითა და ამერიკული ფსევდონიმით
დავით არახამია (ბრაუნი) - ვინ არის ზელენსკის პარტიის წევრი ქართული წარსულითა და ამერიკული ფსევდონიმით

წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით არა­ხა­მია, იგი­ვე და­ვით ბრა­უ­ნი კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. მის მი­მართ მე­დი­ა­ში დიდი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს...

ის ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რეა.

"ვინ არის და­ვით არა­ხა­მია და რა კავ­ში­რი აქვს ზე­ლენ­სკის­თან" – ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა uaportal.com სტა­ტი­ას, სა­დაც ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე წერს, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა "ბრა­უ­ნის" ფსევ­დო­ნი­მით იც­ნობს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­ვით არა­ხა­მია 1979 წლის 23 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ სოჭ­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯახ­ში აფხა­ზე­თის ქა­ლაქ გაგ­რა­ში ცხოვ­რობ­და და მო­ხა­ლი­სე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტი და მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ბავ­შვო­ბის წლებს ბედ­ნი­ე­რად იხ­სე­ნებს. 90-იანი წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის შემ­დეგ, ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ნი­კო­ლა­ე­ვო­ში გა­და­ვი­და. თუმ­ცა, იქამ­დე გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვი­თი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ამის შე­სა­ხებ ის რა­დი­ო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის კი­ე­ვის ბი­უ­როს უფ­როს­თან ინ­ტერ­ვი­უ­შიც ჰყვე­ბა, სა­დაც სამ­შობ­ლო­ში გა­ტა­რე­ბულ ხან­მოკ­ლე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს.

uaportal.com-ის ცნო­ბით, მან სკო­ლა უკ­რა­ი­ნა­ში და­ამ­თავ­რა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც უკ­რა­ი­ნის ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის კომ­პა­ნია Template Monster-ის უკ­რა­ი­ნის ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რი და უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. 2014 წელს, რუ­სე­თის მხრი­დან სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე "ხალ­ხის პრო­ექ­ტის" ავ­ტო­რი იყო. იმა­ვე წელს, მან ნი­კო­ლა­ე­ვოს ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ვა­დიმ მე­რი­კო­ვის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო და მისი მრჩე­ვე­ლი გახ­და.

იმავდრო­უ­ლად, ის უკ­რი­ა­ნის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პეტ­რო პო­რო­შენ­კომ დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მო­ხა­ლი­სის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ძა­ლი­ან მალე და­ვით არა­ხა­მია შეს­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხებ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წარ­მო­მად­გენ­ლად და­ი­ნიშ­ნა; ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა დრეს-კოდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, არა­ხა­მია სამ­სა­ხურ­ში "შორ­ტე­ბი­თა და ნო­უთ­ბუ­ქით სი­ა­რუ­ლის" მომ­ხრეა...

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის მის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მორ­ჩე­ნილ, ამ­ჟა­მად ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს ემო­ცი­უ­რად იხ­სე­ნებს:

"ბავ­შვო­ბა ყო­ველ­თვის იმა­ზე უკე­თე­სი გახ­სენ­დე­ბა, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო, თუმ­ცა მე მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და, რად­გან გაგ­რა ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტი იყო, რო­გორც მას ადრე უწო­დებ­დნენ... იქ უამ­რა­ვი, მათ შო­რის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მთე­ლი პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­დი­ო­და. იყო უამ­რა­ვი აგა­რა­კი. გვქონ­და პარ­კი, სა­დაც მრა­ვა­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რე ხა­რობ­და, სა­დაც ფარ­შე­ვან­გე­ბი სე­ირ­ნობ­დნენ... იქ გა­ვი­ზარ­დე, მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ყველ­გან ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. როცა იქი­დან წა­მო­ვე­დით, მხო­ლოდ მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს არის უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, რომ იქ ცხოვ­რობს სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი, რო­მელ­საც ერ­თმა­ნე­თის და­პა­ტი­ჟე­ბა უყ­ვარს. ჩვენ ვცხოვ­რობ­დით ეზო­ში, სა­დაც მე­ზობ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და ლო­ტოს თა­მა­შობ­დნენ", – ამ­ბობს არა­ხა­მია.

მი­სი­ვე თქმით, ომის შემ­დეგ, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­და­ვი­და, ქარ­თულ სკო­ლა­ში ის­წავ­ლა, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად არ იცის. "მა­შინ ვცდი­ლობ­დი მეს­წავ­ლა და კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი. სა­ერ­თოდ, სკო­ლა ოქ­როს მედ­ლით და­ვამ­თავ­რე" - იხ­სე­ნებს უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, თბი­ლის­ში ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავს.

და­ვით არა­ხა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მას­თან მე­გობ­რობს. მი­სი­ვე თქმით, მას ეხ­მა­რე­ბო­და კი­დეც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ახა­ლი ძა­ლე­ბის რუ­ხის" მშე­ნებ­ლო­ბა­ში, რაც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით გარ­კვე­უ­ლი სის­ტე­მის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს.

"თა­ვად მოვ­ძებ­ნე და მი­ვე­დი მას­თან, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, ის ცვლი­ლე­ბე­ბი და­ვი­ნა­ხე, რო­მელ­თა გა­ტა­რე­ბაც და­ი­წყო და ვი­ფიქ­რე, რომ მა­გა­რი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს უკ­რა­ი­ნა­შიც გვქო­ნო­და. ასე რა­ღაც­ნა­ი­რად დავ­მე­გობ­რდით..." – ამ­ბობს არა­ხა­მია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნას მი­ე­სალ­მე­ბა. კი­თხვა­ზე, შეხ­ვდა თუ არა სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, არა­ხა­მია პა­სუ­ხობს, რომ მხო­ლოდ ზო­გა­დი ფრა­ზით მი­ე­სალ­მა: "ვუ­თხა­რი, welcome back to Ukraine".

რა შე­ე­ხე­ბა "ბრა­უნს", და­ვით არა­ხა­მი­ას თქმით, მისი გვა­რი ინ­გლი­სუ­რად საკ­მა­ოდ რთუ­ლად ჟღერს, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა იოლი გა­მო­სა­ვა­ლი ეპო­ვა ისე, რო­გორც ეს ამე­რი­კა­შია მი­ღე­ბუ­ლი... ერთ დღე­საც სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა "ბრა­უ­ნის" ფირ­მის სა­პარ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნა და ექ­სპრომ­ტად გა­და­წყვი­ტა, რომ ეს მისი ფრევ­დო­ნი­მი იქ­ნე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა dosye.info მას ბიტ­კი­ო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა­საც აბ­რა­ლებს. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, არა­ხა­მია აცხა­დებ­და, რომ მან "ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ფუ­ლე და­კარ­გა, 400 ბიტ­კი­ო­ნით, რაც ერთ დროს 20 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის იყო. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­ვით არა­ხა­მია მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია. მას სამი შვი­ლი ჰყავს.

ავტორი:

დავით არახამია (ბრაუნი) - ვინ არის ზელენსკის პარტიის წევრი ქართული წარსულითა და ამერიკული ფსევდონიმით

დავით არახამია (ბრაუნი) - ვინ არის ზელენსკის პარტიის წევრი ქართული წარსულითა და ამერიკული ფსევდონიმით

წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია, იგივე დავით ბრაუნი კიდევ ერთი ქართველია, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მის მიმართ მედიაში დიდი ინტერესი არსებობს...

ის ამჟამად უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეა.

"ვინ არის დავით არახამია და რა კავშირი აქვს ზელენსკისთან" – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა uaportal.com სტატიას, სადაც ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეზე წერს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ბრაუნის" ფსევდონიმით იცნობს.

გამოცემის ცნობით, დავით არახამია 1979 წლის 23 აგვისტოს ქალაქ სოჭში დაიბადა. მისი ოჯახში აფხაზეთის ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა და მოხალისე, საზოგადოებრივი აქტივისტი და მომავალი პოლიტიკოსი ბავშვობის წლებს ბედნიერად იხსენებს. 90-იანი წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა. თუმცა, იქამდე გარკვეული დროის განმავლობაში დავითი თბილისში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა. ამის შესახებ ის რადიოთავისუფლების უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროს უფროსთან ინტერვიუშიც ჰყვება, სადაც სამშობლოში გატარებულ ხანმოკლე პერიოდს იხსენებს.

uaportal.com-ის ცნობით, მან სკოლა უკრაინაში დაამთავრა და უმაღლესი განათლებაც უკრაინის ევროპულ უნივერსიტეტში მიიღო. მოგვიანებით, ის კომპანია Template Monster-ის უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი გახდა. 2014 წელს, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე "ხალხის პროექტის" ავტორი იყო. იმავე წელს, მან ნიკოლაევოს ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვადიმ მერიკოვის შემოთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.

იმავდროულად, ის უკრიანის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დამსახურებისთვის მოხალისის ორდენით დააჯილდოვა. ძალიან მალე დავით არახამია შესყიდვების საკითხებში თავდაცვის მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა; ადგილობრივი მედიის ცნობით, მის სახელს უკავშირდება დრეს-კოდთან დაკავშირებული ცვლილებები, არახამია სამსახურში "შორტებითა და ნოუთბუქით სიარულის" მომხრეა...

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის მის მეხსიერებაში შემორჩენილ, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს ემოციურად იხსენებს:

"ბავშვობა ყოველთვის იმაზე უკეთესი გახსენდება, ვიდრე სინამდვილეში იყო, თუმცა მე მართლა ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, რადგან გაგრა ნამდვილი მარგალიტი იყო, როგორც მას ადრე უწოდებდნენ... იქ უამრავი, მათ შორის საბჭოთა კავშირის მთელი პარტიული ხელმძღვანელობა ჩადიოდა. იყო უამრავი აგარაკი. გვქონდა პარკი, სადაც მრავალი ეგზოტიკური მცენარე ხარობდა, სადაც ფარშევანგები სეირნობდნენ... იქ გავიზარდე, მეჩვენებოდა, რომ ყველგან ასე უნდა ყოფილიყო. როცა იქიდან წამოვედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომ იქ ცხოვრობს სტუმართმოყვარე ხალხი, რომელსაც ერთმანეთის დაპატიჟება უყვარს. ჩვენ ვცხოვრობდით ეზოში, სადაც მეზობლები იკრიბებოდნენ და ლოტოს თამაშობდნენ", – ამბობს არახამია.

მისივე თქმით, ომის შემდეგ, როდესაც თბილისში გადავიდა, ქართულ სკოლაში ისწავლა, თუმცა ქართული ენა კარგად არ იცის. "მაშინ ვცდილობდი მესწავლა და კარგადაც ვსწავლობდი. საერთოდ, სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე" - იხსენებს უკრაინული პოლიტიკის აქტიური წარმომადგენელი, რომლის თქმითაც, თბილისში ახლო ნათესავები ჰყავს.

დავით არახამია მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ მასთან მეგობრობს. მისივე თქმით, მას ეხმარებოდა კიდეც პოლიტიკური გაერთიანება "ახალი ძალების რუხის" მშენებლობაში, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებით გარკვეული სისტემის შექმნას გულისხმობს.

"თავად მოვძებნე და მივედი მასთან, რადგან საქართველოში ყოფნისას, ის ცვლილებები დავინახე, რომელთა გატარებაც დაიწყო და ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, რომ ეს უკრაინაშიც გვქონოდა. ასე რაღაცნაირად დავმეგობრდით..." – ამბობს არახამია, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას მიესალმება. კითხვაზე, შეხვდა თუ არა სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, არახამია პასუხობს, რომ მხოლოდ ზოგადი ფრაზით მიესალმა: "ვუთხარი, welcome back to Ukraine".

რა შეეხება "ბრაუნს", დავით არახამიას თქმით, მისი გვარი ინგლისურად საკმაოდ რთულად ჟღერს, ამიტომ გადაწყვიტა იოლი გამოსავალი ეპოვა ისე, როგორც ეს ამერიკაშია მიღებული... ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა "ბრაუნის" ფირმის საპარსი აღმოაჩინა და ექსპრომტად გადაწყვიტა, რომ ეს მისი ფრევდონიმი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული გამოცემა dosye.info მას ბიტკიონებით ვაჭრობასაც აბრალებს. ინტერნეტგამოცემის ცნობით, არახამია აცხადებდა, რომ მან "ვირტუალური საფულე დაკარგა, 400 ბიტკიონით, რაც ერთ დროს 20 ათასი დოლარის ღირებულების იყო. უკრაინული მედიის ცნობით, დავით არახამია მეორე ქორწინებაშია. მას სამი შვილი ჰყავს.

"ვეთანხმები ჯო ბაიდენს, ვლადიმერ პუტინი მკვლელია" - ლიეტუვას პრეზიდენტი

Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს - სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები