მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელჩების მიმართ აგრესია მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს აგრესიული ჯგუფების მიღმა" -თამარ ჩუგოშვილი
"ელჩების მიმართ აგრესია მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს აგრესიული ჯგუფების მიღმა" -თამარ ჩუგოშვილი

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია იყო ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის და მათი ელ­ჩე­ბის მი­მართ. ეს მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, ვისი ინ­ტე­რე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს იმ აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიღ­მა, რო­მე­ლიც გუ­შინ ვი­ხი­ლეთ" - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ჩუ­გოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიღ­მა რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბია.

„ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მელ­საც ვის­მენთ, არის ძა­ლა­დო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი. ეს ფაქ­ტია და ჩანს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სა­მარ­თლებ­რივ გა­დაც­დო­მებს, არის თუ არა ნიშ­ნე­ბი, ამას მე ვერ გე­ტყვით, ეს უნდა თქვას გა­მო­ძი­ე­ბამ. თუ ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, შე­ის­წავ­ლის ამ მო­წო­დე­ბებს. მუ­ქა­რა წარ­მო­ად­გენს და­ნა­შა­ულს, ოღონდ, უნდა იყოს რე­ა­ლუ­რი მუ­ქა­რა, თა­ვი­სი შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს და­ნა­შა­ულს.

ზო­გა­დად, არის თუ არა და­ნა­შა­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა, ამას მე ვერ და­ვად­გენ, ეს უნდა და­ად­გი­ნოს შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა. რომც არ იყოს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი შიგ­ნით, ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ცუდი რამ არის",- გა­ნა­ცხა­და ჩუ­გოშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და ლე­ვან ვა­სა­ძე და რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია მისი მხრი­დან ამე­რი­კის და ევ­რო­პის ხსე­ნე­ბა ცუდ კონ­ტექ­სტში, ჩუ­გოშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სხვე­ბის მხრი­და­ნაც ის­მო­და, რაც სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.

გუ­შინ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აქ­ცი­ის გა­მარ­თვა ჰქონ­დათ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­ნამ­დე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ლე­ვან ვა­სა­ძე და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი მი­ვიდ­ნენ. მათ „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცე­ვე­ლე­ბი. „თბი­ლი­სი პრა­ი­დის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და კონ­ტრაქ­ცი­ას შო­რის პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნი იყო. ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 28 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ელჩების მიმართ აგრესია მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს აგრესიული ჯგუფების მიღმა" -თამარ ჩუგოშვილი

"ელჩების მიმართ აგრესია მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს აგრესიული ჯგუფების მიღმა" -თამარ ჩუგოშვილი

"განსაკუთრებული აგრესია იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მათი ელჩების მიმართ. ეს მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს იმ აგრესიული ჯგუფების მიღმა, რომელიც გუშინ ვიხილეთ" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, აგრესიული ჯგუფების მიღმა რუსეთის ინტერესებია.

„ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, არის ძალადობის წამახალისებელი. ეს ფაქტია და ჩანს. რაც შეეხება კონკრეტულად სამართლებრივ გადაცდომებს, არის თუ არა ნიშნები, ამას მე ვერ გეტყვით, ეს უნდა თქვას გამოძიებამ. თუ ჩათვლის საჭიროდ, შეისწავლის ამ მოწოდებებს. მუქარა წარმოადგენს დანაშაულს, ოღონდ, უნდა იყოს რეალური მუქარა, თავისი შემადგენლობა აქვს დანაშაულს.

ზოგადად, არის თუ არა დანაშაულის შემადგენლობა, ამას მე ვერ დავადგენ, ეს უნდა დაადგინოს შესაბამისმა ორგანოებმა. რომც არ იყოს დანაშაულის ნიშნები შიგნით, ძალადობისკენ მოწოდება, ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი რამ არის",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რატომ გააქტიურდა ლევან ვასაძე და რამდენად მისაღებია მისი მხრიდან ამერიკის და ევროპის ხსენება ცუდ კონტექსტში, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები სხვების მხრიდანაც ისმოდა, რაც სრულიად მიუღებელია.

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცეველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები