პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულდა
კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულდა

ბინა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში, ათა­სო­ბით კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზო, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, ად­გი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სათ­ვის, სა­სე­ირ­ნო და სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი, კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ სივ­რცე­ში, სუ­ლაც არ არის ფან­ტას­ტი­კის სფე­რო. მე­ტიც, მყუდ­რო, მშვი­დი და ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო აქვე, თბი­ლის­ში, კერ­ძოდ, დი­ღომ­ში, კომ­პა­ნია „მაქ­რო ქონსრაქ­შენ­მა“ შექ­მნა.

სა­უ­ბა­რია, თბი­ლის­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექსზე „მწვა­ნე ალ­მა­სი“, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამას­თან, თა­ნა­მედ­რო­ვე, კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ატ­რი­ბუ­ტი ერთ სივ­რცე­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

„მწვა­ნე ალ­მა­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა სულ სამი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და ჯამ­ში 70.000 კვ.მ ფარ­თობს მო­ი­ცავს. პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი 2016 წლის 28 მა­ისს დას­რულ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბას, 112 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

კომ­პა­ნია „მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის“ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტა­პის დას­რუ­ლე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა პა­რას­კევს გა­ი­მარ­თა. კარ­გი მუ­სი­კა, აცეკ­ვე­ბუ­ლი მიმ­ტა­ნე­ბე­ბი, სინ­ქრო­ნუ­ლი ცურ­ვის რამ­დე­ნი­მე ნო­მე­რი კომ­პლექ­სის ღია სა­ცუ­რაო აუზ­ში, სხვა­დას­ხვა გა­თა­მა­შე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ღო­ნის­ძე­ბის სტუმ­რე­ბის­თვის კი­დევ ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ „მწვა­ნე ალ­მა­სი“? - ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი, ლიკა სი­რა­ძე ამ­ბობს, რომ ბევ­რი მი­ზე­ზის გამო: „თა­ვი­დან „მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტში“ გვინ­დო­და ბი­ნის შე­ძე­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ამ კომ­პლექ­სის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, ყვე­ლა გა­ყი­დუ­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც „მწვა­ნე ალ­მა­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, აქ გა­დავ­წყვი­ტეთ ყიდ­ვა. პირ­ვე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ის იყო, რომ არ­ცერ­თი დღით არ გა­და­ცი­ლე­ბუ­ლა პრო­ექ­ტის ჩა­ბა­რე­ბის თა­რი­ღი, რაც ძა­ლი­ან დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე. მე­ო­რე, კომ­პლექსში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლია და მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს გიქ­მნის. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ტა­რა შვი­ლი გყავს. იმი­ტომ, რომ თბი­ლი­სის პი­რო­ბებ­ში კარ­გი ჰა­ე­რი, დიდი, და­ცუ­ლი ეზო და მი­თუ­მე­ტეს აუზი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა“.

„მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნის“ გა­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი სოფო წა­მა­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი „მწვა­ნე ალ­მა­სი”, ოლიმ­პი­ურ კომ­პლექსთან, ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და მე­რი­ის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ პრო­ექტ - „დიღ­მის ჭა­ლებ­თან“ ერ­თად დიღ­მის რა­ი­ო­ნის ამ კონ­კრე­ტულ უბანს კი­დევ უფრო გა­ნა­ვი­თა­რებს და მას და­მა­ტე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შე­მა­ტებს.

„ეს ტე­რი­ტო­რია არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი, თბი­ლი­სის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პირ­ველ რიგ­ში, თა­ვი­სი მას­შტა­ბით, კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს 7 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ას, რო­მელ­საც აქვს თა­ვი­სი გა­მარ­თუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პრო­ექ­ტის 1/3 ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას ეთ­მო­ბა. ამით ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ჩვე­ნი­ვე პრო­ექ­ტის, „მწა­ნე ბუ­და­პეშ­ტის“ ხაზს - რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მწვა­ნე სივ­რცე ქა­ლაქ­ში, რად­გან ეს ამ ეტაპ­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია თბი­ლის­ში“,-ამ­ბობს სოფო წა­მა­ლაშ­ვი­ლი.

„მაქ­რო ჯგუ­ფის“ PR-ისა და ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ბე­სიკ ლი­ლუ­ა­ში­ლის თქმით, „მწვა­ნე ალ­მა­სი“ ჯამ­ში 1770-ზე მეტ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს ქმნის, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მცხოვ­რე­ბი კომ­პლექ­სი­დან გა­უს­ვლე­ლად შეძ­ლებს ყვე­ლა სერ­ვი­სის მი­ღე­ბას.

„ეს გახ­ლავთ კომ­პა­ნია „მაქ­რო კონსთრაქ­შე­ნის“ მო­რი­გი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი. პირ­ვე­ლი იყო „მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტი“, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რე­ზო­ნან­სუ­ლი იყო და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მი­ვი­ღეთ ისე­თი კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვილ­ზე, სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და ყვე­ლა­ფე­რი ერთ, მწვა­ნე სივ­რცე­შია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­გეგ­მა „მწვა­ნე ალ­მა­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა და სტუმ­რებს უკვე მე­ო­რე ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნავ მი­ღე­ბა­ზე ვსტუმ­რობთ.

პრო­ქ­ტი სულ სამი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა და მე­სა­მე ფაზა სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა.

ჯამ­ში მი­ვი­ღებთ 1770-ზე მეტ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნას, აქვე იქ­ნე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი, სკო­ლა, ბაღი, ანუ, ადა­მი­ა­ნე­ბი კომ­პლექ­სი­დან გა­უს­ვლე­ლად შეძ­ლე­ბენ ყვე­ლა სერ­ვი­სის მი­ღე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ეს გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის ურ­ყე­ვი რწმე­ნის­გან - მო­ი­ტა­ნოს სარ­გე­ბე­ლი იმ ქვეყნსთვის და იმ ხალ­ხის­თვის, რო­მელ­შიც ოპე­რი­რებს“,-აღ­ნიშ­ნავს ბე­სიკ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნი“ „მაქ­რო ჯგუ­ფის“ ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა. „მაქ­რო ჯგუფ­მა” სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2013 წლი­დან და­ი­წყო და არ­სე­ბო­ბის 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ათზე მეტი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მელ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ჯა­მუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­ცუ­ლო­ბა 270 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს აჭარ­ბებს.

გან­ხორ­ცი­ლე­ბე­ულ პრო­ექ­ტებს შო­რი­საა: ავე­ჯის სა­წარ­მო „გლო­რია" აჭა­რა­ში, ავე­ჯის მა­ღა­ზია-სა­ლო­ნე­ბის ქსე­ლი „ბე­ლი­სა“ თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი„მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტი“. გარ­და ამი­სა, 2015 წელს „მაქ­რო ჯგუფ­მა“ და­ა­არ­სა კი­დევ ერთი ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, „მაქ­რო ტუ­რიზ­მი“ და სას­ტუმ­რო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსელ „აკორ­თან“ ერ­თად თბი­ლის­ში 4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო „Mercure Tbilisi Old Town” გახ­სნა. 2016 წლი­დან „მაქ­რო ჯგუ­ფი“ სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­შიც შე­ვი­და და ქვე-ბრენ­დის, „მაქ­რო ფუდი“ სა­ხე­ლით, ახა­ლი რეს­ტო­რა­ნი „და­ი­ნჰო­ლი“ გახ­სნა.

ასე­ვე, სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ „აკორ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით თბი­ლის­ში კი­დევ ერთი ბრენდ სას­ტუმ­რო, “Ibis Styles Hotel”-ი გახ­სნა. 2017 წელს კი, „მაქ­რო ჰო­უ­მის“ ქოლ­გის ქვეშ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი “Madam COCO” შე­მო­ვი­და.

2019 წელს „მაქ­რო ქონსთრაქ­შენ­მა“ ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­შიც და ზუგ­დიდ­ში დევ­ნი­ლე­ბის­თვის მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა უკვე და­ი­წყო.

ამას­თან, „მაქ­რო ტუ­რიზ­მმა“ თბი­ლის­ში კი­დევ ერთი 4-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დუ­ლი სას­ტუმ­როს, ნო­ვო­ტე­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, რომ­ლის მარ­თვა­საც სას­ტუმ­რო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი „აკო­რი“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

ავ­ტო­რი: ნინი ქე­თე­ლა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულდა

კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეში - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომპლექსის მეორე ეტაპი დასრულდა

ბინა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ათასობით კვადრატული მეტრი გამწვანებული ეზო, საცურაო აუზები, ადგილები სხვადასხვა სპორტული აქტივობებისათვის, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ფართები - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, სულაც არ არის ფანტასტიკის სფერო. მეტიც, მყუდრო, მშვიდი და ადამიანების საჭიროებებზე მორგებული გარემო აქვე, თბილისში, კერძოდ, დიღომში, კომპანია „მაქრო ქონსრაქშენმა“ შექმნა.

საუბარია, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდ საცხოვრებელი კომპლექსზე „მწვანე ალმასი“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული. ამასთან, თანამედროვე, კომფორტული ცხოვრების ყველა ატრიბუტი ერთ სივრცეშია გაერთიანებული.

„მწვანე ალმასის“ მშენებლობა სულ სამი ეტაპისგან შედგება და ჯამში 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის 28 მაისს დასრულდა.

რაც შეეხება საცხოვრებელი კომპლექსის საინვესტიციო ღირებულებას, 112 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება პარასკევს გაიმართა. კარგი მუსიკა, აცეკვებული მიმტანებები, სინქრონული ცურვის რამდენიმე ნომერი კომპლექსის ღია საცურაო აუზში, სხვადასხვა გათამაშებები და აქტივობები, ღონისძების სტუმრებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

კითხვაზე, რატომ „მწვანე ალმასი“? - ადგილობრივი მცხოვრები, ლიკა სირაძე ამბობს, რომ ბევრი მიზეზის გამო: „თავიდან „მწვანე ბუდაპეშტში“ გვინდოდა ბინის შეძენა, მაგრამ როდესაც ამ კომპლექსის შესახებ გავიგეთ, ყველა გაყიდული იყო. მას შემდეგ, რაც „მწვანე ალმასის“ მშენებლობა დაიწყო, აქ გადავწყვიტეთ ყიდვა. პირველი ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო, რომ არცერთი დღით არ გადაცილებულა პროექტის ჩაბარების თარიღი, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ქართულ ბაზარზე. მეორე, კომპლექსში არსებული გარემო ყველა საჭიროებაზე მორგებულია და მაქსიმალურ კომფორტს გიქმნის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პატარა შვილი გყავს. იმიტომ, რომ თბილისის პირობებში კარგი ჰაერი, დიდი, დაცული ეზო და მითუმეტეს აუზი წარმოუდგენელი სიამოვნებაა“.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი სოფო წამალაშვილი აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი”, ოლიმპიურ კომპლექსთან, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და მერიის მიერ დაანონსებულ პროექტ - „დიღმის ჭალებთან“ ერთად დიღმის რაიონის ამ კონკრეტულ უბანს კიდევ უფრო განავითარებს და მას დამატებით ღირებულებებს შემატებს.

„ეს ტერიტორია არის ადგილი, რომელიც დაანონსებული პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში განვითარდება, შესაბამისად, ასეთ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები, თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, თავისი მასშტაბით, კომპლექსი მოიცავს 7 ჰექტარ ტერიტორიას, რომელსაც აქვს თავისი გამართული ინფრასტრუქტურა. წარმოიდგინეთ, პროექტის 1/3 ნაწილი მთლიანად რეკრეაციულ ზონას ეთმობა. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენივე პროექტის, „მწანე ბუდაპეშტის“ ხაზს - რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე ქალაქში, რადგან ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია თბილისში“,-ამბობს სოფო წამალაშვილი.

„მაქრო ჯგუფის“ PR-ისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსის, ბესიკ ლილუაშილის თქმით, „მწვანე ალმასი“ ჯამში 1770-ზე მეტ საცხოვრებელ ადგილს ქმნის, სადაც თითოეული მცხოვრები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებს ყველა სერვისის მიღებას.

„ეს გახლავთ კომპანია „მაქრო კონსთრაქშენის“ მორიგი საცხოვრებელი პროექტი. პირველი იყო „მწვანე ბუდაპეშტი“, რომელიც საკმაოდ რეზონანსული იყო და ქალაქის ცენტრში მივიღეთ ისეთი კომპლექსი, რომელიც გათვლილია მომხმარებლის სურვილზე, საჭიროებაზე და ყველაფერი ერთ, მწვანე სივრცეშია გაერთიანებული. სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა „მწვანე ალმასის“ მშენებლობა და სტუმრებს უკვე მეორე ეტაპის დასრულების აღსანიშნავ მიღებაზე ვსტუმრობთ.

პროქტი სულ სამი ეტაპისგან შედგება და მესამე ფაზა სექტემბერში დაიწყება.

ჯამში მივიღებთ 1770-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, აქვე იქნება კომერციული ფართები, სკოლა, ბაღი, ანუ, ადამიანები კომპლექსიდან გაუსვლელად შეძლებენ ყველა სერვისის მიღებას. ყველაფერი ეს გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის ურყევი რწმენისგან - მოიტანოს სარგებელი იმ ქვეყნსთვის და იმ ხალხისთვის, რომელშიც ოპერირებს“,-აღნიშნავს ბესიკ ლილუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „მაქრო ქონსთრაქშენი“ „მაქრო ჯგუფის“ ერთ-ერთი მიმართულების მამოძრავებელი კომპანიაა. „მაქრო ჯგუფმა” საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2013 წლიდან დაიწყო და არსებობის 6 წლის განმავლობაში საქართველოში ათზე მეტი პროექტი განახორციელა, რომელში ჩადებული ჯამური საინვესტიციო მოცულობა 270 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

განხორცილებეულ პროექტებს შორისაა: ავეჯის საწარმო „გლორია" აჭარაში, ავეჯის მაღაზია-სალონების ქსელი „ბელისა“ თბილისში, საცხოვრებელი კომპლექსი„მწვანე ბუდაპეშტი“. გარდა ამისა, 2015 წელს „მაქრო ჯგუფმა“ დააარსა კიდევ ერთი ახალი მიმართულება, „მაქრო ტურიზმი“ და სასტუმროების საერთაშორისო ქსელ „აკორთან“ ერთად თბილისში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Mercure Tbilisi Old Town” გახსნა. 2016 წლიდან „მაქრო ჯგუფი“ სარესტორნო ბიზნესშიც შევიდა და ქვე-ბრენდის, „მაქრო ფუდი“ სახელით, ახალი რესტორანი „დაინჰოლი“ გახსნა.

ასევე, სასტუმროების ქსელ „აკორთან“ თანამშრომლობით თბილისში კიდევ ერთი ბრენდ სასტუმრო, “Ibis Styles Hotel”-ი გახსნა. 2017 წელს კი, „მაქრო ჰოუმის“ ქოლგის ქვეშ საქართველოში საოჯახო ნივთებისა და აქსესუარების საერთაშორისო მაღაზიათა ქსელი “Madam COCO” შემოვიდა.

2019 წელს „მაქრო ქონსთრაქშენმა“ ორჯერ გაიმარჯვა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც და ზუგდიდში დევნილებისთვის მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დაიწყო.

ამასთან, „მაქრო ტურიზმმა“ თბილისში კიდევ ერთი 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს, ნოვოტელის მშენებლობა დაიწყო, რომლის მართვასაც სასტუმროების საერთაშორისო ქსელი „აკორი“ განახორციელებს.

ავტორი: ნინი ქეთელაური

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი