საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი ან თავად გახდება მოძალადე, ან იცხოვრებს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - რა კვალს ტოვებს მოზარდზე მშობლის მხრიდან ძალადობა?
"ბავშვი ან თავად გახდება მოძალადე, ან იცხოვრებს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - რა კვალს ტოვებს მოზარდზე მშობლის მხრიდან ძალადობა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ დას­ჯის ერთ-ერთი ფორ­მაა. მშობ­ლე­ბი ხში­რად ამას ვერც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, ან "აღ­ზრდის" მე­თო­დად თვლი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით კი, ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და ეს ქმე­დე­ბა დას­ჯა­დია.


"იუ­ნი­სე­ფის“ კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მაა, გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის 60% ფიქ­რობს, რომ ბავ­შვის აღ­ზრდი­სას ცემა გა­მარ­თლე­ბუ­ლი მე­თო­დია. შსს-ს მიერ ახ­ლა­ხანს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, ბოლო ხუთ თვე­ში, არას­რულ­წლო­ვან შვი­ლებ­ზე მშობ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლია 110 პირი: თხუთ­მეტ შემ­თხვე­ვა­ში მო­ძა­ლა­დე იყო დედა, 95 შემ­თხვე­ვა­ში - მამა ან მა­მი­ნაც­ვა­ლი.


ძა­ლა­დო­ბის ფორ­მე­ბი იყო: სა­ხე­ში, თავ­ში ან სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ასე­ვე მუ­ქა­რა და სის­ტე­მა­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა. შსს-ს ცნო­ბით, ამ შემ­თხვე­ვე­ბი­დან 79%-ში მი­ღე­ბულ იქნა პი­რის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. უწყე­ბამ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გას­ცა 37 ფაქ­ტზე.


რა ზი­ანს აყე­ნებს ბავ­შვს ძა­ლა­დო­ბა?

ფსი­ქო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ძა­ლა­დო­ბა მო­ი­ცავს ემო­ცი­ურ, სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ, ფი­ზი­კურ და სექ­სუ­ა­ლურ იძუ­ლე­ბას, დათ­რგუნ­ვას და ზი­ანს. ძა­ლა­დო­ბაა ყო­ველ­გვა­რი ქმე­დე­ბა და სი­ტყვა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი შე­უ­რა­ცხყოს და შე­ლა­ხოს მისი უფ­ლე­ბე­ბი.


არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ უფ­როს ასაკ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბა: გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სა­სუნ­თქი და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სიმ­სივ­ნე და სხვა - ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნილ ძა­ლა­დო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.


ფსი­ქო­ლო­გე­ბის, პე­დი­ატ­რე­ბის და სო­ცი­ო­ლო­გე­ბის აზ­რით, ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა უკ­ვა­ლოდ არ ქრე­ბა და შე­დე­გად ვი­ღებთ მათ ხშირ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, მო­მავ­ლის შიშს, კონ­ფლიქ­ტებს, აგ­რე­სი­უ­ლო­ბას, და­ბალ თვით­შე­ფა­სე­ბას, გო­ნებ­რივ ჩა­მორ­ჩე­ნი­ლო­ბას, სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბას. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ბავ­შვებს უჭირთ ადაპ­ტა­ცია, ექ­მნე­ბათ ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი.


გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა მე­ტად იჩენს თავს და მშობ­ლებს უკან უბ­რუნ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი - ბავ­შვე­ბი ეძა­ლე­ბი­ან ალ­კოჰოლს, ხდე­ბი­ან ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­ნი, ექ­ცე­ვი­ან კრი­მი­ნა­რუ­ლი სამ­ყა­როს გა­რე­მოც­ვა­ში, ში­ნა­გა­ნი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით, ხში­რად არას­წორ გზას ირ­ჩე­ვენ, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი მო­აქვს...


ფსი­ქო­ლო­გე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, რო­გორც მშობ­ლებ­ში, ისე ბავ­შვებ­ში. სა­ჭი­როა ყვე­ლამ გა­ი­აზ­როს, რომ ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა ნორ­მა და აღ­ზრდის მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა არ არის. ხოლო ბავ­შვებ­მა უნდა იცოდ­ნენ, რომ რო­დე­საც მათ ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა არ არის.



AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ნინო კე­რე­სე­ლი­ძე მის პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბულ საქ­მე­ებს იხ­სე­ნებს:


"ახ­ლაც ვმუ­შა­ობ ექ­ვსი წლის გო­გო­ნას­თან, რო­მე­ლიც ნივ­თებს იპა­რავს გა­უ­აზ­რებ­ლად. იცით რა კავ­ში­რი აქვს ამას ძა­ლა­დო­ბას­თან? ის ცდი­ლობს, რომ მი­იქ­ცი­ოს მშობ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, რომ­ლე­ბიც მის მი­მართ არი­ან სრუ­ლი­ად ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლე­ბი. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი ფორ­მა უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა­ცაა.


ეს ბავ­შვი ჩემ­თან მო­იყ­ვა­ნა მის­მა მო­ძა­ლა­დე მშო­ბელ­მა და ითხო­ვა დახ­მა­რე­ბა ბავ­შვის არა­ა­დექ­ვა­ტურ ქცე­ვა­ზე, თუმ­ცა ამ მა­ნი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ამ მშობ­ლის "დამ­სა­ხუ­რე­ბაა".


მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი 16 წლის მო­ზარ­დია, რო­მელ­საც ხალ­ხში მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მშო­ბელ­მა, იმის გამო, რომ ბავ­შვმა ვერ მი­ი­ღო მა­ღა­ლი ნი­შა­ნი კონ­კრე­ტულ სა­გან­ში. მო­ზარდს გა­ნუ­ვი­თარ­და ემო­ცი­უ­რი შოკი. შე­ექ­მნა გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი და ასე­ვე, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რიც. უკვე მე­ექ­ვსე სე­ან­სია გეშ­ტალტთე­რა­პი­ით ვმუ­შა­ობთ მას­თან იმ ფა­რუ­ლი აგ­რე­სი­ის, ბრა­ზის გა­მოვ­ლე­ნა­ზე, რაც მშობ­ლის მი­მართ და­უგ­როვ­და.


ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვებ­ზე ავი­თა­რებს ორ სცე­ნარს: ერთი - ან თა­ვად ეს ბავ­შვი ხდე­ბა მო­ძა­ლა­დე, მე­ო­რე - მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა მსხვერ­პლის როლ­ში და ცხოვ­რობს მსხვერ­პლის ფსი­ქო­ლო­გი­ით" - ამ­ბობს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი.



ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი შსს-ს სტა­ტის­ტი­კას სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის“ წევ­რი ანა აბა­ში­ძე AMBEBI.GE-სთან საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ნერგვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.


"რა გვაჩ­ვე­ნა ამ სტა­ტის­ტი­კამ: პირ­ველ რიგ­ში ის, რომ ბავშთა მი­მართ მშობ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა სა­გან­გა­შო ნიშ­ნულ­ზეა. გვი­თხრა, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ბავ­შის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არი­ან და გვი­თხრა ის, რომ ბავ­შვის მი­მართ ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი, ზო­გის­თვის მი­სა­ღე­ბია, ზო­გის­თვის - არა. ანუ გვაჩ­ვე­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა. უნდა შე­იც­ვა­ლოს შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი მიდ­გო­მე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი ბავ­შვის აღ­ზრდის თა­ო­ბა­ზე. ბავ­შვი არ არის ნივ­თი და სა­კუთ­რე­ბა! თუ აღ­ზრდის მე­თო­დი არის ბავ­შვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ანა ბა­ში­ძემ.


უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რე­ბენ:


"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ან პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხებს ამ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლას. კონ­კრე­ტულ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მას არა­სო­დეს აგ­ვა­რებს სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა. სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო, რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, ისე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა, რა­შიც სა­ხელ­მწი­ფომ უნდა ჩა­დოს რე­სურ­სი. უნდა შე­იც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბის, მშობ­ლე­ბის მა­ხინ­ჯი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ბავ­შის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.


რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მშობ­ლის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვი, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, რის­კის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა დე­დე­ბიც თა­ვად იყ­ვნენ ან არი­ან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი, ან შვი­ლად აყ­ვა­ნი­ლი, ბავ­შვთა სახ­ლის აღ­საზ­რდე­ლი ბავ­შვე­ბი, ასე­ვე ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მო­ზარ­დე­ბი.


ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ ფაქტს ხსნი­ან იმით, რომ ხში­რად მშობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბა­სა და სტრესს, რაც თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის აღ­ზრდის სიძ­ნე­ლე­ე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი და ბრა­ზის­გან „დაც­ლას“ შვი­ლე­ბი­სად­მი სი­სას­ტი­კით ცდი­ლო­ბენ.


ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს ბავ­შვთა დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრს, ცხელ ხაზ­ზე 116 111, სა­დაც ზარი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის პირ­ვე­ლა­დი მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სოა.


ავტორი:

"ბავშვი ან თავად გახდება მოძალადე, ან იცხოვრებს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - რა კვალს ტოვებს მოზარდზე მშობლის მხრიდან ძალადობა?

"ბავშვი ან თავად გახდება მოძალადე, ან იცხოვრებს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - რა კვალს ტოვებს მოზარდზე მშობლის მხრიდან ძალადობა?

საქართველოში მშობლების მიერ შვილებზე ფიზიკური ძალადობა, სამწუხაროდ დასჯის ერთ-ერთი ფორმაა. მშობლები ხშირად ამას ვერც აცნობიერებენ, ან "აღზრდის" მეთოდად თვლიან. საქართველოს კონსტიტუციით კი, ბავშვთა მიმართ ძალადობა აკრძალულია და ეს ქმედება დასჯადია.


"იუნისეფის“ კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ცემა გამართლებული მეთოდია. შსს-ს მიერ ახლახანს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით კი, ბოლო ხუთ თვეში, არასრულწლოვან შვილებზე მშობლების მხრიდან ძალადობაში მხილებულია 110 პირი: თხუთმეტ შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, 95 შემთხვევაში - მამა ან მამინაცვალი.


ძალადობის ფორმები იყო: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური ძალადობა, ასევე მუქარა და სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა. შსს-ს ცნობით, ამ შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. უწყებამ შემაკავებელი ორდერი გასცა 37 ფაქტზე.


რა ზიანს აყენებს ბავშვს ძალადობა?

ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს. ძალადობაა ყოველგვარი ქმედება და სიტყვა, რომელმაც შეიძლება ადამიანი შეურაცხყოს და შელახოს მისი უფლებები.


არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროს ასაკში გამოვლენილი მრავალი დაავადება: გულის იშემიური დაავადებები, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ქრონიკული დაავადებები, სიმსივნე და სხვა - ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული.


ფსიქოლოგების, პედიატრების და სოციოლოგების აზრით, ბავშვებზე ძალადობა უკვალოდ არ ქრება და შედეგად ვიღებთ მათ ხშირ სიკვდილიანობას, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, დაბალ თვითშეფასებას, გონებრივ ჩამორჩენილობას, სუიციდის მცდელობას. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ ადაპტაცია, ექმნებათ ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები.


გარდატეხის ასაკში ყველა ეს პრობლემა მეტად იჩენს თავს და მშობლებს უკან უბრუნდებათ საკუთარი შეცდომები - ბავშვები ეძალებიან ალკოჰოლს, ხდებიან ნარკოდამოკიდებულნი, ექცევიან კრიმინარული სამყაროს გარემოცვაში, შინაგანი პროტესტის გამოხატვის მიზნით, ხშირად არასწორ გზას ირჩევენ, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგი მოაქვს...


ფსიქოლოგები და უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, როგორც მშობლებში, ისე ბავშვებში. საჭიროა ყველამ გაიაზროს, რომ ბავშვზე ძალადობა ნორმა და აღზრდის მიღებული პრაქტიკა არ არის. ხოლო ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც მათ ფიზიკურად უსწორდებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.



AMBEBI.GE-სთან საუბარში ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე მის პრაქტიკაში არსებულ საქმეებს იხსენებს:


"ახლაც ვმუშაობ ექვსი წლის გოგონასთან, რომელიც ნივთებს იპარავს გაუაზრებლად. იცით რა კავშირი აქვს ამას ძალადობასთან? ის ცდილობს, რომ მიიქციოს მშობლების ყურადღება, რომლებიც მის მიმართ არიან სრულიად ინდეფერენტულები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა უგულვებელყოფაცაა.


ეს ბავშვი ჩემთან მოიყვანა მისმა მოძალადე მშობელმა და ითხოვა დახმარება ბავშვის არაადექვატურ ქცევაზე, თუმცა ამ მანიის ჩამოყალიბება ამ მშობლის "დამსახურებაა".


მეორე პაციენტი 16 წლის მოზარდია, რომელსაც ხალხში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მშობელმა, იმის გამო, რომ ბავშვმა ვერ მიიღო მაღალი ნიშანი კონკრეტულ საგანში. მოზარდს განუვითარდა ემოციური შოკი. შეექმნა გულის პრობლემები და ასევე, ფსიქოლოგიურიც. უკვე მეექვსე სეანსია გეშტალტთერაპიით ვმუშაობთ მასთან იმ ფარული აგრესიის, ბრაზის გამოვლენაზე, რაც მშობლის მიმართ დაუგროვდა.


ძალადობა ბავშვებზე ავითარებს ორ სცენარს: ერთი - ან თავად ეს ბავშვი ხდება მოძალადე, მეორე - მუდმივად იმყოფება მსხვერპლის როლში და ცხოვრობს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - ამბობს ფსიქოთერაპევტი.



ბავშვთა უფლებადამცველები შსს-ს სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ანა აბაშიძე AMBEBI.GE-სთან საპრევენციო ღონისძიებების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს.


"რა გვაჩვენა ამ სტატისტიკამ: პირველ რიგში ის, რომ ბავშთა მიმართ მშობლების მხრიდან ძალადობა საგანგაშო ნიშნულზეა. გვითხრა, რომ მოძალადეები ბავშის ოჯახის წევრებიც არიან და გვითხრა ის, რომ ბავშვის მიმართ ასეთი ქმედებები, ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის - არა. ანუ გვაჩვენა სოციალური ღირებულებების პრობლემა. უნდა შეიცვალოს შუასაუკუნეობრივი მიდგომები და წარმოდგენები ბავშვის აღზრდის თაობაზე. ბავშვი არ არის ნივთი და საკუთრება! თუ აღზრდის მეთოდი არის ბავშვის დამაზიანებელი და ღირსების შემლახავი, ეს არის დანაშაული", - აღნიშნა ანა ბაშიძემ.


უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები პრობლემას ვერ მოაგვარებენ:


"შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა ვერ მოახერხებს ამ დანაშაულთან ბრძოლას. კონკრეტულ სოციალურ პრობლემას არასოდეს აგვარებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. სისტემური მიდგომაა საჭირო, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე განათლების სამინისტროს მხრიდან. ასევე, აუცილებელია ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების გატარება, რაშიც სახელმწიფომ უნდა ჩადოს რესურსი. უნდა შეიცვალოს ადამიანების, მშობლების მახინჯი წარმოდგენები ბავშის აღზრდასთან დაკავშირებით", - ამბობს უფლებადამცველი.


როგორც სპეციალისტები ამბობენ, მშობლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, თუმცა საერთაშორისო კვლევების თანახმად, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, რომელთა დედებიც თავად იყვნენ ან არიან ძალადობის მსხვერპლნი, ან შვილად აყვანილი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ბავშვები, ასევე ჰიპერაქტიური და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები.


ფსიქოლოგები ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ხშირად მშობლები განიცდიან იმედგაცრუებასა და სტრესს, რაც თავიანთი შვილების აღზრდის სიძნელეებითაა გამოწვეული და ბრაზისგან „დაცლას“ შვილებისადმი სისასტიკით ცდილობენ.


ძალადობის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ბავშვთა დახმარების ცენტრს, ცხელ ხაზზე 116 111, სადაც ზარი და პროფესიონალის პირველადი მომსახურება უფასოა.


"დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს" - ეკატერინე ტიკარაძე

"თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში, ის რჩება "ოცნების" მხარდამჭერად" - პრესსამსახური

ადვოკატი, პიანისტი, პრესსამსახურის თანამშრომელი... - ვინ არის 36 ქალი, რომელიც "ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდა