მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულთაგან 21 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 იზოლატორში რჩება
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულთაგან 21 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 იზოლატორში რჩება

გუ­შინ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით აქ­ცი­ის 28 მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვეს. მათ­გან 7 პირი დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში რჩე­ბა, ხოლო 21-მა პირ­მა გვი­ან ღამე ხელ­წე­რი­ლის სა­უძ­ველ­ზე და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის და მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა.

სა­მი­ნის­ტრო იცავ­და და და­ი­ცავს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის რო­გორც შეკ­რე­ბის, ისე გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის და სხვა ნიშ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, თუ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გას­ცდე­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს.

გუ­შინ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტარ­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს 28 პირი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვას და კვერ­ცხე­ბის სრო­ლით გა­მო­ხა­ტავ­დნენ აგ­რე­სი­ას აქ­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ.

პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან 7 რჩე­ბა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, ხოლო 21-მა პირ­მა გვი­ან ღამე ხელ­წე­რი­ლის სა­უძ­ველ­ზე და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა.

სა­მი­ნის­ტრო დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მომ­ხდა­რი თი­თო­ე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ველ შე­სა­ბა­მის ვი­დეო-მა­სა­ლას, რო­მელ­საც უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მი­ე­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა.

აქვე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და მათი ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. მი­უ­ღე­ბე­ლია ამ მო­ტი­ვით ძა­ლა­დო­ბა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რა. თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე სა­მი­ნის­ტრო ახ­დენ­და და მო­მა­ვალ­შიც მო­ახ­დენს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ყვე­ლა ფაქ­ტი იქ­ნე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­კვე­თი­ლი.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, შეკ­რე­ბი­სას და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულთაგან 21 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 იზოლატორში რჩება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულთაგან 21 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს, 7 იზოლატორში რჩება

გუშინ, სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა.

სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

გუშინ, მთავრობის ადმინისტარციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეო-მასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს