მივმართავ შსს მინისტრს გიორგი გახარიას, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს , პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს , პრემიერ -მინიტრს მამუკა ბახტაძეს - დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებივ საახელმწიფიში თუ ისევ ვცხოვრობთ თეოკრატიულ სახელმწიფოში,- ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს კანცელარიასთან განუცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, ქვეყნის პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთონ ლგბტ აქტივისტების უფლებებთან დაკავშირებით.
"ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ქართულს უწოდებს, სინამდვილეში არის მარგინალური, ფაშისტური, ძალადობრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკეთებს საჯარო განცხადებებს, რომელიც მიმართულია საზოგადოების გახლეჩვისკენ, სიძულვილის გაღვივებისკენ და ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსპობისკენ . დღეს საპატრიარქოს განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომლებიც ჩვენს ჯგუფს არ განიხილავს ადამიანებად და გვეუბნეოდნენ, რომ არ მიიჩნევენ ჩვენს სიცოცხლეს დაცვის ღირსად. ღირსების მარშის ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ნაწილდება პასუხიმგებლობები", - განაცხადა ნინო ბოლქვაძე