რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" კონკურსი "ოქროს ტალღა 2019" დასრულდა. გამარჯვებული ყველა ნომინაციაში გამოვლინდა. მთავარი ჯილდო, წლის სიმღერის ნომინაციაში ანრი ჯოხაძეს გადაეცა, სიმღერისთვის "ცივი ნოემბერი". შეგახსენებთ, რომ მომღერალი უკვე მეორედ გახდა მთავარი პრიზის მფლობელი. პირველად (2015 წელს) იმავე ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა კომპოზიციით "განა ყველა ქალი ქალია".
"ოქროს ტალღის" დაჯილდოების ცერემონიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩაიარა. სცენაზე გორის ქალთა გუნდთთან და თბილისის მერიასთან არსებულ ვაჟთა კაპელის, ასევე ცნობილი ქართველი ინსტრუმენტალისტების მონაწილეობით, კანადელმა შემსრულებელმა, მარკ მარტელმა ლეგენდარული "ქუინის" კომპოზიციები შეასრულა. მარტელი საქართველოში სპეციალურად "ოქროს ტალღისთვის" ჩამოვიდა.
"ოქროს ტალღა 2019"-ის გამარჯვებულების სრულ ჩამონათვალი ასეთია:
წლის დებიუტი – Project-O – არ მახსოვს (კომპოზიტორი: ნიკა კაცია / ტექსტი: ანი კავლელიშვილი; არანჟირება: გიორგი დათიაშვილი)
წლის დუეტი – გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები – ისე ძლიერ შეგიყვარე (კომპოზიტორი და ტექსტი: ნატო გელაშვილი; არანჟირება: ბორიკო შხიანი)
წლის რიმეიქი – სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია – შემოდგომა (კომპოზიტორი: ოთარ თევდორაძე / ტექსტი: ვახტანგ გოგოლაშვილი)
წლის ჯგუფი/ანსამბლი – ანსამბლი შვიდკაცა – მხარე ლამაზი (კომპოზიტორი: მაცაცო სებისკვერაძე / ლექსი: გრიგოლ აბაშიძე; არანჟირება: რომა გიორგაძე)
წლის ქალაქური სიმღერა – ლაშა ღლონტი და გროს ოქტეტი – ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ (კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი / ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი / არანჟირება: მერაბ მამულაშვილი)
წლის მომღერალი ქალი – მაკა ზამბახიძე – ჩემთან ერთად (კომპოზიტორი და ტექსტი: მანუჩარ მანჯავიძე)
წლის მომღერალი მამაკაცი – სტეფანე – შენთან მოვდივარ (კომპოზიტორი: სტეფანე მღებრიშვილი / ტექსტი: ზაზა კოშკაძე)
მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებ გარეთ – ნანი ბრეგვაძე
მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი – მამუკა ჩარკვიანი
მუსიკალური პროდიუსინგი – გიორგი კერესელიძე (ისთერნ პრომოუშენი)
რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" რჩეული – სოფო გელოვანი
მუსიკალური ვიდეოკლიპი – ნოდიკო ტატიშვილი - მე ვოცნებობდი (კომპოზიტორი: დავით მჭედლიშვილი / ტექსტი: დავით მჭედლიშვილი და მანანა გურგენიძე, არანჟირება: ალეკო ბერძენიშვილი; კლიპის რეჟისორი: ნესტან სინჯიკაშვილი)
ინეტრნეტრჩეული – ბაჩო რამიშვილი - შენ ხარ სამყარო (კომპოზიტორი: შეთე, ტექსტი: ბაჩო რამიშვილი)
მუსიკალური ტელეპროექტი – "მხოლოდ ქართული" ნიკა გვარამია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“
წლის სიმღერა – ანრი ჯოხაძე – "ცივი ნოემბერი" (კომპოზიტორი: ანრი ჯოხაძე / ტექსტი: ნიკა ჩერქეზიშვილი)
"ოქროს ტალღა" რადიოჰოლდინგმა "ფორტუნამ" ექვსი წლის წინ დააფუძნა. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია წლიდან წლამდე უფრო მეტ მასშტაბს იძენს. წელს გამარჯვებულები 15 კატეგორიაში დასახელდნენ.
მთავარი ჯილდოს, "წლის სიმღერის" ნომინაციაში გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ - ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.
"ოქროს ტალღის" მხარდამჭერია პროექტი "ჩექინ ჯორჯია" და ქალაქ თბილისის მერია.