სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა მშობლებმა ნატრული დამარქვეს, ნანატრი გოგო ვიყავი" - გაიცანით, აფრიკული წარმოშობის პოზიტიური დები აფხაზეთიდან
"ჩემმა მშობლებმა ნატრული დამარქვეს, ნანატრი გოგო ვიყავი" - გაიცანით, აფრიკული წარმოშობის პოზიტიური დები აფხაზეთიდან

აზარ­ტუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ - „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ „რუს­თა­ვი 2“-ზე გა­სულ ორ­შა­ბათს და­ი­წყო. სა­კუ­თა­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­დან დიდ კუ­ლი­ნა­რი­ულ რინგზე არა­ერ­თმა მოყ­ვა­რულ­მა მზა­რე­ულ­მა შე­ა­ბი­ჯა და ცდი­ლობს თავი წარ­მო­ა­ჩი­ნოს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯოს. წინ დიდი და­პი­რის­პი­რე­ბა და ომე­ბია გა­და­სა­ტან-მო­სა­გე­ბი.

კონ­კურ­სან­ტებს შო­რის მხი­ა­რუ­ლი და ენერ­გი­უ­ლი დები აფხა­ზე­თი­დან - ნატო და რუ­სი­კო გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის­გან თა­ვი­ან­თი გა­რეგ­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, გან­წყო­ბით და იუ­მო­რით და ყუ­რა­დღე­ბას და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე იქ­ცე­ვენ. დები ამ­ბო­ბენ, რომ შო­უ­ში მო­სა­გე­ბად მო­ვიდ­ნენ.

AMBEBI.GE ერთ-ერთ მათ­განს, ნატო ხარ­ჭა­ვა­ნი­ძეს შეხ­ვდა და დე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რად­გა­ნაც ისი­ნი აფ­რი­კუ­ლი ძი­რე­ბის მქო­ნე, აფხაზ-რაჭ­ვე­ლე­ბი არი­ან...

- და­ვი­ბა­დეთ აფხა­ზეთ­ში... სი­ნამ­დვი­ლე­ში ნატ­რუ­ლი მქვია, პას­პორ­ტში ასე მი­წე­რია, მაგ­რამ ნა­ტოს მე­ძა­ხი­ან. ნატ­რუ­ლი ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იმი­ტომ და­მარ­ქვეს, რომ ნა­ნატ­რი გოგო ვი­ყა­ვი, ჩე­მამ­დე ორი ვაჟი ჰყავთ... ჩემს მერე ჩემი და­ი­კო, რუ­სი­კო გაჩ­ნდა.

დე­დი­კო ფე­რად­კა­ნი­ა­ნი გვყავ­და, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 30 წე­ლი­წა­დია აღარ არის... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მისი შვი­ლი მქვია! ახლა „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, მისი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, იმი­ტომ რომ სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რი იყო - სო­ფელ­ში 500-კა­ცი­ან ქორ­წი­ლებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ყვე­ლა­ფერს ისე გა­უ­ძღვე­ბო­და და ისეთ სუფ­რას გაშ­ლი­და, ყვე­ლა გიჟ­დე­ბო­და. გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხურ­ში ამას ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი, საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ...

დე­დას ერ­ქვა ფა­ფი­კო-შურა და გვა­რად ფე­ლა­ვა იყო, აფხა­ზი. ეს მისი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი გახ­ლდათ.

- რო­გორ? ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ხომ იყო?

- ჩემი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ბა­ბუა წლე­ბის წინ აფხა­ზებ­მა იშ­ვი­ლეს და გვა­რი (ფე­ლა­ვა) მათ მის­ცეს. ბა­ბუ­ას აფხა­ზეთ­ში მოხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნამ­დე ასეთ­მა ლე­გენ­დამ მო­აღ­წია: რო­დე­საც ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ჩაის კულ­ტუ­რის გა­სა­შე­ნებ­ლად აფხა­ზეთ­ში ჩა­მო­სუ­ლან, მათ შო­რის ჩვე­ნი წი­ნა­პა­რიც იყო და ასე მოხ­ვდნენ ჩვე­ნი­ა­ნე­ბი აფხა­ზეთ­ში... მერე ბა­ბუ­ას ქარ­თვე­ლი ცოლი, სა­ჯა­ი­ას ქალი მო­უყ­ვა­ნია და გაჩ­ნდა ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი და უყო­ჩა­ღე­სი დე­დი­კო... ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი დე­დი­კო კი რაჭ­ველ­მა, ქერა და ცის­ფერ­თვა­ლა მა­მი­კომ მო­ი­ტა­ცა... ოთხი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბა გვქონ­და, გა­რეთ რომ გა­მოვ­დი­ო­დით, ყველ­გან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვექ­ცე­ო­დით.

- ე.ი. ბა­ბუ­ას გვა­რი აფხაზ­მა მის­ცა?

- დიახ და კო­ჩა­რა­ში ცხოვ­რობ­და ის. მდი­და­რი კაცი იყო. თა­ვი­სი ოქ­როს და ვერ­ცხლის ქამ­რე­ბით 170 კომ­ლი იყი­და და სო­ფელს დიდი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია. ამას ბა­ბუ­ას ძმა­კა­ცის შვი­ლი, აკა­დე­მი­კო­სი მურ­მან კვა­რა­ცხე­ლი­აც ადას­ტუ­რებს, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ იცის ჩემი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ბა­ბუ­ის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ.

მოკ­ლედ, ფე­ლა­ვე­ბი კო­ჩა­რა­ში აფხა­ზე­ბი იყ­ვნენ და ჩვე­ნებ­მაც აფხა­ზუ­რი მშვე­ნივ­რად იცოდ­ნენ. დე­დაც აფხაზ ქალ­ბა­ტო­ნად ით­ვლე­ბო­და... სხვა­თა შო­რის, 1970 წელს ფილმში „კოლ­ხუ­რი სუ­ი­ტა“ გა­და­ი­ღეს, დედა კარ­გად უკ­რავ­და ჩონ­გურ­ზე, ფან­დურ­ზე, მღე­რო­და, ან­სამ­ბლის წევ­რიც იყო, ყვე­ლა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ სო­ფელ­ში და დღე­საც კარ­გად იხ­სე­ნე­ბენ...

დე­დი­კო და მა­მი­კო ულა­მა­ზე­სი წყვი­ლი იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი შექ­მნეს... სა­ნა­თე­სა­ო­სა და სა­მე­გობ­რო­ში მხო­ლოდ დე­დი­კო იყო ფე­რად­კა­ნი­ა­ნი. თბი­ლი­სი­დან, სო­ხუ­მი­დან, კე­ლა­სუ­რი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი მას სიყ­ვა­რუ­ლით "ჩვენ შავ დე­დი­დას" ეძახ­დნენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბა აფხა­ზეთ­ში აქვთ გა­ტა­რე­ბუ­ლი, წლე­ბია თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ, აქ და­ო­ჯახ­დნენ და სკო­ლის შემ­დგო­მი გა­ნათ­ლე­ბაც დე­და­ქა­ლაქ­ში მი­ი­ღეს... მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად არი­ან და დღე­საც ერ­თად საქ­მი­ა­ნო­ბენ. მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­შიც ერ­თობ­ლი­ვად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ქალ­ბა­ტო­ნი ნატო იმა­საც გვე­უბ­ნე­ბა, რომ კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი და მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან და რა­საც აკე­თე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი დე­დის­გან აქვთ ნას­წავ­ლი.

დებს "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი აქვთ და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. „ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნე­ბი ვართ და ამ პრო­ექ­ტშიც მო­გე­ბას ვა­პი­რებთ", - გვე­უბ­ნე­ბა ნატო ხარ­ჭა­ვა­ნი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩემმა მშობლებმა ნატრული დამარქვეს, ნანატრი გოგო ვიყავი" - გაიცანით, აფრიკული წარმოშობის პოზიტიური დები აფხაზეთიდან

"ჩემმა მშობლებმა ნატრული დამარქვეს, ნანატრი გოგო ვიყავი" - გაიცანით, აფრიკული წარმოშობის პოზიტიური დები აფხაზეთიდან

აზარტული კულინარიული შოუ - „სამზარეულოს ომები“ „რუსთავი 2“-ზე გასულ ორშაბათს დაიწყო. საკუთარი სამზარეულოდან დიდ კულინარიულ რინგზე არაერთმა მოყვარულმა მზარეულმა შეაბიჯა და ცდილობს თავი წარმოაჩინოს, მაქსიმალურად დაიხარჯოს. წინ დიდი დაპირისპირება და ომებია გადასატან-მოსაგები.

კონკურსანტებს შორის მხიარული და ენერგიული დები აფხაზეთიდან - ნატო და რუსიკო გამოჩნდნენ, რომლებიც სხვებისგან თავიანთი გარეგნობითაც გამოირჩევიან, განწყობით და იუმორით და ყურადღებას დანახვისთანავე იქცევენ. დები ამბობენ, რომ შოუში მოსაგებად მოვიდნენ.

AMBEBI.GE ერთ-ერთ მათგანს, ნატო ხარჭავანიძეს შეხვდა და დების წარმომავლობით დაინტერესდა, რადგანაც ისინი აფრიკული ძირების მქონე, აფხაზ-რაჭველები არიან...

- დავიბადეთ აფხაზეთში... სინამდვილეში ნატრული მქვია, პასპორტში ასე მიწერია, მაგრამ ნატოს მეძახიან. ნატრული ჩემმა მშობლებმა იმიტომ დამარქვეს, რომ ნანატრი გოგო ვიყავი, ჩემამდე ორი ვაჟი ჰყავთ... ჩემს მერე ჩემი დაიკო, რუსიკო გაჩნდა.

დედიკო ფერადკანიანი გვყავდა, ძალიან საინტერესო და საყვარელი ადამიანი, რომელიც 30 წელიწადია აღარ არის... ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილი მქვია! ახლა „სამზარეულოს ომებში“ რომ ვმონაწილეობთ, მისი დიდი დამსახურებაა, იმიტომ რომ საოცარი კულინარი იყო - სოფელში 500-კაციან ქორწილებს ხელმძღვანელობდა, ყველაფერს ისე გაუძღვებოდა და ისეთ სუფრას გაშლიდა, ყველა გიჟდებოდა. გალის რაიონის სოფელ მუხურში ამას ჩვენი მეზობლები, საყვარელი ხალხი დაადასტურებენ...

დედას ერქვა ფაფიკო-შურა და გვარად ფელავა იყო, აფხაზი. ეს მისი ქალიშვილობის გვარი გახლდათ.

- როგორ? ფერადკანიანი ხომ იყო?

- ჩემი ფერადკანიანი ბაბუა წლების წინ აფხაზებმა იშვილეს და გვარი (ფელავა) მათ მისცეს. ბაბუას აფხაზეთში მოხვედრასთან დაკავშირებით, ჩვენამდე ასეთმა ლეგენდამ მოაღწია: როდესაც ფერადკანიანები ჩაის კულტურის გასაშენებლად აფხაზეთში ჩამოსულან, მათ შორის ჩვენი წინაპარიც იყო და ასე მოხვდნენ ჩვენიანები აფხაზეთში... მერე ბაბუას ქართველი ცოლი, საჯაიას ქალი მოუყვანია და გაჩნდა ჩვენი ულამაზესი და უყოჩაღესი დედიკო... ჩვენი საყვარელი დედიკო კი რაჭველმა, ქერა და ცისფერთვალა მამიკომ მოიტაცა... ოთხი შვილი შეეძინათ. ბავშვობიდანვე გამორჩეული გარეგნობა გვქონდა, გარეთ რომ გამოვდიოდით, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცეოდით.

- ე.ი. ბაბუას გვარი აფხაზმა მისცა?

- დიახ და კოჩარაში ცხოვრობდა ის. მდიდარი კაცი იყო. თავისი ოქროს და ვერცხლის ქამრებით 170 კომლი იყიდა და სოფელს დიდი დახმარება გაუწია. ამას ბაბუას ძმაკაცის შვილი, აკადემიკოსი მურმან კვარაცხელიაც ადასტურებს, რომელმაც ბევრი რამ იცის ჩემი ფერადკანიანი ბაბუის წარმოშობის შესახებ.

მოკლედ, ფელავები კოჩარაში აფხაზები იყვნენ და ჩვენებმაც აფხაზური მშვენივრად იცოდნენ. დედაც აფხაზ ქალბატონად ითვლებოდა... სხვათა შორის, 1970 წელს ფილმში „კოლხური სუიტა“ გადაიღეს, დედა კარგად უკრავდა ჩონგურზე, ფანდურზე, მღეროდა, ანსამბლის წევრიც იყო, ყველა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. ძალიან უყვარდათ სოფელში და დღესაც კარგად იხსენებენ...

დედიკო და მამიკო ულამაზესი წყვილი იყო, ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს... სანათესაოსა და სამეგობროში მხოლოდ დედიკო იყო ფერადკანიანი. თბილისიდან, სოხუმიდან, კელასურიდან ჩამოსული ნათესავები მას სიყვარულით "ჩვენ შავ დედიდას" ეძახდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა აფხაზეთში აქვთ გატარებული, წლებია თბილისში ცხოვრობენ, აქ დაოჯახდნენ და სკოლის შემდგომი განათლებაც დედაქალაქში მიიღეს... მთელი ცხოვრება ერთად არიან და დღესაც ერთად საქმიანობენ. მცირე და საშუალო ბიზნესშიც ერთობლივად არიან ჩართულები. ქალბატონი ნატო იმასაც გვეუბნება, რომ კარგი დიასახლისები და მზარეულები არიან და რასაც აკეთებენ, ყველაფერი დედისგან აქვთ ნასწავლი.

დებს "სამზარეულოს ომებში" გამარჯვების იმედი აქვთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. „ბიზნესვუმენები ვართ და ამ პროექტშიც მოგებას ვაპირებთ", - გვეუბნება ნატო ხარჭავანიძე.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ