პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთი და დაღესტანი ტერიტორიას ვერ იყოფენ - "ვინც საზღვრის ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ"
ჩეჩნეთი და დაღესტანი ტერიტორიას ვერ იყოფენ - "ვინც საზღვრის ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ"

და­ღეს­ტნი­სა და ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გრძელ­დე­ბა. სა­სა­ზღვრო კონ­ფლიქ­ტი ამ­ჯე­რად ყიზ­ლი­არ­ში გამ­წვავ­და. 10 ივ­ნისს ჩეჩ­ნეთ-და­ღეს­ტნის სა­ზღვარ­თან საგ­ზაო ნი­შა­ნი და­მონ­ტაჟ­და წარ­წე­რით "ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა, შელ­კოვ­სკის რა­ი­ო­ნი", რა­მაც და­ღეს­ტნე­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. იმა­ვე დღეს ად­გი­ლობ­რივ­თა ჯგუფ­მა საგ­ზაო ნი­შა­ნი მოხ­სნა.

კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტი ეკა­ტე­რი­ნე სო­კი­რინ­სკა­ია მი­იჩ­ნევს, რომ სა­დაო ად­გი­ლას ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვი­სა და ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მა­გო­მედ და­უ­დო­ვის მის­ვლამ, რო­მელ­თაც თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ახ­ლდათ, ვი­თა­რე­ბა უფრო მე­ტად გა­ამ­წვა­ვა. იქ მყოფ­მა და­უ­დოვ­მა დარ­წუ­ნე­ბით თქვა, რომ ად­გილ­ზე ნი­შა­ნი ისევ და­მონ­ტაჟ­დე­ბა, რა­ზეც და­ღეს­ტნე­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უპა­სუ­ხეს - "ვნა­ხოთ!". არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე და­ღეს­ტნე­ლე­ბის ჯგუ­ფი მო­რი­გე­ობს. kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, მა­თი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით და­მონ­ტაჟ­და საგ­ზაო ნი­შა­ნი წარ­წე­რით, "და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კა. ყიზ­ლა­რის რა­ი­ო­ნი". ამას­თან, უკვე ცნო­ბი­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩეჩ­ნე­თის სა­ზღვარ­ზე კი­დევ ორი ნი­შა­ნი და­იდ­გა, ასე­ვე და­ღეს­ტან­ში, ტა­რუ­მოვ­სკის რა­ი­ონ­ში.

და­უ­დო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ორი­ვე ნი­შა­ნი КамАЗ-ის და­ღეს­ტნელ­მა მძღოლ­მა მოგ­ლი­ჯა, რო­მელ­საც და­ემ­ქუ­რა - თუ ამის გა­კე­თე­ბას კი­დევ ერთხელ გა­ბე­დავ­და, ის თა­ვად აღ­მოჩ­ნდე­ბო­და მი­სი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის ბე­ტო­ნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ავ­ზში.

ეკა­ტე­რი­ნა სო­კი­რინ­სკა­ი­ას თქმით, ინ­ცი­დენ­ტი რო­მე­ლი­მე მხრის მიერ ახა­ლი საგ­ზაო ნიშ­ნის დად­გმით ვერ ამო­ი­წუ­რე­ბა, რად­გან გუ­შინ ჩეჩ­ნეთ-და­ღეს­ტნის სა­ზღვარ­ზე, სა­დაო რა­ი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­დი­როვ­მაც მუ­ქა­რის ტო­ნით ისა­უბ­რა.

"ვინც ნი­შანს მი­ე­კა­რე­ბა, თი­თებს მო­ვამ­ტვრევთ და ენას ამო­ვაძ­რობთ", - აღ­ნიშ­ნა მან, რა­საც ექ­სპერ­ტის ცნო­ბით, უკამ­ყო­ფი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბის ნი­აღ­ვა­რი მოჰ­ყვა.

მი­სი­ვე თქმით, ჩრდი­ლო­ე­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­ზღვრის დად­გე­ნა ყო­ველ­თვის ემო­ცი­უ­რი ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, და­ღეს­ტნე­ლებს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც აქვთ და სუ­ლე­ლურ რი­ტო­რი­კა­ზე ადეკ­ვა­ტუ­რად რე­ა­გი­რე­ბენ და თუ ეს გაგ­რძელ­დე­ბა, რე­აქ­ცი­აც შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა და შუ­ა­ში უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ი­ჭყლი­ტე­ბი­ან.

ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ სა­ზღვრის დად­გე­ნა­ში უფ­რო­სი თა­ო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი პი­რე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა ჩა­ე­რი­ონ, რათა პრობ­ლე­მა მშვი­დად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან მოგ­ვარ­დეს.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Дербент-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მილ­რად ფა­ტუ­ლა­ე­ვის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვის მუ­ქა­რას და­ღეს­ტნე­ლე­ბის და­უ­გეგ­მა­ვი აქ­ცია მოჰ­ყვა.

ამ ყვე­ლა­ფერს სხვა წი­ნა­პი­რო­ბე­ბიც ჰქონ­და, და­უ­დოვ­მა გა­კი­ცხა ყიზ­ლი­ა­რის რა­ი­ო­ნის მე­თა­უ­რი, ალექ­სან­დრე პო­გო­რე­ლო­ვი, რო­მელ­მაც ვერ აუხ­სნა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ ვის ეკუთ­ვნის ტე­რი­ტო­რია სი­ნამ­დვი­ლე­ში.

"თქვე­ნი სოფ­ლის ან სუ­ლაც რა­ი­ო­ნის დე­პუ­ტა­ტებს, სუ­ლაც მრჩევ­ლებს შეხ­ვედ­როდ­ნენ, ამ პა­ნი­კას თა­ვი­დან ავი­ცი­ლებ­დით", - გა­ნა­ცხა­და მან ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­უ­დო­ვი ამ­ბობს, რომ გა­უ­გებ­რო­ბა ჩეჩ­ნეთ­სა და და­ღეს­ტანს შო­რის ყიზ­ლა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­მოა, რო­მელ­მაც ჩეჩ­ნე­თის სა­ტყეო ფონ­დი უკა­ნო­ნოდ მი­ით­ვი­სა.

ყიზ­ლა­რის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას მან ნიშ­ნის მო­რიგ დე­მონ­ტაჟ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს მხო­ლოდ მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მოხ­დე­ბა!", რა­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მი­უ­გეს, რომ "ახ­ლაც მოხ­სნიდ­ნენ და მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც". და­უ­დო­ვის თქმით, ჩეჩ­ნე­თი სა­კუ­თარ მი­წას არ დათ­მობს, "ნიშ­ნებს უკან და­აბ­რუ­ნე­ბენ. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ იქ უნდა იდ­გნენ". ამის შემ­დეგ, კა­დი­რო­ვის ბრძა­ნე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ღეს­ტნის სა­ზღვარ­თან ჩე­ჩე­ნი ძა­ლო­ვა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ.

და­უ­დო­ვი, იგი­ვე "ლორ­დი" ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში კა­დი­რო­ვის მარ­ჯვე­ნა ხელ­სა და მისი და­ვა­ლე­ბის უყოყ­მა­ნოდ შემ­სრუ­ლე­ბელს უწო­დე­ბენ. სწო­რედ და­უ­დო­ვის "ბი­ჭე­ბი", იგი­ვე "კა­დი­როვ­ცე­ბი" ნა­დი­რო­ბენ სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც გა­დას­წვდა - ინ­სტრაგ­რამ­ზე პოს­ტი გა­ნა­თავ­სა, სა­ხელ­წო­დე­ბით "რო­გორ უნდა და­ვუ­მოკ­ლოთ ენა ჟურ­ნა­ლის­ტებს".

და­ღეს­ტნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­დი­რო­ვი უგებს და­ღეს­ტნის მთავ­რო­ბას, ამი­ტო­მაც აქ­ტი­უ­რობს მო­სახ­ლე­ო­ბა და ცდი­ლობს, ვი­თა­რე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლოს. ამას­თან, მა­თი­ვე თქმით, საფრ­თხე ემუქ­რე­ბა იმ ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­საც, რო­მელ­მაც ჩეჩ­ნუ­რი მხა­რის მიერ დად­გმუ­ლი ნი­შა­ნი მოგ­ლი­ჯა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთს მე­ზო­ბელ რეს­პუბ­ლი­კას­თან სა­სა­ზღვრო პრობ­ლე­მა აქვს. გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩეჩ­ნე­ბის მხრი­დან ტე­რი­ტო­რი­ის მი­ტა­ცე­ბა ინ­გუ­შებ­მა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ცი­ე­ბით გა­აპ­რო­ტეს­ტეს. 2018 წლის 26 სექ­ტემ­ბერ­ში ინ­გუ­შე­თის ლი­დე­რი იუ­ნუს-ბეკ ევ­კუ­რო­ვი და ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი შე­თან­ხმდნენ. შე­დე­გად, ჩეჩ­ნეთ­მა ინ­გუ­შე­თის ნა­დტე­რეჩ­ნის რა­ი­ო­ნი, ინ­გუ­შეთ­მა კი მალ­გო­ბეკს­კის რა­ი­ო­ნი მი­ი­ღო. თუმ­ცა, მა­ლე­ვე პრო­ტეს­ტის ტალ­ღამ ისევ იფეთ­ქა, რა­საც მას­შტა­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი მოჰ­ყვა და საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღაც მი­ჩუმ­და.

"კა­დი­რო­ვი ცდი­ლობს, დაგ­ვიმ­ტკი­ცოს, რომ პუ­ტინ­თან ახ­ლობ­ლო­ბის ფონ­ზე, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში უპ­რე­ცენ­დენ­ტო ლი­დე­რია და შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. ფაქ­ტია, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც მას უფრო ენ­დო­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ღეს­ტნე­ლი აქ­ტი­ვის­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ჩეჩნეთი და დაღესტანი ტერიტორიას ვერ იყოფენ - "ვინც საზღვრის ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ"

ჩეჩნეთი და დაღესტანი ტერიტორიას ვერ იყოფენ - "ვინც საზღვრის ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ"

დაღესტნისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით, წლების წინ დაწყებული კონფლიქტი გრძელდება. სასაზღვრო კონფლიქტი ამჯერად ყიზლიარში გამწვავდა. 10 ივნისს ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვართან საგზაო ნიშანი დამონტაჟდა წარწერით "ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვსკის რაიონი", რამაც დაღესტნელების აღშფოთება გამოიწვია. იმავე დღეს ადგილობრივთა ჯგუფმა საგზაო ნიშანი მოხსნა.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ექსპერტი ეკატერინე სოკირინსკაია მიიჩნევს, რომ სადაო ადგილას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაგომედ დაუდოვის მისვლამ, რომელთაც თან შეიარაღებული პირები ახლდათ, ვითარება უფრო მეტად გაამწვავა. იქ მყოფმა დაუდოვმა დარწუნებით თქვა, რომ ადგილზე ნიშანი ისევ დამონტაჟდება, რაზეც დაღესტნელებმა სოციალურ ქსელებში უპასუხეს - "ვნახოთ!". არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე დაღესტნელების ჯგუფი მორიგეობს. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, მათივე ინიციატივით დამონტაჟდა საგზაო ნიშანი წარწერით, "დაღესტნის რესპუბლიკა. ყიზლარის რაიონი". ამასთან, უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის საზღვარზე კიდევ ორი ნიშანი დაიდგა, ასევე დაღესტანში, ტარუმოვსკის რაიონში.

დაუდოვის განცხადებით, ორივე ნიშანი КамАЗ-ის დაღესტნელმა მძღოლმა მოგლიჯა, რომელსაც დაემქურა - თუ ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ გაბედავდა, ის თავად აღმოჩნდებოდა მისივე ავტომანქანის ბეტონის გადამამუშავებელ ავზში.

ეკატერინა სოკირინსკაიას თქმით, ინციდენტი რომელიმე მხრის მიერ ახალი საგზაო ნიშნის დადგმით ვერ ამოიწურება, რადგან გუშინ ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე, სადაო რაიონთან დაკავშირებით კადიროვმაც მუქარის ტონით ისაუბრა.

"ვინც ნიშანს მიეკარება, თითებს მოვამტვრევთ და ენას ამოვაძრობთ", - აღნიშნა მან, რასაც ექსპერტის ცნობით, უკამყოფილო კომენტარების ნიაღვარი მოჰყვა.

მისივე თქმით, ჩრდილოეეთ კავკასიაში საზღვრის დადგენა ყოველთვის ემოციური ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, დაღესტნელებს თავმოყვარეობაც აქვთ და სულელურ რიტორიკაზე ადეკვატურად რეაგირებენ და თუ ეს გაგრძელდება, რეაქციაც შესაბამისი იქნება და შუაში უბრალო ადამიანები გაიჭყლიტებიან.

ექსპერტი ამბობს, რომ საზღვრის დადგენაში უფროსი თაობა, საზოგადოების წევრები, რელიგიური პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩაერიონ, რათა პრობლემა მშვიდად, მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდეს.

საინფორმაციო სააგენტო Дербент-ის მთავარი რედაქტორის მილრად ფატულაევის ცნობით, კადიროვის მუქარას დაღესტნელების დაუგეგმავი აქცია მოჰყვა.

ამ ყველაფერს სხვა წინაპირობებიც ჰქონდა, დაუდოვმა გაკიცხა ყიზლიარის რაიონის მეთაური, ალექსანდრე პოგორელოვი, რომელმაც ვერ აუხსნა ადგილობრივ მოსახლეობას, თუ ვის ეკუთვნის ტერიტორია სინამდვილეში.

"თქვენი სოფლის ან სულაც რაიონის დეპუტატებს, სულაც მრჩევლებს შეხვედროდნენ, ამ პანიკას თავიდან ავიცილებდით", - განაცხადა მან ადგილობრივებთან შეხვედრაზე.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაუდოვი ამბობს, რომ გაუგებრობა ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის ყიზლარის ხელმძღვანელობის გამოა, რომელმაც ჩეჩნეთის სატყეო ფონდი უკანონოდ მიითვისა.

ყიზლარის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას მან ნიშნის მორიგ დემონტაჟზე განაცხადა, რომ "ეს მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება!", რაზეც ადგილობრივებმა მიუგეს, რომ "ახლაც მოხსნიდნენ და მისი სიკვდილის შემდეგაც". დაუდოვის თქმით, ჩეჩნეთი საკუთარ მიწას არ დათმობს, "ნიშნებს უკან დააბრუნებენ. რატომ? იმიტომ, რომ იქ უნდა იდგნენ". ამის შემდეგ, კადიროვის ბრძანებით, მოგვიანებით დაღესტნის საზღვართან ჩეჩენი ძალოვანები გამოჩნდნენ.

დაუდოვი, იგივე "ლორდი" ხისტი განცხადებებით გამოირჩევა. მას ჩრდილოეთ კავკასიაში კადიროვის მარჯვენა ხელსა და მისი დავალების უყოყმანოდ შემსრულებელს უწოდებენ. სწორედ დაუდოვის "ბიჭები", იგივე "კადიროვცები" ნადირობენ სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებზე. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებსაც გადასწვდა - ინსტრაგრამზე პოსტი განათავსა, სახელწოდებით "როგორ უნდა დავუმოკლოთ ენა ჟურნალისტებს".

დაღესტნელი უფლებადამცველების თქმით, რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაახლოებული კადიროვი უგებს დაღესტნის მთავრობას, ამიტომაც აქტიურობს მოსახლეობა და ცდილობს, ვითარება გააკონტროლოს. ამასთან, მათივე თქმით, საფრთხე ემუქრება იმ ავტომანქანის მძღოლსაც, რომელმაც ჩეჩნური მხარის მიერ დადგმული ნიშანი მოგლიჯა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩნეთს მეზობელ რესპუბლიკასთან სასაზღვრო პრობლემა აქვს. გასული წლის სექტემბერში ჩეჩნების მხრიდან ტერიტორიის მიტაცება ინგუშებმა მრავალრიცხოვანი აქციებით გააპროტესტეს. 2018 წლის 26 სექტემბერში ინგუშეთის ლიდერი იუნუს-ბეკ ევკუროვი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი შეთანხმდნენ. შედეგად, ჩეჩნეთმა ინგუშეთის ნადტერეჩნის რაიონი, ინგუშეთმა კი მალგობეკსკის რაიონი მიიღო. თუმცა, მალევე პროტესტის ტალღამ ისევ იფეთქა, რასაც მასშტაბური დაკავებები მოჰყვა და საპროტესტო ტალღაც მიჩუმდა.

"კადიროვი ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ პუტინთან ახლობლობის ფონზე, ჩრდილოეთ კავკასიაში უპრეცენდენტო ლიდერია და შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს. ფაქტია, რომ ცენტრალური ხელისუფლებაც მას უფრო ენდობა", - წერს სოციალურ ქსელში დაღესტნელი აქტივისტი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი