პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს
Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია Glovo, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2018 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ოპე­რი­რებს, ახალ სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას აა­ნონ­სებს, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პე­დე­ბი­სა და მსუ­ბუ­ქი მო­ტო­ციკ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო მოძ­რა­ო­ბის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნია Geosafety-სთან ერ­თად, შე­მუ­შავ­და სა­გან­გე­ბო ტრე­ნინ­გმო­დუ­ლი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია მო­პე­დე­ბი­სა და მსუ­ბუ­ქი მო­ტი­ციკ­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის. კამ­პა­ნია, რო­მელ­საც პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა, და­ი­წყე­ბა ივ­ნი­სის ბო­ლოს და­გეგ­მი­ლი პირ­ვე­ლი ტრე­ნინ­გე­ბის სე­სი­ით და შემ­დგომ­ში ის კვარ­ტალ­ში ერთხელ პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. ტრე­ნინ­გებ­ზე სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­სა და გზებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ. მას­ტერკლა­სე­ბი უფა­სოა და უმას­პინ­ძლებს არა მხო­ლოდ Glovo-ს პარტნი­ორ კუ­რი­ე­რებს, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს: ამა­ვე ინ­დუსტრი­ა­ში და­საქ­მე­ბულ­სა თუ უბ­რა­ლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია 14 ივ­ნისს, 10.00-ზე სას­ტუმ­რო „სტამ­ბა“-ში გა­ი­მარ­თე­ბა. პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეს­წრე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი, უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი და ცნო­ბი­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლი დათა ქა­ჯა­ია, ასე­ვე, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

„Glovo წე­ლი­წად­ზე ნაკ­ლე­ბია, რაც ბა­ზარ­ზე შე­მო­ვი­და, თუმ­ცა და­მა­ჯე­რებ­ლად და­ი­კა­ვა წამ­ყვა­ნი პო­ზი­ცია მი­წო­დე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში. კუ­რი­ე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა და ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მათი, ისე, ზო­გა­დად, გზებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი. მო­პე­დი შე­და­რე­ბით ახა­ლი ტრან­სპორ­ტის სა­ხე­ო­ბაა ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის და მის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა აშ­კა­რად იგ­რძნო­ბო­და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ი­ბა­და ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს ტრე­ნინ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ღია იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის, დიდ როლს შე­ი­ტანს ქა­ლა­ქის სატ­რან­სპორ­ტო ეკო­სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში“. - გიგა ქერ­ქა­ძე, Glovo სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს

მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას აანონსებს, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მოპედებისა და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად, შემუშავდა საგანგებო ტრენინგმოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედებისა და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებისთვის. კამპანია, რომელსაც პერმანენტული ხასიათი ექნება, დაიწყება ივნისის ბოლოს დაგეგმილი პირველი ტრენინგების სესიით და შემდგომში ის კვარტალში ერთხელ პერიოდულობით გაგრძელდება. ტრენინგებზე საუბარი იქნება მოძრაობის წესებსა და გზებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის შესახებ. მასტერკლასები უფასოა და უმასპინძლებს არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს.

პროექტის პრეზენტაცია 14 ივნისს, 10.00-ზე სასტუმრო „სტამბა“-ში გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრება „საქართველოს ალიანსი, უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი და ცნობილი ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, ასევე, მედიის წარმომადგენლები.

„Glovo წელიწადზე ნაკლებია, რაც ბაზარზე შემოვიდა, თუმცა დამაჯერებლად დაიკავა წამყვანი პოზიცია მიწოდებისა და მომსახურების სფეროში. კურიერების რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც მათი, ისე, ზოგადად, გზებზე უსაფრთხოების საკითხები. მოპედი შედარებით ახალი ტრანსპორტის სახეობაა ჩვენი ქალაქისთვის და მის მართვასთან დაკავშირებული თავისებურებებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა, აქედან გამომდინარე, დაიბადა ჩვენი ინიციატივა. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრენინგები, რომლებიც ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, დიდ როლს შეიტანს ქალაქის სატრანსპორტო ეკოსისტემის გაუმჯობესებაში“. - გიგა ქერქაძე, Glovo საქართველოს გენერალური დირექტორი.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის