"ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილის პოსტზე დაინიშნა. როგორც ცნობილია, ხაჩიძე ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით იმუშავებს.
გუშინ ხაჩიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ საკუთარ ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მიზერული ხელფასი" აქვს. მისივე ინფორმაციით, რწმუნებულის მოადგილის ანაზღაურება 1 500 ლარია. "მიზერული ხელფასი მაქვს. ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, დაახლოებით იმდენი მაქვს ხელფასი" - თქვა ხაჩიძემ.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რეალურად რა ანაზღაურება ექნება ზურაბ ხაჩიძეს აღნიშნულ პოსტზე, ამისთვის კანონი მოვიშველიეთ, რომელიც რწმუნებულებისა და მათი ადმინისტრაციის თანამშრომელთა სარგოს ოდენობას არეგულირებს.
კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით.
აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ მთავრობამ დადგენილება მიმდინარე წლის 28 მაისს მიიღო, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგო თვეში - 5 900 ლარი, წლის განმავლობაში - 70 800 ლარითაა განსაზღვრული წაიკითხეთ ვრცლად