პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოტალიზატორში წაგების გამო, ვლადიკავკაზში ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იყო გასროლაც
ტოტალიზატორში წაგების გამო, ვლადიკავკაზში ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იყო გასროლაც

ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს ვლა­დი­კავ­კაზ­ში ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო გას­რო­ლაც.

რო­გორც ოსუ­რი მე­დია წერს, ჩხუ­ბი არა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­თა ე.წ. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთ-ერ­თმა პირ­მა, რო­მელ­საც ოსი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ფსო­ნი ჰქონ­და და­დე­ბუ­ლი, ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ში წა­ა­გო.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სპორ­ტის, ახალ­გაზ­რდო­ბის და ტუ­რიზ­მის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სერ­გეი ზა­სა­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლან.

„ფეხ­ბურ­თე­ლებს კონ­ფლიქ­ტი გარ­კვე­უ­ლი მოკ­ლე­ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის გამო მო­უ­ვი­დათ. ბი­ჭე­ბის­გან ვიცი, რომ მათ გა­უგ­ზავ­ნეს სმს-ი უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით. სა­უ­ბა­რი იყო არა ვინ­მე კონ­კრე­ტულ­ზე, არა­მედ მთელს გუნ­დზე. ბი­ჭებს სურ­დათ და­ლა­პა­რა­კე­ბა უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის ავ­ტო­რებ­თან. მათ­თან ერ­თად კი იყო მი­სუ­ლი ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რომ­ლებ­საც ია­რა­ღი ჰქონ­დათ. ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა დიდი გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნეს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მათ კარ­გად იშ­რო­მეს და მო­ი­გეს, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლი ამ ფაქ­ტმა გა­და­ფა­რა. სრო­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მას­ში, რო­გორც მოწ­მე­ე­ბი ისე ფი­გუ­რი­რე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. სპორ­ტის, ახალ­გაზ­რდო­ბის და ტუ­რიზ­მის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ცნო­ბის­თვის, არა­ღი­ა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ვლა­დი­კავ­კაზ­ში 9 ივ­ნისს დას­რულ­და. ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნეთ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­სა და და­სავ­ლეთ სომ­ხე­თის გუნ­დე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მატ­ჩი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ტოტალიზატორში წაგების გამო, ვლადიკავკაზში ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იყო გასროლაც

ტოტალიზატორში წაგების გამო, ვლადიკავკაზში ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იყო გასროლაც

ცხინვალის რეგიონის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ვლადიკავკაზში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოსური მედიის ინფორმაციით, იყო გასროლაც.

როგორც ოსური მედია წერს, ჩხუბი არაღიარებულ რესპუბლიკათა ე.წ. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ოსი ფეხბურთელების წინააღმდეგ ფსონი ჰქონდა დადებული, ტოტალიზატორში წააგო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელის, სერგეი ზასაევის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ფეხბურთელები არ დაშავებულან.

„ფეხბურთელებს კონფლიქტი გარკვეული მოკლეტექსტური შეტყობინების გამო მოუვიდათ. ბიჭებისგან ვიცი, რომ მათ გაუგზავნეს სმს-ი უცენზურო გამონათქვამებით. საუბარი იყო არა ვინმე კონკრეტულზე, არამედ მთელს გუნდზე. ბიჭებს სურდათ დალაპარაკება უცენზურო გამონათქვამების ავტორებთან. მათთან ერთად კი იყო მისული ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც იარაღი ჰქონდათ. ჩვენმა ბიჭებმა დიდი გმირობა ჩაიდინეს ჩემპიონატზე. მათ კარგად იშრომეს და მოიგეს, თუმცა გამარჯვების სიხარული ამ ფაქტმა გადაფარა. სროლის საქმეზე გამოძიება დაიწყო და ფეხბურთელები მასში, როგორც მოწმეები ისე ფიგურირებენ“, - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, არაღიარებულ სახელმწიფოთა მსოფლიო ჩემპიონატი ვლადიკავკაზში 9 ივნისს დასრულდა. ფინალში ერთმანეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და დასავლეთ სომხეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი