ავტორი:

ცნობილი რუსი ჰოკეისტის 15 წლის შვილმა, სავარაუდოდ, საკუთარი დედა მოკლა

ცნობილი რუსი ჰოკეისტის 15 წლის შვილმა, სავარაუდოდ, საკუთარი დედა მოკლა

ლენინგრადის ოლქში დააკავეს 15 წლის მოზარდი, რომელიც დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

45 წლის ქალის ცხედარი სოფელ ნოვაია რომანოვკაში, სახლში იპოვეს. ამასთან, სახლში იმყოფებოდა მძიმედ დაჭრილი 18 წლის ბიჭიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმე მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

სამართალდამცავ ორგანოებში ამბობენ, რომ გარდაცვლილი ქალი ცნობილი რუსი ჰოკეისტის, მაქსიმ სოკოლოვის ცოლია.

გამომძიებლებმა მათი შვილი დააკავეს და დაკითხეს. მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიის შესახებ ბიჭმა გამოძიებას დეტალურად უამბო. ამჟამად დანაშაულის გარემოებები დგინდება და მოგვიანებით, ექსპერტიზა დაინიშნება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"