ავტორი:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს და ზღვებზე, ტბებსა და მდინარეებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ: ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაიცავით კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები.

ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.

თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი