საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესელია თუ ოქრუაშვილი - ვისი პოლიტიკური პარტია გახდება "მესამე ძალა"?
ბესელია თუ ოქრუაშვილი - ვისი პოლიტიკური პარტია გახდება "მესამე ძალა"?

2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი უკვე აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ასო­ბით პარ­ტი­ას ბოლო ერთ კვი­რა­ში კი­დევ ორი შე­ე­მა­ტა - თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაბ­რუნ­და, "ოც­ნე­ბი­დან" წა­სულ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ კი, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ახა­ლი პარ­ტია და­ა­ფუძნა.

11 ივ­ნისს ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლის წევ­რე­ბი ბევ­რის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბიც არი­ან: ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის ყო­ფი­ლი წევ­რი გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კოტე კე­მუ­ლა­რია, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი, კო­მი­კო­სი ნიკა რა­მიშ­ვი­ლი (დრუ­პი) და სხვე­ბი.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თქვა, რომ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში იმუ­შა­ვე­ბენ, ივ­ლი­სის ბო­ლო­დან კი რე­გი­ო­ნებს მო­ივ­ლი­ან "სო­ფელ-სო­ფელ, ქუჩა-ქუჩა, კარ­და­კარ".

მი­სი­ვე თქმით, "ჩვენ ამ­ბი­ცია გვაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის დიდი მოძ­რა­ო­ბა შევ­ქმნათ. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც გა­უ­საძ­ლი­სად მი­აჩ­ნი­ათ ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვენ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ნე­ბის­მი­ერ წევრთან, რო­მე­ლიც და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს".

ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ ამ­ცნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ იგი ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის იწყებს და თა­ნა­მო­აზ­რებ­თან ერ­თად, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ბე­სე­ლი­ამ და­ა­ა­ნონ­სა, რომ 20 ივ­ნისს პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბის დღეს, ამომ­რჩე­ვე­ლი ახალ პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ბევრ ახალ სა­ხეს იხი­ლავს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც. ეკა ბე­სე­ლია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას რო­მე­ლიც მან წა­მო­ი­წყო, ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თუ ეკა ბე­სე­ლია - ვინ უფრო შეძ­ლებს ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­გე­ბას? მათი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი AMBEBI.GE-მ ექ­სპერ­ტებ­სა და პო­ლი­ტო­ლო­გებს შე­ა­ფა­სე­ბი­ნა.

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, ორი­ვე მათ­განს გა­უ­ჭირ­დე­ბა ე.წ მე­სა­მე ძა­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა:

„არ­სე­ბობს ამომ­რჩევ­ლის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლის­თვი­საც რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ისე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მი­უ­ღე­ბე­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და ელექ­ტო­რატ­ში, არის მო­თხოვ­ნა "მე­სა­მე ძა­ლა­ზე". ეს იცი­ან რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ისე ოპო­ზი­ცი­ა­ში და იცი­ან მა­თაც, ვინც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ქმნი­ან. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცდი­ლობს ყვე­ლა, რო­გორ­მე მო­ი­ზი­დოს ელექ­ტო­რა­ტი, მაგ­რამ იმას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გენ­დონ, სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი, იდეა და ბევ­რი რამ. პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­მნე­ბა, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს ამ ხმებს.

ორი­ვე პარ­ტი­ა­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი აქვთ იმი­ჯი და რე­ი­ტინ­გიც, მაგ­რამ არ­ცერთ მათ­განს არ გაჩ­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი, რო­მე­ლიც მი­ზუ­დუ­ლო­ბის ძა­ლად იქ­ცე­ვა. მე­ეჭ­ვე­ბა, რო­მე­ლი­მე ეს ძალა გახ­დეს მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი. პარ­ტი­ე­ბის შექ­მნა გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ლი­ტი­კურ სპექტრში ვერ ვხე­დავ იმ ბირ­თვს, რომ­ლის გარ­შე­მოც შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­დეს პარ­ტი­ე­ბის რა­ღაც ჯგუ­ფი და იქ­ცეს ცენ­ტრად.

ყვე­ლას ექ­ნე­ბა პრე­ტენ­ზია, რომ იქ­ნე­ბა მე­სა­მე ძალა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ჯერ ამის კონ­ტუ­რე­ბიც არ ჩანს - შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, თუ რა გა­დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მოხ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში.

დღეს გან­ლა­გე­ბა ასე­თია: პირ­ველ ად­გილ­ზეა „ოც­ნე­ბა“, მე­ო­რე­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, მე­სა­მე­ზეა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო.“ 3%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსსაც“. და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი ჯერ­ჯე­რო­ბით ერთ დო­ნე­ზეა“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შან­სებ­ზე პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა უჭირს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე­საც, თუმ­ცა ფიქ­რობს, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მაიკ პომ­პე­ოს გან­ცხა­დე­ბა, ოპო­ზი­ცი­ას და­მა­ტე­ბი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რას უხ­სნის.

პომ­პე­ოს გან­ცხა­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლოს, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო. ეს გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს იმას, რო­მე­ლიც ობა­მამ და კლინ­ტონ­მა გა­ა­კე­თეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რე­ბის დროს. შან­სე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის­თვის, თუმ­ცა ბევ­რი რამ პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­ი­თან­ხმე­ბენ თუ არა ამე­რი­კე­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ სის­ტე­მა­ზე რომ გა­და­ვიდ­ნენ. თუ და­ი­თან­ხმეს, ამ ახ­ლად შექ­მნი­ლი პარ­ტი­ე­ბი­დან ზო­გი­ერთს 3%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

ამავდრო­უ­ლად რჩე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ამ და­ბალ­მა ბა­რი­ერ­მა ბევ­რი გა­აბ­რიყ­ვოს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი არ არის შე­უ­ზღუ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბის. ყვე­ლას თუ იმის ილუ­ზია ექ­ნე­ბა, რომ 3%-ს გა­და­ლა­ხავს და მი­ი­ღებს არ­ჩევ­ნებ­ში ცალ-ცალ­კე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მასა და­იქ­საქ­სე­ბა და ძა­ლი­ან ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა.

რო­დე­საც ამომ­რჩე­ვე­ლი მი­დის არ­ჩევ­ნებ­ზე, ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, შე­უძ­ლია თუ არა ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას გა­მარ­ჯვე­ბა. თუკი ამ ადა­მი­ან­თა ჯგუფს აქვს გარ­კვე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, მეტი შან­სი აქვს, ამომ­რჩე­ვე­ლი და­არ­წმუ­ნოს, რომ ამ­ჯე­რა­დაც გა­ი­მარ­ჯვებს. შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რომ­ლე­ბიც იბ­რძო­ლე­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. მაგ­რამ, რა პო­ლი­ტი­კუ­რი წონა ექ­ნე­ბათ ამ ძა­ლებს ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, ამის თქმა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

ბევ­რი რამ იმა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა დო­ზით გა­აბ­რა­ზებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამე­რი­კას. თუ ეს გაბ­რა­ზე­ბა ისე­თი იქნა, რომ ყელ­ში ამო­უ­ვი­დათ - ამე­რი­კა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყებს პარტნი­ო­რე­ბის ძებ­ნას, რომ­ლე­ბი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა ჩა­ნაც­ვლდეს. ამე­რი­კე­ლე­ბი და­ი­წყე­ბენ ისე­თი პარ­ტი­ის ძებ­ნას, ვი­საც გა­მარ­ჯვე­ბის მეტ-ნაკ­ლე­ბი შან­სი აქვს" - გვი­თხრა ლა­გა­ზი­ძემ.

სიმართლეს
0

თუ უბედურება გაუკეთეს ოქროაშვილს ისევ ნაცებთან რატომ არის? რაღაც სისულელე გამოდის. არაფერიც არ გაუკეთებიათ ტუტუცები არიან , ქურდები და მკვლელები. ამათ ვინც ხმას აძლევს ის გიჟია.

ავტორი:

ბესელია თუ ოქრუაშვილი - ვისი პოლიტიკური პარტია გახდება "მესამე ძალა"?

ბესელია თუ ოქრუაშვილი - ვისი პოლიტიკური პარტია გახდება "მესამე ძალა"?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური სპექტრი უკვე აქტიურად ემზადება.

ქვეყანაში არსებულ ასობით პარტიას ბოლო ერთ კვირაში კიდევ ორი შეემატა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა, "ოცნებიდან" წასულმა ეკა ბესელიამ კი, თანამოაზრეებთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა.

11 ივნისს ოქრუაშვილმა საზოგადოებას „გამარჯვებული საქართველო" წარუდგინა, რომლის წევრები ბევრისთვის კარგად ნაცნობი სახეებიც არიან: ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, კომიკოსი ნიკა რამიშვილი (დრუპი) და სხვები.

ირაკლი ოქრუაშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ერთი თვის განმავლობაში თბილისში იმუშავებენ, ივლისის ბოლოდან კი რეგიონებს მოივლიან "სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ".

მისივე თქმით, "ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც გაუსაძლისად მიაჩნიათ ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს".

ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ამცნო საზოგადოებას, რომ იგი ბრძოლას სამართლიანობისთვის იწყებს და თანამოაზრებთან ერთად, ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა. ბესელიამ დააანონსა, რომ 20 ივნისს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დღეს, ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ბევრ ახალ სახეს იხილავს, მათ შორის ჟურნალისტებსაც. ეკა ბესელია ირწმუნება, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლას რომელიც მან წამოიწყო, ბოლომდე მიიყვანს.

ირაკლი ოქრუაშვილი თუ ეკა ბესელია - ვინ უფრო შეძლებს ამომრჩევლის გულის მოგებას? მათი პოლიტიკური მომავალი AMBEBI.GE-მ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს შეაფასებინა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ორივე მათგანს გაუჭირდება ე.წ მესამე ძალის სტატუსის მოპოვება:

„არსებობს ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა, რომლისთვისაც როგორც „ქართული ოცნება“ ისე „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელია. მოსახლეობაში და ელექტორატში, არის მოთხოვნა "მესამე ძალაზე". ეს იციან როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და იციან მათაც, ვინც პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან. სწორედ აქედან გამომდინარე ცდილობს ყველა, როგორმე მოიზიდოს ელექტორატი, მაგრამ იმას, რომ ადამიანები გენდონ, სჭირდება პოლიტიკური კაპიტალი, იდეა და ბევრი რამ. პარტიები, რომლებიც იქმნება, მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიიღებს ამ ხმებს.

ორივე პარტიაში ქართული პოლიტიკის ძველი სახეები არიან, რომელთაც დამკვიდრებული აქვთ იმიჯი და რეიტინგიც, მაგრამ არცერთ მათგანს არ გაჩნია პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც მიზუდულობის ძალად იქცევა. მეეჭვება, რომელიმე ეს ძალა გახდეს მიზიდულობის ცენტრი. პარტიების შექმნა გაგრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ იმ ბირთვს, რომლის გარშემოც შეიძლება გაერთიანდეს პარტიების რაღაც ჯგუფი და იქცეს ცენტრად.

ყველას ექნება პრეტენზია, რომ იქნება მესამე ძალა, მაგრამ რეალურად ჯერ ამის კონტურებიც არ ჩანს - შემოდგომაზე გამოჩნდება, გამოიკვეთება, თუ რა გადაჯგუფებები მოხდება ოპოზიციაში.

დღეს განლაგება ასეთია: პირველ ადგილზეა „ოცნება“, მეორეზე „ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზეა „ევროპული საქართველო.“ 3%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება „პატრიოტთა ალიანსსაც“. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ჯერჯერობით ერთ დონეზეა“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ვახტანგ ძაბირაძემ.

ეკა ბესელიასა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური პარტიის შანსებზე პროგნოზის გაკეთება უჭირს ხათუნა ლაგაზიძესაც, თუმცა ფიქრობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება, ოპოზიციას დამატებითი შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის.

პომპეოს განცხადებამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს, მათ შორის პოლიტიკური გარემო. ეს განცხადება ძალიან ჰგავს იმას, რომელიც ობამამ და კლინტონმა გააკეთეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრების დროს. შანსები ფართოვდება ოპოზიციური სპექტრისთვის, თუმცა ბევრი რამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე იქნება დამოკიდებული, დაითანხმებენ თუ არა ამერიკელები ხელისუფლებას ამ სისტემაზე რომ გადავიდნენ. თუ დაითანხმეს, ამ ახლად შექმნილი პარტიებიდან ზოგიერთს 3%-იანი ბარიერის გადალახვის საშუალება ექნება.

ამავდროულად რჩება საშიშროება, რომ ამ დაბალმა ბარიერმა ბევრი გააბრიყვოს იმ თვალსაზრისით, რომ ამომრჩეველი არ არის შეუზღუდავი რაოდენობის. ყველას თუ იმის ილუზია ექნება, რომ 3%-ს გადალახავს და მიიღებს არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას, მასა დაიქსაქსება და ძალიან ბევრი იმედგაცრუებული დარჩება.

როდესაც ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ითვალისწინებს იმას, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას გამარჯვება. თუკი ამ ადამიანთა ჯგუფს აქვს გარკვეული გამარჯვებები, მეტი შანსი აქვს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ამჯერადაც გაიმარჯვებს. შემოდგომაზე გამოჩნდება კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც იბრძოლებენ არჩევნებისთვის. მაგრამ, რა პოლიტიკური წონა ექნებათ ამ ძალებს ამ გადასახედიდან, ამის თქმა ძალიან ძნელია.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რა დოზით გააბრაზებს ხელისუფლება ამერიკას. თუ ეს გაბრაზება ისეთი იქნა, რომ ყელში ამოუვიდათ - ამერიკა სერიოზულად დაიწყებს პარტნიორების ძებნას, რომლებითაც ხელისუფლება უნდა ჩანაცვლდეს. ამერიკელები დაიწყებენ ისეთი პარტიის ძებნას, ვისაც გამარჯვების მეტ-ნაკლები შანსი აქვს" - გვითხრა ლაგაზიძემ.

"რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ...  საქართველოში შეიძლება უკიდურესად სახიფათო სკანდალი მოხდეს" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ბაჩალიაშვილის დედის განცხადებებს?

"დაისაჯონ ინალ ჯაბიევის მკვლელები" -  არეულობა ცხინვალში, პროტესტანტებმა დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა