სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბერძნეთში საქართველოდან არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი" - ელჩი ემიგრანტების ლეგალური ბინადრობისა და დასაქმების პროცესზე
"საბერძნეთში საქართველოდან არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი" - ელჩი ემიგრანტების ლეგალური ბინადრობისა და დასაქმების პროცესზე

სა­ბერ­ძნეთ­ში ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დად არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­ხე­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ელ­ჩოს ფუნ­ქცი­აა, შე­იქ­მნას პლატ­ფორ­მა, სა­დაც ბერ­ძე­ნი და ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი შრო­მის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, გა­მოკ­ვე­თენ იმ სფე­რო­ებს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს შრო­მი­თი ბა­ზა­რი გა­ვუხ­სნათ.

„ახლა ექ­სპერ­ტე­ბის ჯე­რია გან­სა­ზღვრონ, პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით სად შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­საქ­მე­ბა. მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მიმ­დი­ნა­რე კვი­რას უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ექ­სპერტთა შეხ­ვედ­რა ათენ­ში, თუმ­ცა ევ­რო­კავ­ში­რის არ­ჩევ­ნებ­მა აქ პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი შე­არ­ყია და ექ­სპერ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა გა­და­ვად­და“, - აღ­ნიშ­ნავს ელჩი.

იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ლე­გა­ლუ­რი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მა­ზეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ სა­ელ­ჩოს მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ამ ეტაპ­ზე სწო­რედ არის ის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­ქა­ლა­ქე ფლობ­დეს სა­ბერ­ძნეთ­ში ლე­გა­ლუ­რი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვას.

„თა­ვად სა­ბერ­ძნეთს აქვს არ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, რომ მე­სა­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­მარ­ტი­ვე­ბა მოხ­დეს ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის. ჩვენ ამ უწყე­ბას­თან მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ. თა­ვის მხრივ, ჩვენ თვი­თო­ნაც ვუ­ზი­ა­რებთ სა­მი­ნის­ტროს ჩვენ გა­მოც­დი­ლე­ბას და გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვაძ­ლევთ, რო­მე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა. მხო­ლოდ 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს 5008 მო­ქა­ლა­ქემ მი­ი­ღო სა­ბერ­ძნეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ლე­გა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, რაც მე მაძ­ლევს იმის იმედს, რომ ეს ტენ­დენ­ცია მო­მა­ვალ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

ბერ­ძნუ­ლი მხა­რე ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბით გვე­თა­ნამ­შრომ­ლე­ბა. ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვის ვა­დე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნონ იმის­თვის, რომ გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვის ვა­დე­ბი შემ­ჭიდ­როვ­დეს და სა­დაც და­მა­ტე­ბი­თი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სია სა­ჭი­რო, ამა­ტე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ელჩმა.

იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვევბზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ზოგ­ჯერ, ბერ­ძნუ­ლი პრე­სა კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­გან იგებს და მას­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

მისი თქმით, ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას სა­ბერ­ძნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში.

„თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავ. კრი­მი­ნა­ლის პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს სა­ბერ­ძნეთ­ში. 2017 წელს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ხელი მო­ე­წე­რა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ერ­თობ­ლივ შე­თან­ხმე­ბას. ეს ბრძო­ლა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­ო­რე მხრივ, სა­ერ­თო ამო­ცა­ნაა, რომ ამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლის შე­დე­გებ­მა არ პო­ვოს იმ ტი­პის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ბერ­ძულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც და­ა­ზი­ა­ნებს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯს და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყოფ­ნას სა­ბერ­ძნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას სა­ბერ­ძნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად არ ვრცელ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში. ზოგ­ჯერ ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა კრი­მი­ნა­ლურ შემ­თხვე­ვებ­ზე, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­გან იგებს და მას­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულს არ აქვს ეროვ­ნე­ბა. ეს ზო­გა­დი პრობ­ლე­მაა. ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ამ გა­მოწ­ვე­ვის და­სა­მარ­ცხებ­ლად, თუმ­ცა ამ პრო­ცეს­მა არ უნდა და­ა­ზი­ა­ნოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმი­ჯი სა­ბერ­ძნეთ­ში და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი“, - აცხა­დებს ელჩი.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საბერძნეთში საქართველოდან არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი" - ელჩი ემიგრანტების ლეგალური ბინადრობისა და დასაქმების პროცესზე

"საბერძნეთში საქართველოდან არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი" - ელჩი ემიგრანტების ლეგალური ბინადრობისა და დასაქმების პროცესზე

საბერძნეთში ამ ეტაპზე ძირითადად არაკვალიფიციური მუშახელია წარმოდგენილი საქართველოდან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, საელჩოს ფუნქციაა, შეიქმნას პლატფორმა, სადაც ბერძენი და ქართველი ექსპერტები შრომის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, გამოკვეთენ იმ სფეროებს, სადაც შეიძლება ერთმანეთს შრომითი ბაზარი გავუხსნათ.

„ახლა ექსპერტების ჯერია განსაზღვრონ, პროფესიული კუთხით სად შეუძლია საქართველოს მოქალაქეს დასაქმება. მუშაობა მიმდინარეობს. მიმდინარე კვირას უნდა ჩატარებულიყო ექსპერტთა შეხვედრა ათენში, თუმცა ევროკავშირის არჩევნებმა აქ პოლიტიკური ლანდშაფტი შეარყია და ექსპერტების შეხვედრა გადავადდა“, - აღნიშნავს ელჩი.

იოსებ ნანობაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საელჩოს მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე სწორედ არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფლობდეს საბერძნეთში ლეგალური ბინადრობის ნებართვას.

„თავად საბერძნეთს აქვს არჩეული პოლიტიკა, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის გამარტივება მოხდეს ბინადრობის უფლების მინიჭების. ჩვენ ამ უწყებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. თავის მხრივ, ჩვენ თვითონაც ვუზიარებთ სამინისტროს ჩვენ გამოცდილებას და გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომელი სოციალური ჯგუფებისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს სოციალური ბინადრობის უფლების გამარტივება. მხოლოდ 2018 წელს საქართველოს 5008 მოქალაქემ მიიღო საბერძნეთში ბინადრობის ლეგალური უფლება, რაც მე მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ტენდენცია მომავალში გაგრძელდება.

ბერძნული მხარე ძალიან კეთილგანწყობით გვეთანამშრომლება. ხდება საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვის ვადების დაჩქარება. მაქსიმალურად ცდილობს, რომ არსებული რესურსი გამოიყენონ იმისთვის, რომ განცხადებების განხილვის ვადები შემჭიდროვდეს და სადაც დამატებითი ადამიანური რესურსია საჭირო, ამატებენ თანამშრომლებს", - განაცხადა ელჩმა.

იოსებ ნანობაშვილმა კრიმინალურ შემთხვევბზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგჯერ, ბერძნული პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ, ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა საქართველომ მიაღწია შეთანხმებას საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დანაშაულის შესახებ, რომელშიც საქართველოს მოქალაქე არის დაფიქსირებული, მაქსიმალურად არ ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივ მედიასაშუალებებში.

„თვალს ვერ დავხუჭავ. კრიმინალის პრობლემა ნამდვილად არსებობს საბერძნეთში. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ შეთანხმებას. ეს ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. მეორე მხრივ, საერთო ამოცანაა, რომ ამ წარმატებული ბრძოლის შედეგებმა არ პოვოს იმ ტიპის გამოხმაურება ბერძულ საზოგადოებაში, რომელიც დააზიანებს დღევანდელ საქართველოს იმიჯს და ჩვენი თანამოქალაქეების ყოფნას საბერძნეთის რესპუბლიკაში. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში და დანაშაულის შესახებ, რომელშიც საქართველოს მოქალაქე არის დაფიქსირებული, მაქსიმალურად არ ვრცელდება ადგილობრივ მედიასაშუალებებში. ზოგჯერ ადგილობრივი პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს. ორგანიზებულ დანაშაულს არ აქვს ეროვნება. ეს ზოგადი პრობლემაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ გამოწვევის დასამარცხებლად, თუმცა ამ პროცესმა არ უნდა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი საბერძნეთში და ჩვენი თანამოქალაქეების საცხოვრებელი პირობები“, - აცხადებს ელჩი.

წაიკითხეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"