პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

9

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:58-ზე, მთვარე კუროშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. დღეს ადამიანი მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, იმდენი ხელფასი მაქვს" - როგორია ზურა ხაჩიძის გეგმები სამცხე-ჯავახეთში და გაყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე
"ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, იმდენი ხელფასი მაქვს" - როგორია ზურა ხაჩიძის გეგმები სამცხე-ჯავახეთში და გაყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე

"ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი, მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე გუ­შინ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მე­სა­მე მო­ად­გი­ლის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა. მის­თვის დღეს პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე იყო. რა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს რე­გი­ონ­ში მომ­ღე­რა­ლი და გაჰ­ყვე­ბა თუ არა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მე­უღ­ლე ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია, ამის შე­სა­ხებ ზურა ხა­ჩი­ძე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

- ზურა, რო­გორ ჩა­ი­ა­რა პირ­ველ­მა სა­მუ­შაო დღემ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლის რან­გში?

- დღეს გუ­ბერ­ნა­ტორ­თან ერ­თად ინ­ვეს­ტო­რებს შევ­ხვდით. რე­გი­ონ­ში ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იყო, რო­მე­ლიც ბა­ტონ ბესო ამი­რა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად კარ­გად და­ვა­ლა­გეთ. ასე რომ, პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე პო­ზი­ტი­უ­რად და­ი­წყო.

- მე­უღ­ლე, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია გა­მოგ­ყვე­ბათ რე­გი­ონ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად?

- მარ­ტო გად­მო­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად ბორ­ჯომ­ში, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი თბი­ლის­ში დარ­ჩნენ. ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი - ანას­ტა­სია სწავ­ლობს, გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ბორ­ჯომ­ში ვერ გად­მო­ვიყ­ვან­დით.

- შე­ა­თან­ხმეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- როცა ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რებს ვე­სა­უბ­რე. მათ იცი­ან, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის ჩემი რე­გი­ო­ნი და შე­სა­ბა­მი­სად მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ჩემი არ სჯე­რა, მაგ­რამ ჩე­მამ­დეც ინიშ­ნე­ბოდ­ნენ მომ­ღერ­ლე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად გოგა ხა­ჩი­ძე და მან იმ რე­გი­ო­ნის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თა. ზუს­ტად ის მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩა­მა­ბა­რეს, რა­საც 25 წე­ლია ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მის­თვის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მზად ვარ ყვე­ლა­ფე­რი პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლო.

- ბევ­რი ფიქ­რობს, რომ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი გექ­ნე­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით რა ოდე­ნო­ბის ხელ­ფა­სი და­გი­ნიშ­ნეს?

- მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სი მაქვს. ერთ კონ­ცერ­ტში რა­საც ვი­ღებ, და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი მაქვს ხელ­ფა­სი. თქვენ იცით, ბოლო წლებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბიც ხში­რად მქონ­და ამე­რი­კა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში და სხვა ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ისე მიყ­ვარს ჩემი რე­გი­ო­ნი, მირ­ჩევ­ნია მას გა­მო­ვად­გე. აქ ბევ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა ასათ­ვი­სე­ბე­ლი, მო­სა­ზი­დია ინ­ვეს­ტო­რე­ბი და ა.შ. თუ ერთ აგურს მა­ინც დავ­დებ რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ეს ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა და პა­სუ­ხი იმ ხალ­ხზე, ვინც გა­მაკ­რი­ტი­კა.

- წარ­მო­შო­ბით ბორ­ჯო­მე­ლი ხარ და კარ­გად იც­ნობ რე­გი­ო­ნის პრობ­ლე­მებს, რა არის პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა რე­გი­ონ­ში?

- მე არა­ერ­თხელ ვი­ყა­ვი კან­დი­და­ტი ჩემს რე­გი­ონ­ში, ვიცი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პრობ­ლე­მე­ბი. პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ დღეს მი­ვე­ცი ად­გი­ლობ­რივ რა­დი­ოს, პი­რო­ბა დავ­დე - ჩემი კარი ღია იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ვი­საც უნდა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს და ა.შ. მათ მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბათ ჩემ­გან, ასე­ვე გუ­ბერ­ნა­ტო­რის­გან და სრუ­ლი­ად მთავ­რო­ბის­გან. მად­ლო­ბა ყვე­ლას ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის, ვეც­დე­ბი მათი ნდო­ბა გა­ვა­მარ­თლო. რო­გორც ყველ­გან ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის პრობ­ლე­მაც უმუ­შევ­რო­ბაა. და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მას ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვის გა­რე­შე ვერ გა­დავ­ჭრით. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, გო­გირ­დის წყლე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბი და ა.შ. შე­ვეც­დე­ბით ინ­ვეს­ტო­რე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ და სამ­სა­ხუ­რიც გაჩ­ნდე­ბა. რე­გი­ო­ნი უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა. ასე­ვე ვა­პი­რებ, გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით ვი­მუ­შაო, მინ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მო­ე­წყოს ცნო­ბილ მწერ­ლებ­თან, სე­ზონ­ზე და­ი­გეგ­მოს კონ­ცერ­ტე­ბი, ასე­ვე მინ­და ბორ­ჯო­მის პარკში დის­კო­ტე­კა გა­კეთ­დეს, რის­თვი­საც ინ­ვეს­ტო­რია სა­ჭი­რო. ამ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გარ­თო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, სამ დღე­ში მი­დი­ან რე­გი­ო­ნი­დან. ბევ­რი კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვის გაჟ­ღე­რე­ბას ვა­პი­რებ, რა­საც ეტა­პობ­რი­ვად გა­ი­გებთ.

- ვის­თან ერ­თად იცხოვ­რებთ ბორ­ჯომ­ში, არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ყოფ­ნა?

- და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა­საც მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, მე ამ კა­ბი­ნეტ­ში დიდ­ხანს გამ­ჩე­რე­ბე­ლი არ ვარ, მინ­და საქ­მე ვა­კე­თო. მივ­ხე­დავ ჩემს თავს, არაა პრობ­ლე­მა.

- ცნო­ბი­ლია, რომ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" ცოტა ხნის წინ ახალ კლიპ­ზე მუ­შა­ობ­დით, რო­დის გა­მო­ვა კლი­პი, თუ მი­ი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და რა ბედი ეწე­ვა ჯგუფს?

- "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" ჩემს გა­რე­შე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­აგ­რძე­ლე­ბენ სიმ­ღე­რას. რაც შე­ე­ხე­ბა კლიპს, კლი­პი გა­და­ვი­ღეთ ახა­ლი და ერთი კად­რის გა­და­ღე­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი. არ მინ­და ბი­ჭებს ვა­წყე­ნი­ნო, ამი­ტომ როცა სამ­სა­ხურ­ში დავ­ლაგ­დე­ბი, კლი­პის გა­და­ღე­ბა­საც და­ვას­რუ­ლებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მოქალაქეები მაცხოვრის შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ
ავტორი:

"ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, იმდენი ხელფასი მაქვს" - როგორია ზურა ხაჩიძის გეგმები სამცხე-ჯავახეთში და გაყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე

"ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, იმდენი ხელფასი მაქვს" - როგორია ზურა ხაჩიძის გეგმები სამცხე-ჯავახეთში და გაყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე

"ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილის პოსტზე დაინიშნა. მისთვის დღეს პირველი სამუშაო დღე იყო. რა პროექტების განხორციელებას გეგმავს რეგიონში მომღერალი და გაჰყვება თუ არა სამცხე-ჯავახეთში მეუღლე ხათუნა ჟორდანია, ამის შესახებ ზურა ხაჩიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- ზურა, როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის რანგში?

- დღეს გუბერნატორთან ერთად ინვესტორებს შევხვდით. რეგიონში ტექნიკური პრობლემები იყო, რომელიც ბატონ ბესო ამირანაშვილთან ერთად კარგად დავალაგეთ. ასე რომ, პირველი სამუშაო დღე პოზიტიურად დაიწყო.

- მეუღლე, ხათუნა ჟორდანია გამოგყვებათ რეგიონში საცხოვრებლად?

- მარტო გადმოვედი საცხოვრებლად ბორჯომში, ჩემი ოჯახის წევრები კი თბილისში დარჩნენ. ჩვენი ქალიშვილი - ანასტასია სწავლობს, გამოცდებისთვის ემზადება და ბორჯომში ვერ გადმოვიყვანდით.

- შეათანხმეთ ოჯახის წევრებთან ეს გადაწყვეტილება?

- როცა ეს შემოთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვესაუბრე. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი რეგიონი და შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემოთავაზებას დავთანხმდი. შეიძლება ვიღაცას ჩემი არ სჯერა, მაგრამ ჩემამდეც ინიშნებოდნენ მომღერლები თანამდებობებზე, მაგალითად გოგა ხაჩიძე და მან იმ რეგიონისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. ზუსტად ის მიმართულება ჩამაბარეს, რასაც 25 წელია ვემსახურები, ღონისძიებები, მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები და მზად ვარ ყველაფერი პირნათლად შევასრულო.

- ბევრი ფიქრობს, რომ მაღალი ხელფასი გექნებათ, დაახლოებით რა ოდენობის ხელფასი დაგინიშნეს?

- მიზერული ხელფასი მაქვს. ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, დაახლოებით იმდენი მაქვს ხელფასი. თქვენ იცით, ბოლო წლებში წარმატებული გასტროლებიც ხშირად მქონდა ამერიკაში, გერმანიაში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ისე მიყვარს ჩემი რეგიონი, მირჩევნია მას გამოვადგე. აქ ბევრი ტურისტული ზონაა ასათვისებელი, მოსაზიდია ინვესტორები და ა.შ. თუ ერთ აგურს მაინც დავდებ რეგიონის განვითარებაში, ეს ჩემთვის ბედნიერება იქნება და პასუხი იმ ხალხზე, ვინც გამაკრიტიკა.

- წარმოშობით ბორჯომელი ხარ და კარგად იცნობ რეგიონის პრობლემებს, რა არის პირველი პრობლემა რეგიონში?

- მე არაერთხელ ვიყავი კანდიდატი ჩემს რეგიონში, ვიცი სამცხე-ჯავახეთის პრობლემები. პირველი ინტერვიუ დღეს მივეცი ადგილობრივ რადიოს, პირობა დავდე - ჩემი კარი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ვისაც უნდა წარმატებას მიაღწიოს და ა.შ. მათ მხარდაჭერა ექნებათ ჩემგან, ასევე გუბერნატორისგან და სრულიად მთავრობისგან. მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის, ვეცდები მათი ნდობა გავამართლო. როგორც ყველგან ჩვენი რეგიონის პრობლემაც უმუშევრობაა. დასაქმების პრობლემას ინვესტორების მოზიდვის გარეშე ვერ გადავჭრით. ბევრი საინტერესო ადგილია სამცხე-ჯავახეთში, გოგირდის წყლები, კულტურული ძეგლები, სამკურნალო წყლები და ა.შ. შევეცდებით ინვესტორები დავაინტერესოთ და სამსახურიც გაჩნდება. რეგიონი უფრო განვითარდება. ასევე ვაპირებ, განათლების კუთხით ვიმუშაო, მინდა ლიტერატურული შეხვედრები მოეწყოს ცნობილ მწერლებთან, სეზონზე დაიგეგმოს კონცერტები, ასევე მინდა ბორჯომის პარკში დისკოტეკა გაკეთდეს, რისთვისაც ინვესტორია საჭირო. ამ პროექტების განხორციელება სასარგებლო იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გართობის არარსებობის გამო, სამ დღეში მიდიან რეგიონიდან. ბევრი კარგი ინიციატივის გაჟღერებას ვაპირებ, რასაც ეტაპობრივად გაიგებთ.

- ვისთან ერთად იცხოვრებთ ბორჯომში, არ გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად ყოფნა?

- დამოუკიდებლად ცხოვრებასაც მიჩვეული ვარ, მე ამ კაბინეტში დიდხანს გამჩერებელი არ ვარ, მინდა საქმე ვაკეთო. მივხედავ ჩემს თავს, არაა პრობლემა.

- ცნობილია, რომ "ქუჩის ბიჭები" ცოტა ხნის წინ ახალ კლიპზე მუშაობდით, როდის გამოვა კლიპი, თუ მიიღებთ მონაწილეობას და რა ბედი ეწევა ჯგუფს?

- "ქუჩის ბიჭები" ჩემს გარეშე დამოუკიდებლად გააგრძელებენ სიმღერას. რაც შეეხება კლიპს, კლიპი გადავიღეთ ახალი და ერთი კადრის გადაღებაა დარჩენილი. არ მინდა ბიჭებს ვაწყენინო, ამიტომ როცა სამსახურში დავლაგდები, კლიპის გადაღებასაც დავასრულებთ.

"სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო" - რას წერს ზურა ჯაფარიძე "გირჩის" დახურულ ჯგუფში

"ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით, იაგოს შეეშალა... ნუ აცვამთ ჯვარზე, იშვიათად მინახავს მისნაირი წესიერი კაცი" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"