კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წიგნი ბავშვებს ზაფხულის არდადეგებისთვის ლადო აფხაზავასგან
10 წიგნი ბავშვებს ზაფხულის არდადეგებისთვის ლადო აფხაზავასგან

ლადო აფხა­ზა­ვა 2010 წლი­დან ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობს და სწავ­ლე­ბის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სწო­რედ ეს გახ­და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩი­ბა­თე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი 2017 წელს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და, 2019 წელს კი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო 10 მას­წავ­ლე­ბელს შო­რის და­სა­ხელ­და და ამ ნო­მი­ნა­ცი­ის წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სა და თა­ვი­სი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ მთელ მსოფ­ლი­ოს მო­უ­თხრო.

ლადო აფხა­ზა­ვას ერთ–ერთი მე­თო­დი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩარ­თვაა. მისი თქმით, მას­წავ­ლებ­ლის ერთ–ერთი მი­სია ისიც არის, რომ ბავ­შვებს კი­თხვა შე­აყ­ვა­როს, ამი­ტომ თა­ვის მოს­წავ­ლე­ებ­თან ხში­რად სა­უბ­რობს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. ამ­ჯე­რად კი მის რჩე­ულ 10 წიგნ­სა და რჩე­ვებს, თუ რა­ტომ უნდა წა­ვი­კი­თხოთ ესა თუ ის მათ­გა­ნი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მოს­წავ­ლე­ებს უზი­ა­რებს: "მათ ხში­რად ვი­ყე­ნებ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბი პირ­და­პირ ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გას­წავ­ლის. მოს­წავ­ლე­ებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს „მო­ხე­ვის სა­დღეგ­რძე­ლო."

1. გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბი

2. ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბე­ბი

"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გუ­რუ­ლი ვარ, ორ­მა­გად ვურ­ჩევ ბავ­შვებს ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბე­ბის წა­კი­თხვას. ვფიქ­რობ, რა­ღაც სა­კი­თხებს სხვა კუ­თხით და­ი­ნა­ხა­ვენ და ახალ უნა­რებს გა­ნი­ვი­თა­რე­ბენ".

3. ვაჟა–ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი

„ვაჟა, ძი­რი­თა­დად, ბუ­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ იგი ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე ტო­ლე­რან­ტი მწე­რა­ლია. 21–ე სა­უ­კუ­ნის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­საც კი უჭირთ რა­ღაც სა­კი­თხე­ბის ისე შე­ფა­სე­ბა, რო­გორც ამას ვაჟა აკე­თებ­და“.

4. ალექ­სან­დრე დი­უ­მა "გრა­ფი მონ­ტე–კრის­ტო"

"ამ წიგ­ნით გა­ვი­ცა­ნი დი­უ­მა და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე წიგ­ნის­გან. თხრო­ბის დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რა, ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ბავ­შვებს ნამ­დვი­ლად და­ა­ინ­ტე­რე­სებთ".

5. ვიქ­ტორ ჰი­უ­გო „საბ­რა­ლო­ნი“

„ეს წიგ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი წიგ­ნის ზო­მამ შე­ა­ში­ნოთ, მაგ­რამ თუ გა­ბე­და­ვენ და წა­ი­კი­თხა­ვენ, ნამ­დვი­ლად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან“.

6. და­ნი­ელ დეფო „რო­ბინ­ზონ კრუ­ზო“

„ამ რო­მანს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­შიც კი ვი­ყე­ნებ მას­ლო­უს პი­რა­მი­დის აგე­ბი­სას, რომ­ლის პი­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბია. ამ დროს ვსვამ შე­კი­თხვას: რისი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ექ­ნე­ბა კულ­ძულ­ზე გა­მო­რი­ყულ რო­ბინ­ზონ კრუ­ზოს? მოს­წავ­ლე­ე­ბი სწო­რედ მის მა­გა­ლით­ზე ჩა­მოთ­ვლი­ან ორ­გა­ნულ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს. სა­თავ­გა­და­სავ­ლო ჟა­რის მოყ­ვა­რუ­ლებს ეს რო­მა­ნი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბათ“.

7. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი „დათა თუ­თაშ­ხია“

„მთა­ვა­რი გმი­რის ხა­სი­ა­თი, ეპო­ქა, ეთი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი... – ეს რო­მა­ნი ძა­ლი­ან ბევრ თე­მას მო­ი­ცავს და ვფიქ­რობ, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა“

8. რო­მა­ნე­ბი კონ­კურ­სი­დან „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“

„შე­მო­ვალ ეტ­ლით“–შო­რე­ნა ხუ­ხუა

„აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“–თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე

„სხვა უდაბ­ნოს სა­ი­დუმ­ლო“–ია კარ­გა­რე­თე­ლი

„რაფ­ლე­ზია“–ელის­დოჯ­სო­ნი

„შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“– ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი

„ტრან­სმუ­ტა­ცია“– იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

„ცდუ­ნე­ბა“–ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი

"ვფიქ­რობ, მოს­წავ­ლე­ე­ბი უნდა ეც­ნო­ბოდ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ რო­მა­ნებს წა­ი­კი­თხა­ვენ და შე­ა­ფა­სე­ბენ".

9. დათო ტუ­რაშ­ვი­ლი „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“

„თა­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც 21–ე სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­ბა­და, ეს რო­მა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. იქ აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, „თვითმფი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი“, პრო­ტეს­ტი და ამ პრო­ტეს­ტის შე­დე­გე­ბი – ეს რო­მა­ნი არამ­ხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნოდ წა­სა­კი­თხი, არა­მედ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თი­სა­ცაა“.

10. აკა მორ­ჩი­ლა­ძე „ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბი“

„ეს რო­მა­ნი ახალ­გაზ­რდებს 90–იან წლებ­ში ამოგ­ზა­უ­რებს და ომ­გა­მოვ­ლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მე­ფე­ბულ უი­მე­დო­ბას მთე­ლი სიმ­ძაფ­რით უჩ­ვე­ნებს“.

ასე რომ, ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი გე­ლით, თუკი ჩემს რჩე­ვებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

10 წიგნი ბავშვებს ზაფხულის არდადეგებისთვის ლადო აფხაზავასგან

10 წიგნი ბავშვებს ზაფხულის არდადეგებისთვის ლადო აფხაზავასგან

ლადო აფხაზავა 2010 წლიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად მუშაობს და სწავლების უნიკალური მეთოდებით გამოირჩევა. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩიბათელი მასწავლებელი 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა, 2019 წელს კი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის დასახელდა და ამ ნომინაციის წყალობით საქართველოსა და თავისი მეთოდების შესახებ მთელ მსოფლიოს მოუთხრო.

ლადო აფხაზავას ერთ–ერთი მეთოდი სწავლების პროცესში კლასგარეშე ლიტერატურის ჩართვაა. მისი თქმით, მასწავლებლის ერთ–ერთი მისია ისიც არის, რომ ბავშვებს კითხვა შეაყვაროს, ამიტომ თავის მოსწავლეებთან ხშირად საუბრობს ლიტერატურაზე. ამჯერად კი მის რჩეულ 10 წიგნსა და რჩევებს, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ ესა თუ ის მათგანი, მთელი საქართველოს მოსწავლეებს უზიარებს: "მათ ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში. ჩოხელის მოთხრობები პირდაპირ ცხოვრებას უკავშირდება და ძალიან ბევრ რამეს გასწავლის. მოსწავლეებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს „მოხევის სადღეგრძელო."

1. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

2. ნოდარ დუმბაძის მოთხრობები

"იქიდან გამომდინარე, რომ გურული ვარ, ორმაგად ვურჩევ ბავშვებს ნოდარ დუმბაძის მოთხრობების წაკითხვას. ვფიქრობ, რაღაც საკითხებს სხვა კუთხით დაინახავენ და ახალ უნარებს განივითარებენ".

3. ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებები

„ვაჟა, ძირითადად, ბუნებასთან ასოცირდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი ერთ–ერთი ყველაზე ტოლერანტი მწერალია. 21–ე საუკუნის ძალიან განათლებულ ადამიანებსაც კი უჭირთ რაღაც საკითხების ისე შეფასება, როგორც ამას ვაჟა აკეთებდა“.

4. ალექსანდრე დიუმა "გრაფი მონტე–კრისტო"

"ამ წიგნით გავიცანი დიუმა და დიდი სიამოვნება მივიღე წიგნისგან. თხრობის დახვეწილი მანერა, ჩახლართული სიუჟეტი, განსხვავებული პერსონაჟები ბავშვებს ნამდვილად დააინტერესებთ".

5. ვიქტორ ჰიუგო „საბრალონი“

„ეს წიგნი განსაკუთრებულად მიყვარს. შეიძლება, ბავშვები წიგნის ზომამ შეაშინოთ, მაგრამ თუ გაბედავენ და წაიკითხავენ, ნამდვილად აღფრთოვანებულები დარჩებიან“.

6. დანიელ დეფო „რობინზონ კრუზო“

„ამ რომანს საგაკვეთილო პროცესშიც კი ვიყენებ მასლოუს პირამიდის აგებისას, რომლის პიველი საფეხური ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია. ამ დროს ვსვამ შეკითხვას: რისი მოთხოვნილება ექნება კულძულზე გამორიყულ რობინზონ კრუზოს? მოსწავლეები სწორედ მის მაგალითზე ჩამოთვლიან ორგანულ მოთხოვნილებებს. სათავგადასავლო ჟარის მოყვარულებს ეს რომანი ძალიან მოეწონებათ“.

7. ჭაბუა ამირეჯიბი „დათა თუთაშხია“

„მთავარი გმირის ხასიათი, ეპოქა, ეთიკური პრობლემები... – ეს რომანი ძალიან ბევრ თემას მოიცავს და ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება“

8. რომანები კონკურსიდან „გახდი ბესტსელერის ავტორი“

„შემოვალ ეტლით“–შორენა ხუხუა

„აღიარება ხელისგულზე“–თათული ღვინიანიძე

„სხვა უდაბნოს საიდუმლო“–ია კარგარეთელი

„რაფლეზია“–ელისდოჯსონი

„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“– ნიკოლოზ ტოტოღაშვილი

„ტრანსმუტაცია“– იაგო თვალაბეიშვილი

„ცდუნება“–ნათია ჯაგოდნიშვილი

"ვფიქრობ, მოსწავლეები უნდა ეცნობოდნენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ამიტომ კარგი იქნება, თუ კონკურსის გამარჯვებულ რომანებს წაიკითხავენ და შეაფასებენ".

9. დათო ტურაშვილი „ჯინსების თაობა“

„თაობისთვის, რომელიც 21–ე საუკუნეში დაიბადა, ეს რომანი განსაკუთრებით საინტერესო იქნება. იქ აღწერილი მოვლენები, „თვითმფინავის ბიჭები“, პროტესტი და ამ პროტესტის შედეგები – ეს რომანი არამხოლოდ სასიამოვნოდ წასაკითხი, არამედ საინფორმაციო ხასიათისაცაა“.

10. აკა მორჩილაძე „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“

„ეს რომანი ახალგაზრდებს 90–იან წლებში ამოგზაურებს და ომგამოვლილი საქართველოს მდგომარეობას, საზოგადოებაში გამეფებულ უიმედობას მთელი სიმძაფრით უჩვენებს“.

ასე რომ, ზაფხულში ძალიან საინტერესო მოგზაურობები გელით, თუკი ჩემს რჩევებს გაითვალისწინებთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი