პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო დროს ბავშვს 2-ჯერ დაეჯახა მანქანა, რაც ეჭვს ბადებს, რომ შემთხვევითობა არ იყო - ყველა გარემოებას იქამდე მივყავართ, რომ "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია"
"ბოლო დროს ბავშვს 2-ჯერ დაეჯახა მანქანა, რაც ეჭვს ბადებს, რომ შემთხვევითობა არ იყო - ყველა გარემოებას იქამდე მივყავართ, რომ "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია"

ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას მივ­ყა­ვართ იქამ­დე, რომ ბავ­შვი სა­ხი­ფა­თო თა­მა­შის, „ლურ­ჯი ვე­შა­პის“ მსხვერ­პლია, - ამის შე­სა­ხებ 14 წლის გო­გო­ნას დე­ი­დამ ინე­ზა ბურ­დულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვი საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და.

„დე­და­მის­მა ერთხელ შე­ნიშ­ნა, რომ რა­ღა­ცას თა­მა­შობ­და და მისი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე გა­თი­შა, თუმ­ცა ბავ­შვი რა­ი­მე სა­ხი­ფა­თო თა­მა­შის თა­მაშს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და. გარ­და ამი­სა, ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ბავ­შვს ორ­ჯერ და­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა, რაც დიდი ეჭვს ბა­დებს, რომ ეს შემ­თხვე­ვი­თო­ბა არ იყო. ძა­ლი­ან ბევ­რი რა­ღაც მი­დის იქით­კენ, რომ ბავ­შვს ნა­თა­მა­შე­ბი აქვს „ლურ­ჯი ვე­შა­პი", - გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის დე­ი­დამ.

მისი თქმით, გო­გო­ნას ხე­ლის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა ნა­ნემ­სა­რი, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოს გა­კე­თე­ბუ­ლი არ არის. გარ­და ამი­სა, რო­გორც გო­გო­ნას დე­ი­დას ექი­მებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ბავ­შვს გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს ისე­თი რა­ღაც, რაც სის­ხლში კვალს არ ტო­ვებს, რად­გან სის­ხლის ანა­ლი­ზით ვერ დად­გინ­და თუ რამ გა­მო­იწ­ვია მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, 14 წლის გო­გო­ნას საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც მძი­მე კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ გა­მო­იწ­ვია მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

„პო­ლი­ცი­ამ 9 ივ­ნისს, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩა­ტარ­და მე­ზობ­ლე­ბის, არას­რულ­წლო­ვა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ყვე­ლა იმ პი­რის გა­მო­კი­თხვა, რომ­ლებ­საც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის შე­საძ­ლოა სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია ჰქო­ნო­და. და­ი­ნიშ­ნა არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (მო­ბი­ლუ­რის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის) ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, აღე­ბუ­ლი იქნა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის სინ­ჯე­ბი და ტარ­დე­ბა ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი” , - გან­მარ­ტა­ვენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ბოლო დროს ბავშვს 2-ჯერ დაეჯახა მანქანა, რაც ეჭვს ბადებს, რომ შემთხვევითობა არ იყო - ყველა გარემოებას იქამდე მივყავართ, რომ "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია"

"ბოლო დროს ბავშვს 2-ჯერ დაეჯახა მანქანა, რაც ეჭვს ბადებს, რომ შემთხვევითობა არ იყო - ყველა გარემოებას იქამდე მივყავართ, რომ "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლია"

ყველა გარემოებას მივყავართ იქამდე, რომ ბავშვი სახიფათო თამაშის, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია, - ამის შესახებ 14 წლის გოგონას დეიდამ ინეზა ბურდულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა.

„დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთანავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშის თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც მიდის იქითკენ, რომ ბავშვს ნათამაშები აქვს „ლურჯი ვეშაპი", - განაცხადა ბავშვის დეიდამ.

მისი თქმით, გოგონას ხელის არეში აღენიშნება ნანემსარი, რომელიც სასწრაფოს გაკეთებული არ არის. გარდა ამისა, როგორც გოგონას დეიდას ექიმებმა განუცხადეს, ბავშვს გაკეთებული აქვს ისეთი რაღაც, რაც სისხლში კვალს არ ტოვებს, რადგან სისხლის ანალიზით ვერ დადგინდა თუ რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა. ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

„პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” , - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს