პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პრაქტიკული აკადემია“ პროფესიული განათლების გერმანულ-ქართულ დღეებზე დუალური განათლების პროგრამებს წარმოადგენს
„პრაქტიკული აკადემია“ პროფესიული განათლების გერმანულ-ქართულ დღეებზე დუალური განათლების პროგრამებს წარმოადგენს

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ხდე­ბა და მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი იწყე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი რე­ფორ­მე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­შიც, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც უკვე და­ი­წყო. გარ­და ამი­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სრულ­ყო­ფის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან, მა­გა­ლი­თად, ისე­თი, რო­გო­რიც გერ­მა­ნი­აა.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, 15 და 16 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, „უნა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის - პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი დღე­ე­ბი“ გა­ი­მარ­თე­ბა. ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ეს იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრომ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რად­გან მას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის 20-ზე მეტი გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტი და 8000-ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ეს­ტუმ­რე­ბა.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში დიდი ხა­ნია, დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მეტ პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას და ნაკ­ლებ თე­ო­რი­ულ მა­სა­ლებს გუ­ლის­ხმობს.

4 წლის წინ „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, პი­ო­ნე­რი იყო. დღეს კი უკვე 6 მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­წავ­ლის და მისი კურ­სამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­შიც საქმდე­ბი­ან.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ სა­კუ­თა­რი სტენ­დით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს კი დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აკა­დე­მი­ის კურ­სამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­აწ­ვდი­ან.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველსმის­თვის სა­ინ­ტე­რე­სეო პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა ად­გილ­ზე­ვე შე­ეძ­ლე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ იქ­ნე­ბა „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია“ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში, AMBEBI.GE-ს მისი დი­რექ­ტო­რი ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტა, პრაქ­ტი­კულ­მა აკა­დე­მი­ამ ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ დღე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო?

პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია უკვე 4 წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს. აკა­დე­მი­ა­ში ამ ეტაპ­ზე 6 აქ­ტი­უ­რი მო­დუ­ლია, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ასა­კის შე­უ­ზღუ­და­ვად აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ის­წავ­ლონ , გა­ი­ა­რონ პრაქ­ტი­კა და და­საქმდნენ ჩვენს პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. 15 ივ­ნისს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში, 12 სა­ა­თი­დან თვი­თონ პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მია იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ზო­ნა­ში. თი­თო­ე­ულ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს კი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს.

„პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ პროგ­რა­მე­ბი არის დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მარტზე აგე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­ულ პროგ­რა­მა­ში ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა თე­ო­რი­ას და მო­დუ­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბა პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თვას .

რა­ტომ არის „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის­თვის“მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თულ-გერ­მა­ნულ დღე­ებ­ში ჩარ­თვა?

ვფიქ­რობ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­შტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებს გა­ვუ­ზი­ა­როთ ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს აკა­დე­მი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ, 15-16 ივ­ნისს მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან რო­გორც პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებს, ასე­ვე ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­იც­ნონ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე წარ­მა­ტე­ბით არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი ჩვენს პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

ვინ გა­აც­ნობს „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ საქ­მი­ა­ნო­ბას და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს და ამას­თან, რე­გის­ტრა­ცი­ა­შიც და­ეხ­მა­რე­ბი­ან?

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­გან­მან­თლებ­ლო ზო­ნა­ში შეხ­ვდე­ბი­ან „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის მათ და და­ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა არის საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი და და­ახ­ლო­ე­ბით, 3 თვი­დან 5 თვემ­დე ვა­დას გუ­ლის­ხმობს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტე­ბი ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და სხვადსხვა პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბენ. კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ცოდ­ნა რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­აქვთ და საქმდე­ბი­ან.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, დუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თუ­ლი­ყო „პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის“ კურ­სე­ბი?

„პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ას“ პარტნი­ო­რე­ბი მუდ­მი­ვად უზი­ა­რებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მათ­თან სა­კად­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლად შე­სავ­სე­ბი იყო. აკა­დე­მი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ჩარ­თვის იდეა სწო­რედ აქე­დან გაჩ­ნდა.

შე­სა­ბა­მი­სად შე­იქ­მნა პროგ­რა­მე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, პრაქ­ტი­კო­სი მე­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და სწო­რედ ეს პროგ­რა­მე­ბი უწყობს ხელს, რომ რო­გორც კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, ასე­ვე ზო­გა­დად, და­საქ­მე­ბის ბაზ­რის­თვის მომ­ზად­დეს პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სხვა­დას­ხვა ვა­კან­ტურ პო­ზი­ცი­ებ­ზე.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში მო­სახ­ვედ­რად რა პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა ესა­ჭი­რო­ე­ბათ?

ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის ვებ-გვერ­დზე. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში კი, ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­აწ­ვდის მათ ამომ­წუ­რავ ინ­ფო­მა­ცი­ას.

ავტორი:

„პრაქტიკული აკადემია“ პროფესიული განათლების გერმანულ-ქართულ დღეებზე დუალური განათლების პროგრამებს წარმოადგენს

„პრაქტიკული აკადემია“ პროფესიული განათლების გერმანულ-ქართულ დღეებზე დუალური განათლების პროგრამებს წარმოადგენს

პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროსთვის პრიორიტეტული ხდება და მისი პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტები იწყება.

აღნიშნული მიმართულებით ახალი რეფორმები გათვალისწინებულია განათლების სამინისტროს სამომავლო გეგმებშიც, რომელთა განხორციელებაც უკვე დაიწყო. გარდა ამისა, პროფესიული განათლების სრულყოფისთვის საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოებიც ეხმარებიან, მაგალითად, ისეთი, როგორიც გერმანიაა.

სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 15 და 16 ივნისს, თბილისში, „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება. ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლები საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები არიან. ეს იქნება პროფესიული განათლების მიმართულებით ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც კი საქართველოში ამ დრომდე ჩატარებულა, რადგან მას პროფესიული განათლების 20-ზე მეტი გერმანელი ექსპერტი და 8000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრება.

პროფესიული განათლების მიმართულებით, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია, დუალური განათლება პოპულარობით სარგებლობს. დუალური განათლება მეტ პრაქტიკულ სწავლებას და ნაკლებ თეორიულ მასალებს გულისხმობს.

4 წლის წინ „პრაქტიკული აკადემია“ ჩვენს ქვეყანაში დუალური განათლების დანერგვის მიმართულებით, ფაქტობრივად, პიონერი იყო. დღეს კი უკვე 6 მიმართულებით ასწავლის და მისი კურსამთავრებულები პარტნიორ კომპანიებშიც საქმდებიან.

პროფესიული განათლების გერმანულ-ქართული დღეების ფარგლებში „პრაქტიკული აკადემია“ საკუთარი სტენდით იქნება წარმოდგენილი, დაინტერესებულ პირებს კი დეტალურ ინფორმაციას აკადემიის კურსამთავრებულები მიაწვდიან.

„პრაქტიკული აკადემიის“ დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ აკადემიაში სწავლის ნებისმიერ მსურველსმისთვის საინტერესეო პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა ადგილზევე შეეძლება.

უფრო კონკრეტულად, როგორ იქნება „პრაქტიკული აკადემია“ წარმოდგენილი პროფესიული განათლები გერმანულ-ქართული დღეების ფარგლებში, AMBEBI.GE-ს მისი დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტა, პრაქტიკულმა აკადემიამ ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ დღეებში მონაწილეობა მიეღო?

პრაქტიკული აკადემია უკვე 4 წელია, რაც საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე ოპერირებს. აკადემიაში ამ ეტაპზე 6 აქტიური მოდულია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ასაკის შეუზღუდავად აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ , გაიარონ პრაქტიკა და დასაქმდნენ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში. 15 ივნისს, პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში, 12 საათიდან თვითონ პრაქტიკული აკადემია იქნება წარმოდგენილი საგანმანათლებლო ზონაში. თითოეულ დაინტერესებულ პირს კი საშუალება ექნება, რომ ჩვენი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

„პრაქტიკული აკადემიის“ პროგრამები არის დუალური სწავლების ფორმარტზე აგებული, შესაბამისად, თითოეულ პროგრამაში ძალიან მცირე ნაწილი ეთმობა თეორიას და მოდულის ძირითადი ნაწილი ეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებში სტუდენტების ჩართვას .

რატომ არის „პრაქტიკული აკადემიისთვის“მნიშვნელოვანი პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ დღეებში ჩართვა?

ვფიქრობ, რომ აღნიშნული ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროფესიული განათლების მიღების მსურველებს გავუზიაროთ ინფორმაცია ჩვენს აკადემიაში არსებული პროგრამების შესახებ. ამიტომ, 15-16 ივნისს მოსული სტუმრები გაეცნობიან როგორც პროფესიულ პროგრამებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა გაიცნონ სტუდენტები, რომლებიც უკვე წარმატებით არიან დასაქმებული ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში.

ვინ გააცნობს „პრაქტიკული აკადემიის“ საქმიანობას დაინტერესებულ პირებს და ამასთან, რეგისტრაციაშიც დაეხმარებიან?

დაინტერესებული პირები საგანმანთლებლო ზონაში შეხვდებიან „პრაქტიკული აკადემიის“ წარმომადგენელს, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის მათ და დაეხმარება პროფესიული განათლების პროგრამებზე რეგისტრაციაში.

აღნიშნული პროგრამების ხანგრძლივობა არის საკმაოდ ინტენსიური და დაახლოებით, 3 თვიდან 5 თვემდე ვადას გულისხმობს. ამ პერიოდის განმავლობაში აკადემიის სტუდენტები ყოველდღიურ პრაქტიკულ სამუშაოებში არიან ჩართულები და სხვადსხვა პროფესიის დაუფლებისთვის მუშაობენ. კურსის დასრულების შემდეგ კი ცოდნა რეალობაში გადააქვთ და საქმდებიან.

რატომ გადაწყვიტეთ, დუალურ განათლების მიმართულებით წარმართულიყო „პრაქტიკული აკადემიის“ კურსები?

„პრაქტიკულ აკადემიას“ პარტნიორები მუდმივად უზიარებდნენ ინფორმაციას, რომ მათთან საკადრო მიმართულებით კონკრეტული პოზიციები საკმაოდ რთულად შესავსები იყო. აკადემიის საქმიანობაში დუალური განათლების ჩართვის იდეა სწორედ აქედან გაჩნდა.

შესაბამისად შეიქმნა პროგრამები, პროფესიონალი, პრაქტიკოსი მეტორების ჩართულობით და სწორედ ეს პროგრამები უწყობს ხელს, რომ როგორც კერძო კომპანიებისთვის, ასევე ზოგადად, დასაქმების ბაზრისთვის მომზადდეს პერსონალი, რომელიც კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებს დააკმაყოფილებს სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციებზე.

დაინტერესებულ პირებს პრაქტიკულ აკადემიაში მოსახვედრად რა პროცედურის გავლა ესაჭიროებათ?

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია პრაქტიკული აკადემიის ვებ-გვერდზე. პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების ფარგლებში კი, ჩვენი წარმომადგენელი მიაწვდის მათ ამომწურავ ინფომაციას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი