პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას მიაჩნია, რომ აქ გოგონების ადგილი არ არის..." - გაიცანით მაშველი გოგონები, რომლებიც წელს ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ
"ყველას მიაჩნია, რომ აქ გოგონების ადგილი არ არის..." - გაიცანით მაშველი გოგონები, რომლებიც წელს ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ

"ჩვენ გვინ­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრი­ოთ და მა­მა­კა­ცი მაშ­ვე­ლე­ბის მსგავ­სად, ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც წელს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე დამ­სვე­ნე­ბელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბს.

მაშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბი აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე წელს პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტე­ბი არი­ან, მათ შე­სა­ბა­მი­სი წვრთნე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში უკვე გა­ი­ა­რეს. რო­გორც შსს-ში გან­მარ­ტა­ვენ, მაშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა პლაჟ­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უშუ­ა­ლოდ სა­მაშ­ვე­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თვა.

ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი ქრის­ტი­ნე დიდ­მა­ნი­ძე ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. იგი ამ­ბობს, რომ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სი­ას 20 წლის ასაკ­ში უკვე და­ე­უფ­ლა და ფიქ­რობს, რომ მის­თვის მთა­ვა­რი სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა.

"ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. ჩვენს სას­წავ­ლე­ბელ­ში შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და სტუ­დენ­ტებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ვა­კან­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე გო­გო­ნებს მაშ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად შე­ეძ­ლოთ. ჩემი კურ­სი­დან სამ­ნი წა­მო­ვე­დით, გა­ვი­ა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ასე­ვე სა­მაშ­ვე­ლო ინ­ვენ­ტა­რის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზღვა­ში ყოფ­ნი­სას იყ­ვნენ უსაფრ­თხოდ და მო­ვუ­წო­დებ მათ, რომ სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტა­რებს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა... ცოტა ვღე­ლავ, რად­გან ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა, იყო მაშ­ვე­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე იზ­რუ­ნო. თი­თო­ე­ულ­მა მაშ­ველ­მა უნდა იცო­დეს, რომ სა­ნა­პი­რო­ზე ყოფ­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ა­დუ­ნოს და მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თოს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. მე პი­რა­დად, სურ­ვი­ლი მაქვს გა­ვა­კე­თო ის საქ­მე, რა­საც ბი­ჭე­ბი აკე­თე­ბენ და და­ვიც­ვა ზღვა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა", - ამ­ბობს ქრის­ტი­ნე დიდ­მა­ნი­ძე.

სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვა სურს აკა­დე­მი­ის კი­დევ ერთ კურ­სანტს, ქეთი მე­ლი­ქიშ­ვილს.

"ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ. ყვე­ლას მი­აჩ­ნია, რომ აქ მხო­ლოდ ბი­ჭებს შე­უძ­ლი­ათ სწავ­ლა და გო­გო­ნე­ბის ად­გი­ლი არ არის. მომ­წონს, როცა სტე­რე­ო­ტი­პე­ბი იმ­სხვრე­ვა და ვფიქ­რობ, რომ არ არ­სე­ბობს ქა­ლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი პრო­ფე­სია. ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა, არ მაქვს და ეს გა­მოწ­ვე­ვა ჩემ­თვის სი­ახ­ლეა. მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს გა­და­ვარ­ჩენთ და მათ სი­ცო­ცხლეს გა­ვუ­ხან­გრძლი­ვებთ", - ამ­ბობს ქეთი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი.

15 ივ­ნისს, აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა და სწო­რედ ამ დღეს მაშ­ვე­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­უდ­გე­ბი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას. აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შა­ვის ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე უკვე მუ­შა­ობს 160-მდე მაშ­ვე­ლი. მაშ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ზღვაო სე­ზო­ნის გახ­სნის შემ­დეგ 250-მდე გა­იზ­რდე­ბა, რაც 50-ით მე­ტია, ვიდ­რე წინა სე­ზო­ნის მაშ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იყო. სე­ზონ­ზე 20-მდე გოგო მაშ­ვე­ლი იქ­ნე­ბა.

მაშ­ვე­ლე­ბი აჭა­რა­ში სრუ­ლად აით­ვი­სე­ბენ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლს და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბი­ან აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ყველას მიაჩნია, რომ აქ გოგონების ადგილი არ არის..." - გაიცანით მაშველი გოგონები, რომლებიც წელს ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ

"ყველას მიაჩნია, რომ აქ გოგონების ადგილი არ არის..." - გაიცანით მაშველი გოგონები, რომლებიც წელს ზღვაზე თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ

"ჩვენ გვინდა სტერეოტიპები დავამსხვრიოთ და მამაკაცი მაშველების მსგავსად, ადამიანების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი მაშველი გოგონა, რომელიც წელს შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

მაშველი გოგონები აჭარის სანაპიროზე წელს პირველად გამოჩნდნენ. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტები არიან, მათ შესაბამისი წვრთნები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უკვე გაიარეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, მაშველი გოგონების მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

ერთ-ერთი მაშველი ქრისტინე დიდმანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. იგი ამბობს, რომ საპასუხისმგებლო პროფესიას 20 წლის ასაკში უკვე დაეუფლა და ფიქრობს, რომ მისთვის მთავარი სანაპიროზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაა.

"ბათუმის საზღვაო აკადემიაში მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ჩვენს სასწავლებელში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და სტუდენტებს შემოგვთავაზეს ვაკანსია, რომლის მიხედვით, ბათუმის სანაპიროზე გოგონებს მაშველის პოზიციაზე მუშაობა მამაკაცებთან ერთად შეეძლოთ. ჩემი კურსიდან სამნი წამოვედით, გავიარეთ ტრენინგები, როგორც სამედიცინო, ასევე სამაშველო ინვენტარის გამოყენების კუთხით. ჩემთვის მთავარია, მოქალაქეები ზღვაში ყოფნისას იყვნენ უსაფრთხოდ და მოვუწოდებ მათ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. განსაკუთრებით პატარებს მიაქციონ ყურადღება... ცოტა ვღელავ, რადგან ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, იყო მაშველი და ადამიანების სიცოცხლეზე იზრუნო. თითოეულმა მაშველმა უნდა იცოდეს, რომ სანაპიროზე ყოფნისას ყურადღება არ უნდა მოადუნოს და მაქსიმალური გააკეთოს ადამიანების გადასარჩენად. მე პირადად, სურვილი მაქვს გავაკეთო ის საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ და დავიცვა ზღვაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება", - ამბობს ქრისტინე დიდმანიძე.

სტერეოტიპების დამსხვრევა სურს აკადემიის კიდევ ერთ კურსანტს, ქეთი მელიქიშვილს.

"ბათუმის საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ. ყველას მიაჩნია, რომ აქ მხოლოდ ბიჭებს შეუძლიათ სწავლა და გოგონების ადგილი არ არის. მომწონს, როცა სტერეოტიპები იმსხვრევა და ვფიქრობ, რომ არ არსებობს ქალისთვის შეუფერებელი პროფესია. ამ სფეროში გამოცდილება, არ მაქვს და ეს გამოწვევა ჩემთვის სიახლეა. მოლოდინი მაქვს, რომ ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და მათ სიცოცხლეს გავუხანგრძლივებთ", - ამბობს ქეთი მელიქიშვილი.

15 ივნისს, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას. აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე გოგო მაშველი იქნება.

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ