მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ "ადეპორტებენ" ისრაელიდან 29 ქართველს - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
რატომ "ადეპორტებენ" ისრაელიდან 29 ქართველს - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­დე­პორ­ტო ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბა და იქ მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ხვდე­ბა, რო­მელ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­პორ­ტა­ცია იგეგ­მე­ბა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის არი­ან გუ­შინ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს 29 მო­ქა­ლა­ქი­დან 12-სთვის ის­რა­ე­ლის სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­მა ბი­ლე­თე­ბი უკვე შე­ი­ძი­ნა, და­ნარ­ჩე­ნის­თვის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა.

"გა­ირ­კვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­დე­პორ­ტო ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნის მი­ზე­ზე­ბი: ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნის დარ­ღვე­უ­ლი ვა­დე­ბი, ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ის­რა­ელ­ში უკა­ნო­ნოდ შეს­ვლის ფაქ­ტე­ბი.

სა­დე­პორ­ტა­ციო ცენ­ტრში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მის­ცე­მენ სპე­ცი­ა­ლურ სა­ტე­ლე­ფო­ნო ბა­რა­თებს, რომ შეძ­ლონ ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ის­რა­ელ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის შვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დედა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სამ­სა­ხურ­ში და­ა­კა­ვეს.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, დე­და­მის­თან ერ­თად, კი­დევ ორი ქა­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი თქმით, დე­და­მი­სი ის­რა­ელ­ში 2 წლის წინ, 3-თვი­ა­ნი სა­მუ­შაო ვი­ზით წა­ვი­და, თუმ­ცა შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის შვი­ლი აცხა­დებს, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­მის­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო სა­ბუ­თი გა­ა­კე­თა, რომ­ლი­თაც ის­რა­ელ­ში გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტს არა­ნა­ი­რი იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

რატომ "ადეპორტებენ" ისრაელიდან 29 ქართველს - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რატომ "ადეპორტებენ" ისრაელიდან 29 ქართველს - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი სადეპორტო ცენტრში იმყოფება და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხვდება, რომელთა საქართველოში დეპორტაცია იგეგმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის არიან გუშინ დაკავებული პირები.

მათივე ცნობით, საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სთვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა ბილეთები უკვე შეიძინა, დანარჩენისთვის ბილეთების შეძენა ეტაპობრივად მოხდება.

"გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები.

სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ისრაელში დაკავებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის შვილის განცხადებით, მისი დედა სამართალდამცველებმა სამსახურში დააკავეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დედამისთან ერთად, კიდევ ორი ქალია დაკავებული. მისი თქმით, დედამისი ისრაელში 2 წლის წინ, 3-თვიანი სამუშაო ვიზით წავიდა, თუმცა შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. როგორც დაკავებული ქალის შვილი აცხადებს, ამ დროის განმავლობაში დედამისმა შესაბამისი სამუშაო საბუთი გააკეთა, რომლითაც ისრაელში გაჩერების უფლება ჰქონდა, თუმცა გაირკვა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.

ამირან გამყრელიძე - ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია,  შეიძლება შევიდეთ მძიმე,  მეოთხე ტალღაში

"პირბადე არავის გამოუყენებია და არც სოციალური დისტანციაა დაცული" - თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა

"ფაიზერის“ ვაქცინა უახლოეს დღეებში შემოვა" - თამარ გაბუნია