საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა, რომლებიც წელს პირველად ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.
უწყების ინფორმაციით, წელს აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.
„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“, - აცხადებენ უწყებაში.
15 ივნისს, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.
"საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ, ვაკანსია რომ გამოცხადდა, მივიღე მონაწილეობა. ესაა ჩემთვის გამოწვევა. სურვილი მაქვს გავაკეთო ის საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ და დავიცვა ზღვაში მყოფი მოქალაქეთა უსაფრთხოება", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მაშველმა გოგონამ, ქრისტინე დიდმანიძემ.