დღევანდელ მსოფლიოში არასწორი კვება ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა. ადამიანებს მუდმივად სადღაც ეჩქარებათ და ამის გამო იძულებულნი არიან სწრაფი კვების ობიექტებით დაკმაყოფილდნენ. სახლში მისულები კი იმდენად დაღლილები არიან, რომ ისევ საჭმლის გამოძახების სერვისით სარგებლობენ და აქაც არაჯანსაღ საკვებს უკვეთავენ ისე, რომ ვერც აანალიზებენ თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი მათი ჯანმრთელობისთვის. ეს თითქოს ჩვეულებრივი რუტინა სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას და საბოლოოდ უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება.
ამ საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ უნდა განასხვავოთ არაჯანსაღი პროდუქტი ჯანსაღისგან.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციო, რომ არაჯანსაღი საკვები ერთგვარ დამოკიდებულებასაც იწვევს და სურვილს გაკარგვინებს, რომ სწორ კვებას მისდიოთ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ძალიან მალე ივიწყებს ხილისა და ბოსტნეულის მნიშვნელობას თავის ცხოვრებაში. ბევრი თვლის კიდეც, რომ მხოლოდ ხილითა და ბოსტნეულით დამზადებული საკვები ვერასდროს იქნება ისეთი გემრიელი, როგორიცაა ცხიმიანი და მაღალკალორიული კერძები. რეალურად კი ეს ასე არ არის, უბრალოდ ისინი დამოკიდებულები ხდებიან ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტან კერძებზე.
ხშრად კვების ობიექტები აცხადებენ, რომ ჯანსაღ კერძებს გთავაზობენ, მაგრამ რეალური სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. ამიტომ მნიშვნელოვანიაიცოდეთ რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ განასხვავოთ ჯანსაღი პროდუქტი არაჯანსაღისგან.
ეს ეხება ხორცეულსაც, ხილსაც, ბოსტნეულსაც. გაითვალისწინეთ, როდესაც მზა კერძებს ყიდულობთ ეცადეთ მისი ინგრედიენტები მსხვილ ნაჭრებად იყოს დაჭრილი. ასე დაზღვეული იქნებით, რომ ნამდვილად ჯანსაღ ხორცსა თუ ბოსტნეულს მიირთმევთ და არა საეჭვო პირობებში გადამუშავებულს.
ეცადეთ, იყიდოთ მზა პროდუქტი, რომელიც ორთქლზე უცხიმოდ არის მომზადებული. არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრ ცხიმში მომზადებული მაღალკალორიული საჭმელი სისხლს აწვება და ხელს უშლის მის კარგად ცირკულაციას. გარდა ამისა, ის მიზეზია სიმსივნის და მეხსიერების პრობლემების. რაც შეეხება ჯანსაღ საკვებს, ის გაცილებით უფრო მსუბუქია, როგორც ზოგადად, არამედ გადასამუშავებლადაც და არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვას. დღეს კვების ობიექტებს შეუძლიათ კერძები ორთქლის ღუმელში დაამაზადონ, თუმცა ეს დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული, რის გამოც ხშირად თავს იკავებენ. მიუხედავად ამისა, ჯანსაღი კვების ობიექტის შერჩევა ქართულ ბაზარზე დღეს შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთი კი კაფეების ქსელი Mr.Cook-ია.აქ შესაძლებლობა გეძლევათ ჯანსაღი, ნატურალური, უზეთო და ორთქლის ღუმელში დამზადებული კერძები დააგემოვნოთ, რომლებიც ძალიან კარგი გემოვნური თვისებებით ხასიათდებიან. აქაური საკვები, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა.
არაჯანსაღს უფრო მკვეთრი გემო აქვს და რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, მისი მაღალკალორიულობის მიუხედავად, ძალიან რთულია მსგავსი სახის საკვებით მარტივად დანაყრება. კალორიების მიხედვით თუ შევხედავთ საკითხს, შესაძლოა 300 კალორიის მქონე ჯანსაღმა პროდუქტმა ძალიან მარტივად დაუკმაყოფილოს ადამიანს შიმშილის გრძნობა, მაგრამ იშვიათია შემთხვევა, რომ იმავე კალორიულობის დონის მქონე რომელიმე ზედმეტად ცხიმიანმა საკვებმა იგივე მოახერხოს. ესეც სწორედ ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რატომაც იწვევს არაჯანსაღი საკვები წონის მატებას.
არაჯანსაღი პროდუქტები მას უხვად შეიცავენ. ზოგიერთი ორგანიზმი ვერ იტანს გლუტენს და სწორედ ამიტომ იმუნური სისტემა მას უცხო სხეულად აღიქვამს, ეწინააღმდეგება და უტევს, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. ჯანსაღი საკვების შემთხვევაში კი პირიქით, თუნდაც შეიცავდეს გლუტენს პროდუქტი, მაინც ნაკლებია გაღიზიანების მომენტი და სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.