სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არ გაკეთდა ვერეს ხეობაში დამანგრეველი სტიქიიდან 4 წლის მანძილზე - "არათუ გაუმჯობესდა, უფრო დამძიმდა იქ სიტუაცია"
10:48 / 13-06-2019
რა არ გაკეთდა ვერეს ხეობაში დამანგრეველი სტიქიიდან 4 წლის მანძილზე - "არათუ გაუმჯობესდა, უფრო დამძიმდა იქ სიტუაცია"
10:48 / 13-06-2019

2015 წლის 13-14 ივ­ნისს თბი­ლის­ში, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდარ­მა სტი­ქი­ამ 21 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ორი დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.


ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად სხვა­დას­ხვა სა­ხის ზა­რა­ლი 1041 ადა­მი­ანს მი­ად­გა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზი­ან­და ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, და­ი­ხო­ცა ზო­ო­პარ­კის ბი­ნად­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი. ბოლო ოთხ წე­ლი­წად­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად 90 მლნ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯა.



რა გა­კეთ­და სტი­ქი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის გა­სამ­კლა­ვებ­ლად 2015 წლი­დან დღემ­დე?

ვე­რეს ტრა­გე­დი­ი­დან დღემ­დე დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ სქი­ტი­ის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და საპ­რე­ვენ­ციო მიზ­ნით სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა.


ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით მზი­უ­რის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ დამ­ბა გა­მაგრდა და მო­ე­წყო კა­ლა­პო­ტი. აშენ­და ბე­ტო­ნის ორი ცხა­უ­რი მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში. ერთი, ახალ­და­ბის და მე­ო­რე - თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რაც მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს ლო­დე­ბის, მოგ­ლე­ჯი­ლი ხე­ე­ბის, შლა­მი­სა და სხვა ნა­ტა­ნის გა­ტა­რე­ბას.




გა­იწ­მინ­და მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მისი ფორ­მი­რე­ბა, არ­ხე­ბი წყალ­მო­ვარ­დნის დროს გა­მო­ტა­ნი­ლი გრუნ­ტის მა­სის­გან გა­იწ­მინ­და, არ­სე­ბუ­ლი სა­ნი­აღ­ვრე მილი დაგ­რძელ­და და გვი­რა­ბე­ბის ფსკე­რი 35 სმ-იანი რკი­ნა­ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბით და­ი­ფა­რა. სტი­ქი­ის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პოტ­ში ნა­ტან­დამ­ჭე­რი და ნა­პირ­სა­მაგ­რი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა.


ტრა­გი­კუ­ლი სტი­ქი­ის შემ­დეგ, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში 4 ავ­ტო­მა­ტუ­რი ნა­ლექმზო­მი და 3 წყლისმზო­მი და­მონ­ტაჟ­და, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენტს ხე­ო­ბა­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და მდი­ნა­რე­ში წყლის დო­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღე-ღა­მურ რე­ჟიმ­ში აკონ­ტრო­ლოს.


არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის კრი­ტი­კა - "გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უსუ­სუ­რია"

ეს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, თუმ­ცა გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი, გე­ო­ლო­გე­ბი და სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სტი­ქი­ის შემ­დეგ დღემ­დე გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უსუ­სუ­რია და სტი­ქი­ის პრე­ვენ­ცი­ას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს.


მათ გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მშე­ნე­ბე­ლო­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ნე­ბარ­თვა თბი­ლი­სის მე­რი­ამ 2015 წელს მომ­ხდა­რი სქი­ტი­ის შემ­დეგ გას­ცა. არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში მშნებ­ლო­ბე­ბის წა­მო­წყე­ბა უკი­დუ­რე­სად სა­ში­შია და პირ­და­პირ უქ­მნის საფრ­თხეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის­ტო­რი­უ­ლად მდი­ნა­რე ვე­რეს ათე­უ­ლი წლე­ბის ინ­ტერ­ვა­ლით, ახა­სი­ა­თებს უე­ცა­რი მო­ვარ­დნე­ბი და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, სტი­ქია გარ­და­უ­ვა­ლია.


ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე 4 წლის წინ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებს იხ­სე­ნებს. და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი მო­სა­ლოდ­ნელ უბე­დუ­რე­ბა­ზე სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თბი­ლი­სის მე­რი­ას აკის­რებს.


"2015 წელს გა­ი­ცა და­პი­რე­ბე­ბი, გა­დავ­ხე­დოთ რა შეს­რულ­და და რა არა:


და­პი­რე­ბა N1: მო­სახ­ლე­ო­ბის გაყ­ვა­ნა ხე­ო­ბი­დან და უსაფრ­თხო სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - არ შეს­რულ­და!


და­პი­რე­ბა N2: ახა­ლი გზის ხი­მინ­ჯებ­ზე აწე­ვა - არ შეს­რულ­და!


და­პი­რე­ბა N3: შე­ჩერ­დე­ბო­და მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი - არ შეს­რულ­და!


და­პი­რე­ბა N4: აღარ გა­ი­ცე­მო­და მშე­ნებ­ლო­ბის ახა­ლი ნე­ბარ­თვე­ბი - არ შეს­რულ­და!


და­პი­რე­ბა N5: სრუ­ლად მოხ­დე­ბო­და ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნა უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (თბი­ლი­სის ზღვა­ზე) -არ შეს­რულ­და!


უფრო მე­ტიც, დღეს ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სო­კო­ე­ბი­ვით ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნა­გე­ბო­ბე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი 2015 წლის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ! ერთ-ერთი მშე­ნებ­ლო­ბა კი ზედ, მდი­ნა­რე ვე­რეს კო­ლექ­ტორ­ზე, ბე­ტო­ნის სა­დი­ნარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს!




ნე­ბის­მი­ერ ნე­იტ­რა­ლურ ჰიდ­რო­ლოგს და გე­ო­ლოგს რომ ჰკი­თხოთ, გე­ტყვი­ან რომ მდი­ნა­რის ჭალა-კა­ლა­პოტ­ში მშე­ნებ­ლო­ბა არის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში! ვინ აძ­ლევს დე­ვე­ლო­პე­რებს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას იქ სა­დაც სტი­ქი­ამ 23 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა? ვინ და თბი­ლი­სის მე­რია! ვინ აგებს პა­სუხს აქ მო­სა­ლოდ­ნელ უბე­დუ­რე­ბა­ზე?!“ - წერს და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი.


დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის მიერ გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი ნატა ფე­რა­ძეც. იგი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რი­ა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს:


"სტი­ქი­ი­დან მა­ლე­ვე მე­რი­ამ ერთ-ერთ კერ­ძო ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას შე­უკ­ვე­თა კვლე­ვა, რო­მელ­შიც სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­ი­ხა­და. კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლად მი­ვე­დით, გვე­გო­ნა სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ იყო ძა­ლი­ან კარ­გი კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უნდა მო­წყო­ბი­ლი­ყო სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა, მაგ­რამ შე­მო­დეს თა­რო­ზე!


ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არის ამ ზო­ნის სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცედ ქცე­ვა. გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით ამ ჭა­ლა­ში არ შე­იძ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი მშე­ნებ­ლო­ბა, ამას ამ­ბობს არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტიც. თუმ­ცა, ფაქ­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს კორ­პუ­სე­ბის და სას­ტუმ­რო­ე­ბის მშე­ნე­ბე­ლო­ბე­ბი. გა­ი­ცე­მა ახალ-ახა­ლი ნე­ბარ­თვე­ბი. გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ დადო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თად გა­ტარ­და საპ­რე­ვენ­ციო სა­მუ­შო­ე­ბი.


ყვე­ლა­ზე ცუდი იცით რა არის? იმ ადა­მი­ა­ნებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც საკ­რე­ბუ­ლოს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, ყვე­ლას პირ­ში წყა­ლი აქვთ ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი. უარს აცხა­დე­ბენ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე. ჩემ­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ არა­თუ გა­უმ­ჯო­ბეს­და, პი­რი­ქით კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და იქ სი­ტუ­ა­ცია, იმი­ტომ რომ და­ე­მა­ტა მშნებ­ლო­ბე­ბი. ისი­ნი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ­ცერთ ჟურ­ნა­ლისტს არ მივ­ცე მათი ნო­მე­რი. არ სურთ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან უფრთხილ­დე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რებს" - ამ­ბობს გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლი.


ნატა ფე­რა­ძის მო­საზ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, რომ მათ მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტმა იო­სებ ქინ­ქლა­ძემ AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის კუ­თხით სა­ხელ­მწი­ფომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა:



"გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შეს­რულ­და, ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია არ არის სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბებ­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა. ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­აა მო­ნი­ტო­რინ­გი და გაფრ­თხი­ლე­ბა.


არ­სე­ბობს არა­სა­ინ­ჟინ­რო და სა­ინ­ჟინ­რო პრე­ვენ­ცია. არა­სა­ინ­ჟინ­რო ნა­წილ­ში ბევ­რი რამ არის გა­კე­თე­ბუ­ლი, მსგავ­სი სტი­ქია რომ მოხ­დეს, მა­შინ ისე­თი მას­შტა­ბის ზა­რა­ლი არ იქ­ნე­ბა, რად­გან უკვე გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ გა­ვაფრ­თხი­ლოთ მო­სახ­ლე­ო­ბა, დრო­უ­ლად მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყე­ბა ევა­კუ­ა­ცია და ა.შ.


და­ნარ­ჩე­ნი ახლა იქ რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი მოყ­ვე­ბა ამას, ამა­ზე ვერ გე­ტყვით ვე­რა­ფერს, ჩვენ რაც გვე­ხე­ბა, დრო­უ­ლად მი­ვაწ­ვდით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფო­მა­ცი­ას, რომ მი­ნი­მუმ ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან“ - ამ­ბობს ქინ­ქლა­ძე და მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მშნებ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­ძენს:


„იცით რაა? ჭალა არის ძა­ლი­ან ფარ­თო ცნე­ბა. ჭა­ლას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მთლი­ა­ნად სვა­ნი­ძის ქუჩა და ქვე­მო წელი. მაგ ლო­გი­კით, ია­პო­ნია სა­ერ­თოდ არ უნდა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო. ჭა­ლა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, თუ ჩვენ გა­ვა­ტა­რებთ შე­სა­ბა­მის საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, აღ­მოვ­ფხვრით საფრ­თხე­ებს, გა­ვა­კე­თებთ შე­სა­ბა­მის კვლე­ვებს, მა­შინ იქ მშე­ნებ­ლო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლია.


როცა ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ზე შე­დის წე­რი­ლი მე­რი­ა­ში, ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენ მოგ­ვმარ­თა­ვენ და ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა რე­კო­მენ­და­ცია არ გაგ­ვი­ცია იქ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე" - აცხა­დებს იო­სებ ქინ­ქლა­ძე.



კომ­პე­ტენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბი­სა და ანა­ლი­ზის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბუ­ნე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძეც. ინ­სტი­ტუტ­მა მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია შე­ის­წავ­ლა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც გა­მოს­ცა:


"არ არის ისე, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. გარ­კვე­უ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ეს ვე­რა­ფერს იზამს, არც საკ­მა­რი­სი და არც სწო­რად გა­კე­თე­ბუ­ლია. ეს სა­მუ­შო­ე­ბი არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ტურ კვლე­ვა­ზე. USAID-ის მოწ­ვე­ვით იყ­ვნენ ამე­რი­კე­ლი გე­ო­ლო­გე­ბი და მათ და­დეს დას­კვნა. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არის სამ­კა­ოდ მკაც­რი. იქ წე­რია, რომ ვე­რეს მას­შტა­ბე­ბი ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ არ არის ცნო­ბი­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შო იქ არის და­ნა­შა­უ­ლი!


მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი და მო­ვარ­დნე­ბი ვე­რეს ახა­სი­ა­თებს და ეს აუ­ცი­ლებ­ლად გან­მე­ორ­დე­ბა წლე­ბის შემ­დეგ და ვინ აი­ღებს მა­შინ ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას?! ზო­ო­პარ­კი უნდა გა­და­ტა­ნი­ლი­ყო, გა­და­ი­ტა­ნეს? იქ არის ახ­ლაც. ვის მოვ­თხოვთ პა­სუხს, ეს ხალ­ხი ვინც ახლა გას­ცემს ნე­ბარ­თვებს და "აპ­რა­ვებს" ამ სა­ში­ნელ მშნებ­ლო­ბებს, 30 წლის მერე იქ­ნე­ბი­ან სა­ერ­თოდ?!" - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ AMBEBI.GE- სთან სა­უ­ბარ­ში.



გო­დო­ლა­ძის აზ­რით, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის სიმ­ცი­რე და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის არარ­სე­ბო­ბა:


"მა­გა­ლი­თად, ჩვენ გვაქვს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა წყნე­თის ქუ­ჩა­ზე: იქა­ურ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­აპ­რო­ტეს­ტა საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი მშე­ნებ­ლო­ბა და იჩივ­ლა სა­სა­მარ­თლო­ში. ვეს­წრე­ბი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და არის სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცია - მო­სა­მარ­თლე ვერ ერ­კვე­ვა სა­ერ­თოდ ამ სა­კი­თხებ­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან 1930-იანი წლე­ბის სა­ინ­ჟინ­რო სტან­დარ­ტებ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი.


შე­ვა­ჩე­რეთ წყნე­თის ქუ­ჩა­ზე 14-სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მე­წყერ­ზე დგას, შე­ვა­ჩე­რეთ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ვუ­ჩივ­ლეთ კომ­პა­ნი­ას, მაგ­რამ არ მაქვს იმე­დი, იმი­ტომ რომ დგე­ბა მო­სა­მარ­თლის კომ­პე­ტენ­ცი­ის სა­კი­თხი - ექ­სპერტს არ იძა­ხებს, ვერ ხვდე­ბა რა­ტომ უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს და ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩიხი" - ამ­ბობს გო­დო­ლა­ძე.



არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია CENN-მა ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მოხ­და­რი ტრა­გე­დი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის, სტი­ქი­ის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ლე­ბე­უ­ლი სა­მუ­შო­ე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. ორ­გა­ნი­ზა­ცია კრი­ტი­კულს უწო­დებს მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში გა­ტა­რე­ბულ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო-საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბებს და გვაწ­ვდის ფო­ტო­მა­სა­ლას, რო­მელ­ზეც მდი­ნა­რის ჭა­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ჩანს:


"ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბი ვე­რე­ზე წარ­სულ­შიც ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა და, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა.... დღემ­დე გრძელ­დე­ბა ხე­ო­ბე­ბის ძირ­ზე უფრო ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი, ძლი­ე­რი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის მი­მართ მდი­ნა­რის მო­წყვლა­დი ელე­მენ­ტე­ბის - კა­ლა­პო­ტე­ბი­სა და მათ გას­წვრივ მდე­ბა­რე ბრტყელ­ზე­და­პი­რი­ა­ნი ჭა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით.


თუ ხე­ო­ბის ძი­რის ურ­ბა­ნულ-ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ათ­ვი­სე­ბის პრო­ცეს­ში ხდე­ბა კა­ლა­პოტ­სა და მიმ­დე­ბა­რე ჭა­ლა­ში სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბის მა­სი­უ­რი გან­ლა­გე­ბა, ირ­ღვე­ვა ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მდი­ნა­რის ბუ­ნებ­რი­ვი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი რე­ჟი­მი. ხე­ო­ბის ძირი კარ­გავს ჩა­მო­ნა­დე­ნის თა­ვი­სუფ­ლად გა­ტა­რე­ბის უნარს. ასეთ პი­რო­ბებ­ში უძ­ლი­ე­რეს­მა წყალ­მო­ვარ­დნებ­მა შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბას" - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მო­ცე­მულ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.


მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბის ძირ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი ორი ცხა­უ­რის ეფექ­ტუ­რო­ბას კვლე­ვა ასე აფა­სებს:



"უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან ცხა­უ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის შერ­ჩე­ულ ად­გი­ლებ­ზე ხე­ო­ბის ძირი ვიწ­როა, მისი ზე­და­პი­რის ფარ­თო­ბი კი, რო­მელ­ზე­დაც უნდა გან­თავ­სდეს ცხა­უ­რე­ბით შე­კა­ვე­ბუ­ლი ნა­ტა­ნი, ძლი­ერ შე­ზღუ­დუ­ლი. ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, თუ რო­გო­რი მორ­ფო­დი­ნა­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნე­ბა ასეთ ად­გილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი ცხა­უ­რე­ბის წინ სა­შუ­ა­ლოდ 0-5, 0-7 ჰა ფარ­თო­ბის მქო­ნე ზე­და­პი­რებ­ზე, ისე­თი მო­ცუ­ლო­ბი­სა და შედ­გე­ნი­ლო­ბის ნა­ტა­ნის შე­კა­ვე­ბის შე­დე­გად, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და 2015 წლის 13 ივ­ნი­სის წყალ­მო­ვარ­დნის დროს.


სა­ეჭ­ვოდ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბის ძირ­ზე ორი შე­და­რე­ბით მცი­რე­გა­ბა­რი­ტი­ა­ნი ცხა­უ­რის მშე­ნებ­ლო­ბით, უძ­ლი­ე­რე­სი წყალ­მო­ვარ­დნით მო­სა­ლოდ­ნე­ლი კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მო­ხერ­ხდეს" - ვკი­თხუ­ლობთ კვლე­ვა­ში.


რაც შე­ე­ხე­ბა მზი­უ­რის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ მო­წყო­ბილ დამ­ბას, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ვერც ის იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ნა­პირ­დამ­ცა­ვი დამ­ბის სი­მაღ­ლე 3.5-4 მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა. ხოლო წყალ­მო­ვარ­დნის დროს ხე­ო­ბის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე გვი­რა­ბის შე­სას­ვლელ­თან ნი­აღ­ვრე­ბის შეტ­ბორ­ვის შე­დე­გად მათ­მა სი­მაღ­ლემ 7 მეტრს გა­და­ა­ჭარ­ბა.



დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, ვე­რეს ტრა­გე­დი­ის ძი­რი­თა­დი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი იყო არა ბუ­ნებ­რი­ვი ჰიდ­როკ­ლი­მა­ტუ­რი ფაქ­ტო­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიძ­ლი­ე­რის წყალ­მო­ვარ­დნა, არა­მედ ვე­რეს ჭა­ლე­ბი­სა და ჭა­ლის­პი­რა და­ბა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის წინ­და­უ­ხე­და­ვი სა­მე­ურ­ნეო ათ­ვი­სე­ბა. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მშნებ­ლო­ბე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.


უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ, ახ­ლა­ხანს, 12 ივ­ნისს დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ჟვა­ნი­ას ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე ვა­რა­ზის­ხე­ვის ზედა ნა­წილ­ზე სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა შე­ჩერ­და.


"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ვუკ­ვე­თეთ, ეხე­ბა ვა­რა­ზის­ხე­ვის ზედა ნა­წილ­ზე ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას, ასე­ვე, ჟვა­ნი­ას და მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებს. ჩვენ ბევ­რი კრი­ტი­კა მი­ვი­ღეთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აქ იყო ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­და­ნი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.


დიდი შე­მო­ტე­ვა იყო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­გან, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბა ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი! გა­ვა­ჩე­რეთ ყვე­ლა ეს სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი, რო­მე­ლიც იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ გაგ­ვე­ცა ნე­ბარ­თვე­ბი და და­ვუკ­ვე­თეთ კვლე­ვა, რათა გაგ­ვე­გო, რე­ა­ლუ­რად არის თუ არა საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ფერ­დე­ბი და ქუ­ჩე­ბი" - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.


მე­რის მო­ად­გი­ლის, მაია ბი­თა­ძის თქმით, ჟვა­ნი­ას ქუ­ჩი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ასე­ვე, ორი­ვე ფერ­დის კვლე­ვა 200 ჰექ­ტარ­ზე ჩა­ტარ­და. მისი თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა მარ­ჯვე­ნა ფერ­დზე და ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის ფარ­გლებ­ში არც ერთი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა არ გა­ცე­მუ­ლა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხოლო დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა (გრგ) შე­უ­სა­ბა­მო გრგ-დ იქნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.


AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას და კონ­კრე­ტუ­ლი შე­კი­თხვე­ბით მი­მარ­თა, მშე­ნებ­ლო­ბის რამ­დე­ნი ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა და რა მდგო­მა­რე­ო­ბაა მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მშნებ­ლო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით. უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, რომ პა­სუხს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ათი სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნი­ან.



ფო­ტო­ე­ბი: CENN; ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცია; ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძე;


giga
0

ბინებით ყველა დააკმაყოფილეს ნუ იტყუები

ავტორი:

რა არ გაკეთდა ვერეს ხეობაში დამანგრეველი სტიქიიდან 4 წლის მანძილზე - "არათუ გაუმჯობესდა, უფრო დამძიმდა იქ სიტუაცია"

რა არ გაკეთდა ვერეს ხეობაში დამანგრეველი სტიქიიდან 4 წლის მანძილზე - "არათუ გაუმჯობესდა, უფრო დამძიმდა იქ სიტუაცია"

2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


ბუნებრივი კატასტროფის შედეგად სხვადასხვა სახის ზარალი 1041 ადამიანს მიადგა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაიხოცა ზოოპარკის ბინადრების დიდი ნაწილი. ბოლო ოთხ წელიწადში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად 90 მლნ ლარამდე დაიხარჯა.



რა გაკეთდა სტიქიით მიყენებული ზარალის გასამკლავებლად 2015 წლიდან დღემდე?

ვერეს ტრაგედიიდან დღემდე დედაქალაქის მთავრობამ სქიტიის სარეაბილიტაციო და საპრევენციო მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა.


ძლიერი წყალმოვარდნების კატასტროფული შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის მმართველობის დაფინანსებით მზიურის პარკის მიმდებარედ დამბა გამაგრდა და მოეწყო კალაპოტი. აშენდა ბეტონის ორი ცხაური მდინარის ხეობაში. ერთი, ახალდაბის და მეორე - თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც მერიის ინფორმაციით, სრულად უზრუნველყოფს ლოდების, მოგლეჯილი ხეების, შლამისა და სხვა ნატანის გატარებას.




გაიწმინდა მდინარის კალაპოტი და განახორციელა მისი ფორმირება, არხები წყალმოვარდნის დროს გამოტანილი გრუნტის მასისგან გაიწმინდა, არსებული სანიაღვრე მილი დაგრძელდა და გვირაბების ფსკერი 35 სმ-იანი რკინაბეტონის ფილებით დაიფარა. სტიქიის შემდეგ განხორციელდა წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია, მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა.


ტრაგიკული სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში 4 ავტომატური ნალექმზომი და 3 წყლისმზომი დამონტაჟდა, რაც საშუალებას აძლევს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს ხეობაში მოსული ნალექების რაოდენობა და მდინარეში წყლის დონის შესახებ ინფორმაცია დღე-ღამურ რეჟიმში აკონტროლოს.


არასამთავრობოების კრიტიკა - "გატარებული ღონისძიებები უსუსურია"

ეს დედაქალაქის მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, თუმცა გარემოსდამცველები, გეოლოგები და საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სტიქიის შემდეგ დღემდე გატარებული ღონისძიებები უსუსურია და სტიქიის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.


მათ განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს მდინარე ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებელობები, რომლებზეც ნებართვა თბილისის მერიამ 2015 წელს მომხდარი სქიტიის შემდეგ გასცა. არასამთავრობოების განმარტებით, მდინარის ჭალაში მშნებლობების წამოწყება უკიდურესად საშიშია და პირდაპირ უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს. როგორც ცნობილია, ისტორიულად მდინარე ვერეს ათეული წლების ინტერვალით, ახასიათებს უეცარი მოვარდნები და გარკვეული დროის შემდეგ, სტიქია გარდაუვალია.


ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე 4 წლის წინ ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაცემულ დაპირებებს იხსენებს. დავით მესხიშვილი მოსალოდნელ უბედურებაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.


"2015 წელს გაიცა დაპირებები, გადავხედოთ რა შესრულდა და რა არა:


დაპირება N1: მოსახლეობის გაყვანა ხეობიდან და უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა - არ შესრულდა!


დაპირება N2: ახალი გზის ხიმინჯებზე აწევა - არ შესრულდა!


დაპირება N3: შეჩერდებოდა მიმდინარე მშენებლობები - არ შესრულდა!


დაპირება N4: აღარ გაიცემოდა მშენებლობის ახალი ნებართვები - არ შესრულდა!


დაპირება N5: სრულად მოხდებოდა ზოოპარკის გადატანა უსაფრთხო ტერიტორიაზე (თბილისის ზღვაზე) - არ შესრულდა!


უფრო მეტიც, დღეს ვერეს ხეობაში სოკოებივით ჩნდება ახალ-ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა დანიშნულების ნაგებობები და ეს ყველაფერი 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ! ერთ-ერთი მშენებლობა კი ზედ, მდინარე ვერეს კოლექტორზე, ბეტონის სადინარზე მიმდინარეობს!




ნებისმიერ ნეიტრალურ ჰიდროლოგს და გეოლოგს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან რომ მდინარის ჭალა-კალაპოტში მშენებლობა არის სიცოცხლისთვის საშიში! ვინ აძლევს დეველოპერებს მშენებლობის ნებართვას იქ სადაც სტიქიამ 23 ადამიანი იმსხვერპლა? ვინ და თბილისის მერია! ვინ აგებს პასუხს აქ მოსალოდნელ უბედურებაზე?!“ - წერს დავით მესხიშვილი.


დედაქალაქის მთავრობის მიერ გაცემულ დაპირებებზე ამახვილებს ყურადღებას გარემოსდამცველი ნატა ფერაძეც. იგი AMBEBI.GE-სთან საუბარში მდინარე ვერეს ხეობაში სარეკრეაციო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით მერიაში გამართულ შეხვედრას იხსენებს:


"სტიქიიდან მალევე მერიამ ერთ-ერთ კერძო ქართულ კომპანიას შეუკვეთა კვლევა, რომელშიც სოლიდური თანხა გადაიხადა. კვლევის პრეზენტაციაზე საკმაოდ აგრესიულად მივედით, გვეგონა სისულელე იქნებოდა, მაგრამ იყო ძალიან კარგი კვლევა, რომლის მიხედვითაც, უნდა მოწყობილიყო სარეკრეაციო ზონა, მაგრამ შემოდეს თაროზე!


ყველა თანხმდება, რომ რეალურად ერთადერთი გამოსავალი არის ამ ზონის სარეკრეაციო სივრცედ ქცევა. გენერალური გეგმის მიხედვით ამ ჭალაში არ შეიძლება არანაირი მშენებლობა, ამას ამბობს არაერთი ქართველი და უცხოელი ექსპერტიც. თუმცა, ფაქტია მიმდინარეობს კორპუსების და სასტუმროების მშენებელობები. გაიცემა ახალ-ახალი ნებართვები. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადო რეკომენდაციები, რომელიც არ შესრულებულა. ძალიან პირობითად გატარდა საპრევენციო სამუშოები.


ყველაზე ცუდი იცით რა არის? იმ ადამიანებს, პროფესიონალებს, რომლებიც საკრებულოსთან ერთად მუშაობდნენ ამ სამუშაოების ჩატარებაზე, ყველას პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. უარს აცხადებენ მედიასთან ინტერვიუზე. ჩემთან პირად საუბარში კი ამბობენ, რომ არათუ გაუმჯობესდა, პირიქით კიდევ უფრო დამძიმდა იქ სიტუაცია, იმიტომ რომ დაემატა მშნებლობები. ისინი მეუბნებიან, რომ არცერთ ჟურნალისტს არ მივცე მათი ნომერი. არ სურთ ამ თემაზე საუბარი, რადგან უფრთხილდებიან სამსახურებს" - ამბობს გარემოსდამცველი.


ნატა ფერაძის მოსაზრებისგან განსხვავებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულებულია. სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტმა იოსებ ქინქლაძემ AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარების კუთხით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა:



"გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულდა, ჩვენი კომპეტენცია არ არის საინჟინრო ნაგებობებში აქტიური ჩართვა. ჩვენი კომპეტენციაა მონიტორინგი და გაფრთხილება.


არსებობს არასაინჟინრო და საინჟინრო პრევენცია. არასაინჟინრო ნაწილში ბევრი რამ არის გაკეთებული, მსგავსი სტიქია რომ მოხდეს, მაშინ ისეთი მასშტაბის ზარალი არ იქნება, რადგან უკვე გვაქვს შესაძლებლობა ადრეული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გავაფრთხილოთ მოსახლეობა, დროულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება დაიწყება ევაკუაცია და ა.შ.


დანარჩენი ახლა იქ რა ეკონომიკური ზარალი მოყვება ამას, ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს, ჩვენ რაც გვეხება, დროულად მივაწვდით საზოგადოებას ინფომაციას, რომ მინიმუმ ადამიანური მსხვერპლი ავიცილოთ თავიდან“ - ამბობს ქინქლაძე და მდინარის ხეობაში მიმდინარე მშნებლობებთან დაკავშირებით დასძენს:


„იცით რაა? ჭალა არის ძალიან ფართო ცნება. ჭალას განეკუთვნება მთლიანად სვანიძის ქუჩა და ქვემო წელი. მაგ ლოგიკით, იაპონია საერთოდ არ უნდა განაშენიანებულიყო. ჭალაში შესაძლებელია განაშენიანება, თუ ჩვენ გავატარებთ შესაბამის საპრევენციო ღონისძიებებს, აღმოვფხვრით საფრთხეებს, გავაკეთებთ შესაბამის კვლევებს, მაშინ იქ მშენებლობა გამართლებულია.


როცა ნებართვის გაცემაზე შედის წერილი მერიაში, ძალიან ხშირად ჩვენ მოგვმართავენ და ყოფილა შემთხვევები, როცა რეკომენდაცია არ გაგვიცია იქ მშენებლობაზე" - აცხადებს იოსებ ქინქლაძე.



კომპეტენტური კვლევებისა და ანალიზის აუცილებლობაზე საუბრობს ილიას უნივერსიტეტის ბუნების შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძეც. ინსტიტუტმა მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედია შეისწავლა და რეკომენდაციებიც გამოსცა:


"არ არის ისე, რომ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია. გარკვეული პრევენციული სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ ეს ვერაფერს იზამს, არც საკმარისი და არც სწორად გაკეთებულია. ეს სამუშოები არ არის დაფუძნებული კომპეტენტურ კვლევაზე. USAID-ის მოწვევით იყვნენ ამერიკელი გეოლოგები და მათ დადეს დასკვნა. რეკომენდაციები არის სამკაოდ მკაცრი. იქ წერია, რომ ვერეს მასშტაბები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და ნებისმიერი სამშენებლო სამუშო იქ არის დანაშაული!


მსგავსი ტრაგედიები და მოვარდნები ვერეს ახასიათებს და ეს აუცილებლად განმეორდება წლების შემდეგ და ვინ აიღებს მაშინ ამაზე პასუხისმგებლობას?! ზოოპარკი უნდა გადატანილიყო, გადაიტანეს? იქ არის ახლაც. ვის მოვთხოვთ პასუხს, ეს ხალხი ვინც ახლა გასცემს ნებართვებს და "აპრავებს" ამ საშინელ მშნებლობებს, 30 წლის მერე იქნებიან საერთოდ?!" - განაცხადა გოდოლაძემ AMBEBI.GE- სთან საუბარში.



გოდოლაძის აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დარგის ექსპერტების სიმცირე და საკანონმდებლო ბაზის არარსებობა:


"მაგალითად, ჩვენ გვაქვს ერთი კონკრეტული შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე: იქაურმა მოსახლეობამ გააპროტესტა საფრთხისშემცველი მშენებლობა და იჩივლა სასამართლოში. ვესწრები სასამართლო პროცესებს და არის სრულიად გაურკვეველი სიტუაცია - მოსამართლე ვერ ერკვევა საერთოდ ამ საკითხებში, სპეციალისტები არიან 1930-იანი წლების საინჟინრო სტანდარტებში ჩარჩენილი.


შევაჩერეთ წყნეთის ქუჩაზე 14-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეწყერზე დგას, შევაჩერეთ გარკვეული პერიოდი, ვუჩივლეთ კომპანიას, მაგრამ არ მაქვს იმედი, იმიტომ რომ დგება მოსამართლის კომპეტენციის საკითხი - ექსპერტს არ იძახებს, ვერ ხვდება რატომ უნდა გამოიძახოს და ეს არის აბსოლუტური ჩიხი" - ამბობს გოდოლაძე.



არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა ჩაატარა კვლევა ვერეს ხეობაში მოხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების, სტიქიის შემდეგ განხორცილებეული სამუშოებისა და არსებული ვითარების შესაფასებლად. ორგანიზაცია კრიტიკულს უწოდებს მდინარის ხეობაში გატარებულ სარეაბილიტაციო-საპრევენციო ღონისძიებებს და გვაწვდის ფოტომასალას, რომელზეც მდინარის ჭალაში მიმდინარე ახალი მშენებლობები ჩანს:


"ძლიერი წყალმოვარდნები ვერეზე წარსულშიც ბევრჯერ ყოფილა და, ალბათ, მომავალშიც იქნება.... დღემდე გრძელდება ხეობების ძირზე უფრო ადვილად მისადგომი, ძლიერი წყალმოვარდნების მიმართ მდინარის მოწყვლადი ელემენტების - კალაპოტებისა და მათ გასწვრივ მდებარე ბრტყელზედაპირიანი ჭალების გამოყენება მშენებლობის მიზნით.


თუ ხეობის ძირის ურბანულ-ინფრასტრუქტურული ათვისების პროცესში ხდება კალაპოტსა და მიმდებარე ჭალაში საინჟინრო ნაგებობების მასიური განლაგება, ირღვევა ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მდინარის ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი. ხეობის ძირი კარგავს ჩამონადენის თავისუფლად გატარების უნარს. ასეთ პირობებში უძლიერესმა წყალმოვარდნებმა შეიძლება კატასტროფული ზიანი მიაყენოს მოსახლეობას" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში.


მდინარე ვერეს ხეობის ძირზე აშენებული ორი ცხაურის ეფექტურობას კვლევა ასე აფასებს:



"უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის მისადგომებთან ცხაურების მშენებლობისათვის შერჩეულ ადგილებზე ხეობის ძირი ვიწროა, მისი ზედაპირის ფართობი კი, რომელზედაც უნდა განთავსდეს ცხაურებით შეკავებული ნატანი, ძლიერ შეზღუდული. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი მორფოდინამიკური ვითარება შეიქმნება ასეთ ადგილზე აშენებული ცხაურების წინ საშუალოდ 0-5, 0-7 ჰა ფართობის მქონე ზედაპირებზე, ისეთი მოცულობისა და შედგენილობის ნატანის შეკავების შედეგად, რასაც ადგილი ჰქონდა 2015 წლის 13 ივნისის წყალმოვარდნის დროს.


საეჭვოდ მიგვაჩნია, რომ ქალაქის მისადგომებთან მდინარე ვერეს ხეობის ძირზე ორი შედარებით მცირეგაბარიტიანი ცხაურის მშენებლობით, უძლიერესი წყალმოვარდნით მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდეს" - ვკითხულობთ კვლევაში.


რაც შეეხება მზიურის პარკის მიმდებარედ მოწყობილ დამბას, კვლევის მიხედვით, ვერც ის იქნება ეფექტური, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაპირდამცავი დამბის სიმაღლე 3.5-4 მეტრს არ აღემატება. ხოლო წყალმოვარდნის დროს ხეობის ამ მონაკვეთზე გვირაბის შესასვლელთან ნიაღვრების შეტბორვის შედეგად მათმა სიმაღლემ 7 მეტრს გადააჭარბა.



დარგის ექსპერტების მოსაზრებით, ვერეს ტრაგედიის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო არა ბუნებრივი ჰიდროკლიმატური ფაქტორით გამოწვეული განსაკუთრებული სიძლიერის წყალმოვარდნა, არამედ ვერეს ჭალებისა და ჭალისპირა დაბალი ტერიტორიების წინდაუხედავი სამეურნეო ათვისება. სტიქიის ზონაში მშნებლობები დღემდე გრძელდება.


უნდა აღინიშნოს რომ, ახლახანს, 12 ივნისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ ჟვანიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ვარაზისხევის ზედა ნაწილზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეჩერდა.


"მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც დავუკვეთეთ, ეხება ვარაზისხევის ზედა ნაწილზე ჩატარებულ კვლევას, ასევე, ჟვანიას და მიმდებარე ქუჩებს. ჩვენ ბევრი კრიტიკა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი სამშენებლო მოედანი გამზადებული მშენებლობების განსახორციელებლად.


დიდი შემოტევა იყო ინვესტორებისგან, თუმცა უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი! გავაჩერეთ ყველა ეს სამშენებლო ნებართვები, რომელიც იყო გამზადებული იმისთვის, რომ გაგვეცა ნებართვები და დავუკვეთეთ კვლევა, რათა გაგვეგო, რეალურად არის თუ არა საფრთხისშემცველი ფერდები და ქუჩები" - განაცხადა კალაძემ.


მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის ასევე, ორივე ფერდის კვლევა 200 ჰექტარზე ჩატარდა. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მარჯვენა ფერდზე და ახალი მენეჯმენტის ფარგლებში არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ამ ტერიტორიაზე, ხოლო დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) შეუსაბამო გრგ-დ იქნა გამოცხადებული.


AMBEBI.GE დაუკავშირდა დედაქალაქის მერიას და კონკრეტული შეკითხვებით მიმართა, მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცა და რა მდგომარეობაა მდინარე ვერეს ხეობაში მშნებლობების თვალსაზრისით. უწყებაში გვითხრეს, რომ პასუხს კანონით გათვალისწინებულ ათი სამუშაო დღის ვადაში გამოგვიგზავნიან.



ფოტოები: CENN; ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია; ირაკლი გედენიძე;