პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაკლებად ცნობილი დიდგვაროვანთა ულამაზესი ქალები და იმერეთის მეფის შვილიშვილი, რომლის სახის მიხედვით ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი დახატეს
ნაკლებად ცნობილი დიდგვაროვანთა ულამაზესი ქალები და იმერეთის მეფის შვილიშვილი, რომლის სახის მიხედვით ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი დახატეს

და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლის სამ­ტო­მე­ულ­ში "მშვე­ნი­ე­რე­ბა ზე­ცით მო­სუ­ლი" აღ­ბეჭ­დილ ლა­მაზ ქა­ლებ­ზე ბევ­რი და­ი­წე­რა... თუმ­ცა, ამ­ჯე­რად მკი­თხველს იმ დიდ­გა­რო­ვან ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე ვუ­ამ­ბობთ, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად არი­ან ცნო­ბი­ლი:

ნინო წე­რე­თე­ლი-ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, იმე­რე­თის მე­ფის და­ვი­თის შვი­ლიშ­ვი­ლი - "ქალი მუზა", პო­ე­ტე­ბი­სა და მხატ­ვრე­ბის შთა­გო­ნე­ბა... ზი­ჩი­სე­უ­ლი "ცო­ცხა­ლი სუ­რა­თე­ბის" თა­ო­სა­ნი და მო­ნა­წი­ლე. თა­მარ მე­ფის და ნეს­ტან-და­რე­ჯა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი მხატ­ვარ­მა, სწო­რედ მისი სა­ხის მი­ხედ­ვით შექ­მნა. მისი მე­უღ­ლე გმი­რი გე­ნე­რა­ლი ბი­ძი­ნა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი იყო. შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. ორი­ვე ცოლ-ქმა­რი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

ნინო წე­რე­თე­ლი-ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი

თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძე-ბაგ­რა­ტი­ო­ნი-გრუ­ზინ­სკა­ია, ნინო და ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ძმის, და­ვი­თის შვი­ლი - 5 წლის თა­მა­რი ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად შა­მი­ლის ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში იზ­რდე­ბო­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვად უკ­რავ­და, იყო პო­ე­ზი­ი­სა და მხატ­ვრო­ბის მოტრფი­ა­ლე. მე­უღ­ლის ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ორ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზარ­ვა და ვე­ნე­ცი­ა­ში და­სახ­ლდა. უცხო­ე­ლებს თა­მა­რი თა­ვი­სი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას აც­ნობ­და. შექ­მნა ქარ­თუ­ლი ნივ­თე­ბის მუ­ზე­უ­მი, იცხოვ­რა პა­რიზ­ში, დრეზ­დენ­ში, რომ­ში. შვი­ლებს ეკა­ტე­რი­ნე­სა და ელი­სა­ბედს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა. შემ­დეგ შვი­ლებ­თან ერ­თად თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ელი­სა­ბე­დი თსუ-ში ფრან­გულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლი­და, ასე­ვე იყო თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, ეწე­ო­და მთარ­გმნე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა­საც.

ანა ალექ­სან­დრეს ასუ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი-გო­ლი­ცი­ნა - ოცი წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და, მისი მე­უღ­ლე უმ­დიდ­რე­სი თა­ვა­დის ბო­რის ან­დრი­ას ძე გო­ლი­ცი­ნი იყო. წყვი­ლი სან­კტ-ეტერ­ბურ­გში უზარ­მა­ზარ, თეთრ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობ­და. ანამ კავ­კა­სი­ი­დან პე­ტერ­ბურ­გში თა­ვის ძმის შვი­ლი პეტ­რე ივა­ნეს ძე ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჩა­იყ­ვა­ნა და მის აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­უ­წყო ხელი. პეტ­რე სი­მა­მა­ცი­თა და მხედ­რუ­ლი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მან რუ­სე­თის მთა­ვარ­სარ­დლის წო­დე­ბას მი­აღ­წია. 1812 წელს ის ბო­რო­დი­ნოს ბრძო­ლა­ში და­იჭ­რა და სული მა­მი­დის ხელ­ში და­ლია.

ანა ალექ­სან­დრეს ასუ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი-გო­ლი­ცი­ნა

და­რე­ჯან არ­ჩი­ლის ასუ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი - სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამ­წვა­ვე­ბის გამო და­რე­ჯა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. მამა, არ­ჩილ მეფე, რუ­სეთ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნაგ­რძობ­და. რუ­სეთ­ში­ვე და­ა­არ­სა სტამ­ბა. მა­შინ არ­ჩილს პეტ­რე დიდ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და და სწო­რედ მას სთხო­ვა, და­რე­ჯა­ნის მემ­კვიდ­რედ დამ­ტკი­ცე­ბა და მის­თვის მე­ფუ­რი წო­დე­ბის სა­სი­ძოს გა­მო­ძებ­ნა. მშობ­ლე­ბი ამ მიზ­ნის მი­უღ­წევ­ლად გარ­და­იც­ვალ­ნენ. და­რე­ჯან­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­აგ­რძე­ლა. ამ­ზა­დებ­და მხატ­ვრულ ქსო­ვი­ლებს, ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბით. პი­რად სახ­სრებ­სა და და­ნა­ზოგს მო­ნას­ტრის კე­თილ­მო­წყო­ბას ახ­მარ­და. პეტ­რე პირ­ველ­თან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი და­რე­ჯა­ნი ვახ­ტანგ მე­ექსვსეს და იმ­პე­რა­ტორს შო­რის შუ­ა­მავ­ლის როლს ას­რუ­ლებ­და. არ­ჩილ მე­ფის უკა­ნას­კნე­ლი იმე­დი, უჭი­რი­სუფ­ლოდ 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია დო­ნის მო­ნას­ტერ­ში მშობ­ლე­ბი­სა და ძმე­ბის გვერ­დით.

და­რე­ჯან არ­ჩი­ლის ასუ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი

მერი შერ­ვა­ში­ძე - ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ქალი, რო­მე­ლი სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზით იყო გან­თქმუ­ლი. ის პო­ეტ­თა და ხე­ლო­ვან­თა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო. ყო­ფი­ლა ფრე­ი­ლი­ნა (დე­დოფ­ლის ან პრინ­ცე­სის მხლე­ბე­ლი გა­უ­თხო­ვა­რი ქალი) ნი­კო­ლოზ მე­ო­რის კარ­ზე. მისი გა­რეგ­ნო­ბით მე­ფეც კი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო. უზო­მოდ თავ­მდა­ბა­ლი და თა­ვა­ზი­ა­ნი იყო. მისი მე­უღ­ლე გი­გუ­შა ერის­თა­ვი გახ­და. მათ შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. წყვი­ლი ემიგ­რა­ცი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მერი შერ­ვა­ში­ძე

სა­ლო­მე და­დი­ა­ნი სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის და­ვით და­დი­ა­ნის და ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის შვი­ლი იყო. იგი საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ აშლ მი­უ­რატ­ზე გა­თხოვ­და, რომ­ლის ბა­ბუა ნე­ო­პო­ლი­ტა­ნი­ის მეფე იო­ჰა­ილ მი­უ­რა­ტი იყო. სა­ლო­მეს და აშილს სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ: ლუ­სე­ი­ნი, ნა­პო­ლე­ო­ნი და ან­ტუ­ა­ნე­ტა. თა­ვი­დან პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ - სა­მეგ­რე­ლო­ში, მათ­თვის გან­კუთ­ვნილ სა­სახ­ლე­ებ­ში. 25 წლი­ა­ნი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, პრინცმა აშილ მი­უ­რატ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

სა­ლო­მე და­დი­ა­ნი და აშილ მი­უ­რა­ტი

ანე­ტა ახვლე­დი­ა­ნი-ჭი­ჭი­ნა­ძე ფარ­მა­ცევ­ტი: სხვა­დას­ხვა დროს თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა აფ­თი­ა­ქის გამ­გედ მუ­შა­ობ­და. მისი მე­უღ­ლე ვა­სილ ჭი­ჭი­ნა­ძე იყო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის არ­მი­ის ოფი­ცე­რი გახ­ლდა. სწო­რედ მათი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, მსა­ხი­ო­ბი დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე, ასე­ვე კი­ნოს­ვარ­სკვლა­ვი რეზო ჭი­ჭი­ნა­ძე.

ანე­ტა ახვლე­დი­ა­ნი და რეზო ჭი­ჭი­ნა­ძე

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქი­ვი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

ოღონდ დარეჯან ბაგრატიონია,თუ ლალი ბადურაშვილი,ვერ გავიგე

 

ნინო
1

დარეჯან ბაგრატიონია ულამაზესი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ნაკლებად ცნობილი დიდგვაროვანთა ულამაზესი ქალები და იმერეთის მეფის შვილიშვილი, რომლის სახის მიხედვით ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი დახატეს

ნაკლებად ცნობილი დიდგვაროვანთა ულამაზესი ქალები და იმერეთის მეფის შვილიშვილი, რომლის სახის მიხედვით ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი დახატეს

დამანა მდივნიშვილის სამტომეულში "მშვენიერება ზეცით მოსული" აღბეჭდილ ლამაზ ქალებზე ბევრი დაიწერა... თუმცა, ამჯერად მკითხველს იმ დიდგაროვან ულამაზეს ქალბატონებზე ვუამბობთ, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი:

ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი, იმერეთის მეფის დავითის შვილიშვილი - "ქალი მუზა", პოეტებისა და მხატვრების შთაგონება... ზიჩისეული "ცოცხალი სურათების" თაოსანი და მონაწილე. თამარ მეფის და ნესტან-დარეჯანის პერსონაჟები მხატვარმა, სწორედ მისი სახის მიხედვით შექმნა. მისი მეუღლე გმირი გენერალი ბიძინა ჩოლოყაშვილი იყო. შვილი არ ჰყოლიათ. ორივე ცოლ-ქმარი ქაშუეთის ეკლესიაშია დაკრძალული.

ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი

თამარ ჭავჭავაძე-ბაგრატიონი-გრუზინსკაია, ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეების ძმის, დავითის შვილი - 5 წლის თამარი ნათესავებთან ერთად შამილის ტყვეობაში იმყოფებოდა. განთავისუფლების შემდეგ საუკეთესო პირობებში იზრდებოდა. შესანიშნავად უკრავდა, იყო პოეზიისა და მხატვრობის მოტრფიალე. მეუღლის ირაკლი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ ორ ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზარვა და ვენეციაში დასახლდა. უცხოელებს თამარი თავისი ქვეყნის კულტურას აცნობდა. შექმნა ქართული ნივთების მუზეუმი, იცხოვრა პარიზში, დრეზდენში, რომში. შვილებს ეკატერინესა და ელისაბედს უმაღლესი განათლება მიაღებინა. შემდეგ შვილებთან ერთად თბილისში დაბრუნდა. ელისაბედი თსუ-ში ფრანგულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ასევე იყო თსუ-ს პროფესორი, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.

ანა ალექსანდრეს ასული ბაგრატიონი-გოლიცინა - ოცი წლის ასაკში დაოჯახდა, მისი მეუღლე უმდიდრესი თავადის ბორის ანდრიას ძე გოლიცინი იყო. წყვილი სანკტ-ეტერბურგში უზარმაზარ, თეთრ სასახლეში ცხოვრობდა. ანამ კავკასიიდან პეტერბურგში თავის ძმის შვილი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი ჩაიყვანა და მის აღზრდა-განათლებას ყველანაირად შეუწყო ხელი. პეტრე სიმამაცითა და მხედრული ნიჭით გამოირჩეოდა. მან რუსეთის მთავარსარდლის წოდებას მიაღწია. 1812 წელს ის ბოროდინოს ბრძოლაში დაიჭრა და სული მამიდის ხელში დალია.

ანა ალექსანდრეს ასული ბაგრატიონი-გოლიცინა

დარეჯან არჩილის ასული ბაგრატიონი - საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავების გამო დარეჯანი მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. მამა, არჩილ მეფე, რუსეთში ლიტერატურულ საქმიანობას განაგრძობდა. რუსეთშივე დააარსა სტამბა. მაშინ არჩილს პეტრე დიდთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ მას სთხოვა, დარეჯანის მემკვიდრედ დამტკიცება და მისთვის მეფური წოდების სასიძოს გამოძებნა. მშობლები ამ მიზნის მიუღწევლად გარდაიცვალნენ. დარეჯანმა საქველმოქმედო საქმიანობა გააგრძელა. ამზადებდა მხატვრულ ქსოვილებს, ქართული წარწერებით. პირად სახსრებსა და დანაზოგს მონასტრის კეთილმოწყობას ახმარდა. პეტრე პირველთან დაახლოვებული დარეჯანი ვახტანგ მეექსვსეს და იმპერატორს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. არჩილ მეფის უკანასკნელი იმედი, უჭირისუფლოდ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. დასაფლავებულია დონის მონასტერში მშობლებისა და ძმების გვერდით.

დარეჯან არჩილის ასული ბაგრატიონი

მერი შერვაშიძე - ლეგენდად ქცეული ქალი, რომელი საკუთარი სილამაზით იყო განთქმული. ის პოეტთა და ხელოვანთა შთაგონების წყარო იყო. ყოფილა ფრეილინა (დედოფლის ან პრინცესის მხლებელი გაუთხოვარი ქალი) ნიკოლოზ მეორის კარზე. მისი გარეგნობით მეფეც კი აღტაცებული იყო. უზომოდ თავმდაბალი და თავაზიანი იყო. მისი მეუღლე გიგუშა ერისთავი გახდა. მათ შვილი არ ჰყოლიათ. წყვილი ემიგრაციაში გარდაიცვალა.

მერი შერვაშიძე

სალომე დადიანი სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი იყო. იგი საფრანგეთში მცხოვრებ აშლ მიურატზე გათხოვდა, რომლის ბაბუა ნეოპოლიტანიის მეფე იოჰაილ მიურატი იყო. სალომეს და აშილს სამი შვილი შეეძინათ: ლუსეინი, ნაპოლეონი და ანტუანეტა. თავიდან პარიზში ცხოვრობდნენ, შემდეგ - სამეგრელოში, მათთვის განკუთვნილ სასახლეებში. 25 წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, პრინცმა აშილ მიურატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სალომე დადიანი და აშილ მიურატი

ანეტა ახვლედიანი-ჭიჭინაძე ფარმაცევტი: სხვადასხვა დროს თბილისში სხვადასხვა აფთიაქის გამგედ მუშაობდა. მისი მეუღლე ვასილ ჭიჭინაძე იყო, რომელიც რუსეთის არმიის ოფიცერი გახლდა. სწორედ მათი შვილი საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი დოდო ჭიჭინაძე, ასევე კინოსვარსკვლავი რეზო ჭიჭინაძე.

ანეტა ახვლედიანი და რეზო ჭიჭინაძე

ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"