მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა - "სიმღერას დროებით დავემშვიდობები"
ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა - "სიმღერას დროებით დავემშვიდობები"

მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში სამ­ხა­რეო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფილ­მა "ქუ­ჩის ბიჭ­მა" AMBEBI.GE-ს და­უ­დას­ტუ­რა.

"ნამ­დვი­ლად და­ვი­ნიშ­ნე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მე­სა­მე მო­ად­გი­ლედ. ვი­მუ­შა­ვებ ტუ­რიზ­მის, კულ­ტუ­რის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო თა­ვად გუ­ბერ­ნა­ტო­რის­გან, ასე­ვე რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის­გან. ერთი კვი­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ბა­ტონ სო­ზარ სუ­ბარ­თან და ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვილ­თან, დღეს მო­ე­წე­რა ბრძა­ნე­ბას ხელი", - აღ­ნიშ­ნა ხა­ჩი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

- რა შე­დის თქვენს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში?

- ჩემი ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა, გუ­ბერ­ნა­ტო­რის და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ში მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­ვუ­ერ­თდე­ბი ყვე­ლა იმ პრო­ექტს, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი აქვს მთავ­რო­ბას რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მეც მექ­ნე­ბა პრო­ექ­ტე­ბი, მე­ტად რომ გა­მო­ცო­ცხლდეს ეს რე­გი­ო­ნი, დიდი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს.

- ხალ­ხი იტყვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მხარ­და­ჭე­რა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბით და­გი­ფა­სათ, რას იტყვით?

- მე ასე ვი­ტყვი: წლე­ბია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და რა­ტომ აქამ­დე არ შე­მომ­თა­ვა­ზე? სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მხა­რეს დას­ჭირ­და ჩემი დახ­მა­რე­ბა, ესაა ჩემი მხა­რე და მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი.

- სიმ­ღე­რას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებთ?

- სიმ­ღე­რას დრო­ე­ბით და­ვემ­შვი­დო­ბე­ბი. თუ ჩა­ტარ­დე­ბა დიდი, ნოს­ტალ­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ ვარ შე­ზღუ­დუ­ლი.

ხა­ჩი­ძე მხა­რის რწმუ­ნე­ბუ­ლის ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მე­სა­მე მო­ად­გი­ლე იქ­ნე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ზურა ხა­ჩი­ძე 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ბორ­ჯო­მის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი იყო "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა - "სიმღერას დროებით დავემშვიდობები"

ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა - "სიმღერას დროებით დავემშვიდობები"

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა. "სამხრეთის კარიბჭის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყოფილმა "ქუჩის ბიჭმა" AMBEBI.GE-ს დაუდასტურა.

"ნამდვილად დავინიშნე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ. ვიმუშავებ ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით. ეს შემოთავაზება იყო თავად გუბერნატორისგან, ასევე რეგიონალური განვითარების სამსახურისგან. ერთი კვირა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბატონ სოზარ სუბართან და ბესიკ ამირანაშვილთან, დღეს მოეწერა ბრძანებას ხელი", - აღნიშნა ხაჩიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

- რა შედის თქვენს მოვალეობებში?

- ჩემი ძირითადი მოვალეობა იქნება, გუბერნატორის დაგეგმილ პროექტებში მივიღო მონაწილეობა. შევუერთდები ყველა იმ პროექტს, რომელიც დაგეგმილი აქვს მთავრობას რეგიონის განვითარებისთვის. მეც მექნება პროექტები, მეტად რომ გამოცოცხლდეს ეს რეგიონი, დიდი ტურისტული პოტენციალი გვაქვს.

- ხალხი იტყვის, რომ ხელისუფლებამ მხარდაჭერა ამ თანამდებობით დაგიფასათ, რას იტყვით?

- მე ასე ვიტყვი: წლებია ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და რატომ აქამდე არ შემომთავაზე? სამცხე-ჯავახეთის მხარეს დასჭირდა ჩემი დახმარება, ესაა ჩემი მხარე და მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

- სიმღერას ვეღარ გააგრძელებთ?

- სიმღერას დროებით დავემშვიდობები. თუ ჩატარდება დიდი, ნოსტალგიური ღონისძიებები, ამ შემთხვევაში არ ვარ შეზღუდული.

ხაჩიძე მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. შეგახსენებთ, ზურა ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "პატრიოტთა ალიანსიდან".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ