პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„აზურა ბარი“ - მყუდრო გარემო დედაქალაქის ცენტრში, რომელიც თავს ქალაქგარეთ გაგრძნობინებთ
„აზურა ბარი“ - მყუდრო გარემო დედაქალაქის ცენტრში, რომელიც თავს ქალაქგარეთ გაგრძნობინებთ

მა­შინ, როცა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუსს აღ­წევს, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი კი გაგ­რი­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს ვე­ღარ იტევს, შე­გიძ­ლია, სი­ცხე­სა და ხმა­ურს სას­ტუმ­რო „ბილტმორ თბი­ლი­სის“ „აზუ­რა ბარ­ში“ გა­ექ­ცე.

„აზუ­რა ბარი“ ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო „ბილტმორ თბი­ლი­სის“ სივ­რცეა, რო­მელ­მაც სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნი უკვე გახ­სნა და სტუმ­რებ­საც იღებს. სივ­რცე მო­ი­ცავს აუზ­სა და კა­ფეს, სა­დაც უგემ­რი­ე­ლე­სი კოქ­ტე­ი­ლე­ბი და ჯან­სა­ღი­კერ­ძე­ბი მზად­დე­ბა.

სე­ზო­ნის გახ­სნა „ბილტმორ თბი­ლი­სის“ ად­მი­ნის­ტრა­ცია კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან და სხვა­დას­ხვა მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა. სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ შად­რევ­ნე­ბი­თა და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბით მორ­თუ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბა­რის ეზო, რომ­ლის გვერ­დით, გა­სა­რუ­ჯი სივ­რცე და დიდი აუ­ზია მო­წყო­ბი­ლი. სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბიც გა­ა­თა­მა­შა.

„ბილტმორ თბი­ლი­სის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის მე­ნე­ჯე­რი, ნინო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ „აზუ­რა ბა­რის“ კონ­ცეფ­ცია ცხელ ზა­ფხულ­ში დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს მო­ი­ცავს.

„აზუ­რა ბარი“ თბი­ლი­სის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი სივ­რცეა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში თავი ქა­ლა­ქი­დან შორს იგ­რძნონ და სიგ­რი­ლე­ში კოქ­ტე­ი­ლე­ბით ისი­ა­მოვ­ნონ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბარი მდე­ბა­რე­ობს „ბილტმორ თბი­ლი­სის“ აუ­ზის გვერ­დით, რაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა იმი­სათ­ვის რომ აქ მყოფ­მა სტუმ­რებ­მა ცურ­ვი­სა და გა­რუ­ჯვის პა­რა­ლე­ლუ­რად ცივი კოქ­ტე­ი­ლე­ბი­თა და უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძე­ბი­თაც ისი­ა­მოვ­ნონ. ეს არის მყუდ­რო, გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა იმ ად­გი­ლის­გან, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლაქ­ში არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მსგავ­სი სივ­რცე­ე­ბის­გან ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას ითხოვს, რაც „ბილტმორ თბი­ლის­ში“ სრუ­ლად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ნი­ნუ­ცა ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის თქმით, სწო­რედ ეს ხა­რის­ხი აძ­ლევს „აზუ­რა ბარს“ სა­შუ­ა­ლე­ბას, სტუმ­რე­ბი არამ­ხო­ლოდ სი­ცხის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად და და­სას­ვე­ნებ­ლად მი­ი­ღოს, არა­მედ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მის­ცეს.

„აზუ­რა ბარი“ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სივ­რცეა არამ­ხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წვე­უ­ლე­ბე­ბის­თვის, არა­მედ მას­შტა­ბუ­რი ქორ­წი­ლის­თვის, ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბის­თვის, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის და ა.შ. ის ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მრა­ვალ­ფუნ­ცქცი­უ­რი სივ­რცეა“, - აღ­ნიშ­ნა ნი­ნუ­ცა ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­მა.

„ბილტმორ თბი­ლი­სის“ გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ ქუ­თა­თე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ „აზუ­რა ბარს“ სტუმ­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ზა­ფხუ­ლო მე­ნიუ აქვს, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი კერ­ძე­ბის დიდ არ­ჩე­ვანს მო­ი­ცავს.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ „აზუ­რა ბარ­ში“ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა. აქ ჩვენს სტუმ­რებს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­უპ­რი­ზი ელო­დე­ბათ. გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მე­ნიუ, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო კერ­ძებს. საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია სას­მე­ლე­ბი­სა და კოქ­ტე­ი­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნიც“, - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ქუ­თა­თე­ლა­ძემ.

თბი­ლის­ში ზა­ფხუ­ლი უკვე და­ი­წყო, შე­სა­ბა­მი­სად, შე­გიძ­ლი­ათ, დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში „აზუ­რა ბარს“ ეს­ტუმ­როთ და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­თი ისი­მოვ­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

„აზურა ბარი“ - მყუდრო გარემო დედაქალაქის ცენტრში, რომელიც თავს ქალაქგარეთ გაგრძნობინებთ

„აზურა ბარი“ - მყუდრო გარემო დედაქალაქის ცენტრში, რომელიც თავს ქალაქგარეთ გაგრძნობინებთ

მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, საცურაო აუზები კი გაგრილების მსურველებს ვეღარ იტევს, შეგიძლია, სიცხესა და ხმაურს სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ „აზურა ბარში“ გაექცე.

„აზურა ბარი“ ქალაქის შუაგულში მდებარე სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სივრცეა, რომელმაც საზაფხულო სეზონი უკვე გახსნა და სტუმრებსაც იღებს. სივრცე მოიცავს აუზსა და კაფეს, სადაც უგემრიელესი კოქტეილები და ჯანსაღიკერძები მზადდება.

სეზონის გახსნა „ბილტმორ თბილისის“ ადმინისტრაცია კორპორაციულ მომხმარებლებთან და სხვადასხვა მოწვეულ სტუმართან ერთად აღნიშნა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ შადრევნებითა და მწვანე ნარგავებით მორთული ორსართულიანი ბარის ეზო, რომლის გვერდით, გასარუჯი სივრცე და დიდი აუზია მოწყობილი. სასტუმროს ადმინისტრაციამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისათვის სპეციალური პრიზებიც გაათამაშა.

„ბილტმორ თბილისის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი, ნინო ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ „აზურა ბარის“ კონცეფცია ცხელ ზაფხულში დედაქალაქის მცხოვრებთა საჭიროებებს მოიცავს.

„აზურა ბარი“ თბილისის ცენტრში არსებული სივრცეა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ზაფხულის ცხელ დღეებში თავი ქალაქიდან შორს იგრძნონ და სიგრილეში კოქტეილებით ისიამოვნონ. აღსანიშნავია, რომ ბარი მდებარეობს „ბილტმორ თბილისის“ აუზის გვერდით, რაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისათვის რომ აქ მყოფმა სტუმრებმა ცურვისა და გარუჯვის პარალელურად ცივი კოქტეილებითა და უგემრიელესი კერძებითაც ისიამოვნონ. ეს არის მყუდრო, გამწვანებული სივრცე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა იმ ადგილისგან, რომლებიც დედაქალაქში არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სივრცეებისგან ყველა ჩვენგანი უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ითხოვს, რაც „ბილტმორ თბილისში“ სრულად არის გათვალისწინებული. ნინუცა ჩეჩელაშვილის თქმით, სწორედ ეს ხარისხი აძლევს „აზურა ბარს“ საშუალებას, სტუმრები არამხოლოდ სიცხისგან თავის დასაღწევად და დასასვენებლად მიიღოს, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების საშუალებაც მისცეს.

„აზურა ბარი“ არაჩვეულებრივი სივრცეა არამხოლოდ ჩვეულებრივი წვეულებებისთვის, არამედ მასშტაბური ქორწილისთვის, ხელის მოწერის ცერემონიალებისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის და ა.შ. ის ძალიან მრავალფეროვანი და მრავალფუნცქციური სივრცეა“, - აღნიშნა ნინუცა ჩეჩელაშვილმა.

„ბილტმორ თბილისის“ გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ „აზურა ბარს“ სტუმრებისთვის სპეციალური საზაფხულო მენიუ აქვს, რომელიც ჯანსაღი კერძების დიდ არჩევანს მოიცავს.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „აზურა ბარში“ ძალიან სასიამოვნო გარემოა. აქ ჩვენს სტუმრებს ბევრი საინტერესო სიუპრიზი ელოდებათ. გვაქვს სპეციალურად შემუშავებული მენიუ, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძებს. საკმაოდ მრავალფეროვანია სასმელებისა და კოქტეილების არჩევანიც“, - აღნიშნა მარიამ ქუთათელაძემ.

თბილისში ზაფხული უკვე დაიწყო, შესაბამისად, შეგიძლიათ, დედაქალაქის ცენტრში „აზურა ბარს“ ესტუმროთ და სასიამოვნო გარემოთი ისიმოვნოთ.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის