პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

26

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე ლომშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა,
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაგიჯდებათ მანქანის პარკირება თბილისის ქუჩებში აგვისტოდან
რა დაგიჯდებათ მანქანის პარკირება თბილისის ქუჩებში აგვისტოდან

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, ვინც კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე, ან მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს და ჰყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი, მათ­თვის პარ­კი­რე­ბა იქ­ნე­ბა უფა­სო. ასე­ვე, პარ­კი­რე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა შშმ პირ­თათ­ვის, A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის და ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძემ კოტე აფხა­ზი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გარ­და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მი­სა, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე იმოძ­რა­ვებს ახა­ლი MAN- ის ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რათა მოძ­რა­ო­ბა უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის.

„1-ელი აგ­ვის­ტო­დან შე­დის ძა­ლა­ში სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა - ყო­ფი­ლი ლე­სე­ლი­ძის და აბა­ნო­თუბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა არის. ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლია. ტა­რი­ფე­ბი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია საკ­რე­ბუ­ლოს მიერ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. მინ­და, ვიცე-მერს ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს და­ვა­ვა­ლო, რომ და­ვამ­ყა­როთ კო­მუ­ნი­კა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ამ რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­და ამი­სა, ჩვენ გან­ვა­თავ­სებთ სპე­ცი­ა­ლურ ჯი­ხუ­რებს იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­დეს სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვი­დეს, დას­ვას შე­კი­თხვე­ბი და მი­ი­ღოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ პარ­კი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ვინც, კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე, ან მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე ცხოვ­რობს და ჰყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი, მათ­თვის პარ­კი­რე­ბა იქ­ნე­ბა უფა­სო. ისი­ნი არ გა­და­იხ­დი­ან არა­ფერს. ასე­ვე ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის პარ­კი­რე­ბა იქ­ნე­ბა უფა­სო. შშმ პირ­თათ­ვის იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბა ასე­ვე უფა­სო. A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა უფა­სო ად­გი­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მერ­მა ტა­რი­ფებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ზო­ნე­ბი A,B,C კა­ტე­გო­რი­ე­ბად იქ­ნე­ბა და­ყო­ფი­ლი და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ფასი ექ­ნე­ბა.

„პირ­ველ აგ­ვის­ტომ­დე ფა­სი­ან პარ­კი­რე­ბის ზო­ნებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი მო­ნიშ­ვნე­ბი და­ი­ხა­ზე­ბა, გან­თავ­სდე­ბა საგ­ზაო ნიშ­ნე­ბიც. ფა­სი­ა­ნი პარ­კი­რე­ბა A,B,C კა­ტე­გო­რი­ე­ბად იქ­ნე­ბა და­ყო­ფი­ლი. სა­ფა­სუ­რი A ზო­ნა­ში 1 სა­ა­თი - 1 ლარი; B ზო­ნა­ში - 2ლარი; C ზო­ნა­ში - 3ლარი.

ამ ქუ­ჩა­ზე ჩვენ და­ვა­მა­ტეთ ახა­ლი "MAN”- ის ტი­პის ავ­ტო­ბუ­სე­ბი, იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობ­დეს და გა­და­ად­გი­ლე­ბა იყოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის უპ­რობ­ლე­მო“ , - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ავტორი:

რა დაგიჯდებათ მანქანის პარკირება თბილისის ქუჩებში აგვისტოდან

რა დაგიჯდებათ მანქანის პარკირება თბილისის ქუჩებში აგვისტოდან

ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ვინც კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩაზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელთათვის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ტერიტორიებზე პირველი აგვისტოდან განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდა მოწესრიგებული პარკირების სისტემისა, აღნიშნულ ტერიტორიებზე იმოძრავებს ახალი MAN- ის ტიპის ავტობუსები, რათა მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული იყოს მოსახლეობისათვის.

„1-ელი აგვისტოდან შედის ძალაში საპილოტე პროექტის განხორციელება - ყოფილი ლესელიძის და აბანოთუბნის მიმდებარე ქუჩებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის. ყველაფერი დალაგებული და გადაწყვეტილია. ტარიფები უკვე დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის ინფორმირება. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დავამყაროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან ამ რეფორმასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ განვათავსებთ სპეციალურ ჯიხურებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მივიდეს, დასვას შეკითხვები და მიიღოს სრული ინფორმაცია ამ პარკირებასთან დაკავშირებით.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის ვინც, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ისინი არ გადაიხდიან არაფერს. ასევე ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება იქნება უფასო. შშმ პირთათვის იქნება განსაზღვრული სპეციალური ადგილები, რომლებიც იქნება ასევე უფასო. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იქნება უფასო ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ტარიფებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზონები A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი და თითოეულს თავისი ფასი ექნება.

„პირველ აგვისტომდე ფასიან პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება, განთავსდება საგზაო ნიშნებიც. ფასიანი პარკირება A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი. საფასური A ზონაში 1 საათი - 1 ლარი; B ზონაში - 2ლარი; C ზონაში - 3ლარი.

ამ ქუჩაზე ჩვენ დავამატეთ ახალი "MAN”- ის ტიპის ავტობუსები, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს და გადაადგილება იყოს მოსახლეობისათვის უპრობლემო“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება