საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ატირებული მამა მუხლებში ჩაგვივარდა: არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო..." - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრი აზარტული თამაშების მსხვერპლია
"ატირებული მამა მუხლებში ჩაგვივარდა: არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო..." - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრი აზარტული თამაშების მსხვერპლია

სა­ქარ­თვე­ლო­ში ლუ­დო­მა­ნი­ით თით­ქმის­ ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­და და რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა, მათი რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. მას შემ­დეგ, რაც "პა­ლიტ­რა­მე­დი­ამ" და­ი­წყო პრო­ექ­ტი - "არ ითა­მა­შო, იცხოვ­რე!", მე და ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა არა­ერ­თი შემ­ზა­რა­ვი­ ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნეთ ერ­თნა­ი­რი ფი­ნა­ლით - სუ­ი­ცი­დით, თვით­და­ზი­ა­ნე­ბით, ქვეყ­ნი­დან გა­დახ­ვე­წით... ტრა­გე­დი­ებს და­სას­რუ­ლი არ უჩანს.

ამ­ჯე­რად გი­ამ­ბობთ ოჯახ­ზე,­ სა­დაც სამი მა­მა­კა­ცი მო­თა­მა­შეა. ყვე­ლა მათ­გან­მა არა­ერ­თხელ სცა­და თა­ვის მოკ­ვლა... გა­დარ­ჩნენ, ხან­მოკ­ლე პა­უ­ზის შემ­დეგ კი თა­მა­ში გა­ნაგ­რძეს.

ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე 31 წლის ნიკა გვი­ამ­ბობს:

- დედა დარ­დობ­და, მა­მათ­ქვე­ნი სულ მუ­შა­ობს, მაგ­რამ სახ­ლში­ არა­ფე­რი მო­აქ­ვსო. მერე ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში­ თან­და­თან გაჩ­ნდა სი­ტყვე­ბი: თა­მა­ში, ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რი, კა­ზი­ნო, ვა­ლე­ბი...

დედა თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­და, მამა კი შუ­ა­ღა­მეს მო­დი­ო­და და ჩხუ­ბობ­და. შემ­დეგ ჩვე­ნი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა უფრო გა­უ­ა­რეს­და - ვა­ლე­ბით დამ­ძი­მე­ბულ­მა დე­დამ სა­მუ­შა­ოდ თურ­ქეთ­ში გა­და­წყვი­ტა გამ­გზავ­რე­ბა. მა­შინ მე და ჩემი ძმა სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით. ჩვე­ნი და­ტო­ვე­ბა უმ­ძიმ­და, მაგ­რამ სხვა გზა არ ჰქონ­და, მე­ვა­ლე­ე­ბი გვა­კი­თხავ­დნენ და ბი­ნის­ წარ­თმე­ვით გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ.

- მამა სად მუ­შა­ობ­და?

- ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში, საკ­მა­ოდ კარგ პო­ზი­ცი­ა­ზე, მაგ­რამ თა­მა­შის გამო ჩა­მო­აქ­ვე­ი­თეს, ბო­ლოს გა­აგ­დეს. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ თამ­აში არ შე­უ­წყვე­ტია. ერთი სი­ტყვით, დედა მე­ზო­ბელ ქალს შე­უ­თან­ხმდა, ჩე­მებს კვი­რა­ში სამ­ჯერ საჭ­მე­ლი მო­უმ­ზა­დე და თვე­ში 100 ლარს გად­მო­გი­რი­ცხა­ვო. ისიც და­თან­ხმდა... დედა ისე გვე­ნატ­რე­ბო­და, მისი ყვე­ლა­ ნივ­თის და­ნახ­ვა­ზე მე და ჩემს ძმას გული გვე­კუმ­შე­ბო­და.

რო­დე­საც მე­ზობ­ლის ქალ­მა ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ი­წყო ფუს­ფუ­სი,­ სა­ში­ნე­ლი აგ­რე­სია გაგ­ვიჩ­ნდა. მერე ჩვე­ნი­ ოჯა­ხე­ბი უნე­ბუ­რად და­ახ­ლოვ­დნენ - ხან ჩვენ ვსა­დი­ლობ­დით მათ­თან, ხან მისი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­ იყ­ვნენ ჩვენ­თან. ერთ-ერთი ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და. ის ბიჭი მა­მა­ჩემს და­უ­მე­გობ­რდა. მთე­ლი ღა­მე­ე­ბი ის­ხდნენ და რა­ღა­ცას არ­ჩევ­დნენ.

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­და, რომ ამ ბიჭ­მაც თა­მა­ში და­ი­წყო. ფეხ­ბურთს შე­ეშ­ვა, გუნ­დი­დან გა­აგ­დეს, მერე კი ნარ­კო­ტიკ­ზე შეჯ­და.

ერთ დღეს მამა სახ­ლში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნამ მო­იყ­ვა­ნა. ნას­ვა­მი იყო, ხა­რა­ჩო­დან ჩა­მო­ვარ­და და ფეხი მო­ი­ტე­ხა. ცოტა ხანს შინ მშვი­დად იწვა, შემ­დეგ კი თა­მა­შის "ლომ­კა" მო­აწ­ვა, ხან მე მთხოვ­და ფუ­ლის ჩა­რი­ცხვას, ხან ჩემს ძმას.

- თქვენ სა­ი­დან გქონ­დათ ფული?

- დედა გვიგ­ზავ­ნი­და... მა­შინ გა­მიჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, მეც მო­მე­სინ­ჯა. უკვე ვხვდე­ბო­დი, რომ ჩემი ძმაც მო­წამ­ლუ­ლი იყო. მამა მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რაც გვჭირ­და და გა­და­ი­რია, გინ­დათ ჩემ­სა­ვით და­ი­ღუ­პოთ, მო­თა­მა­შეს მო­მა­ვა­ლი არა აქვს, ყვე­ლა­ფერს კარ­გავს, მათ შო­რის კა­ცო­ბა­სა­ცო. იტი­რა და ჩვენც გვა­ტი­რა. გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი, თვა­ლებ­ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, ფრჩხი­ლებ­დაკ­ვნე­ტი­ლი ქუ­ჩის მა­წან­წა­ლას ჰგავ­და. ლა­მის მუხ­ლებ­ში ჩაგ­ვი­ვარ­და, არ ითა­მა­შოთ, თო­რემ თავს მო­ვიკ­ლა­ვო. მის შემ­ყუ­რეს მიკ­ვირ­და, ასე­თი მა­გა­ლი­თი თვალ­წინ მქონ­და და თა­მა­ში რო­გორ და­ვი­წყე-მეთ­ქი.

იმ ღა­მეს მა­მამ დე­დას და­უ­რე­კა, ჩა­მო­დი, შვი­ლე­ბი გვე­ღუ­პე­ბაო... ჩა­მო­ვი­და დედა და რამ­დე­ნი­მე თვე დარ­ჩა. ამა­სო­ბა­ში სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ჯარ­ში­ წა­ვე­დი. ორი წელი არ მი­თა­მა­შია, მაგ­რამ მე­სიზ­მრე­ბო­და, რო­გორ ვრი­ცხავ­დი თან­ხას ან­გა­რიშ­ზე, რო­გორ ვე­ლო­დი გა­მარ­ჯვე­ბას, მო­გე­ბუ­ლი ფუ­ლის სუნ­საც კი ვგრძნო­ბდი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ატირებული მამა მუხლებში ჩაგვივარდა: არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო..." - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრი აზარტული თამაშების მსხვერპლია

"ატირებული მამა მუხლებში ჩაგვივარდა: არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო..." - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, რომლის სამი წევრი აზარტული თამაშების მსხვერპლია

საქართველოში ლუდომანიით თითქმის ყველა ასაკის ადამიანი დაავადდა და რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" დაიწყო პროექტი - "არ ითამაშო, იცხოვრე!", მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი შემზარავი ამბავი მოვისმინეთ ერთნაირი ფინალით - სუიციდით, თვითდაზიანებით, ქვეყნიდან გადახვეწით... ტრაგედიებს დასასრული არ უჩანს.

ამჯერად გიამბობთ ოჯახზე, სადაც სამი მამაკაცი მოთამაშეა. ყველა მათგანმა არაერთხელ სცადა თავის მოკვლა... გადარჩნენ, ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი თამაში განაგრძეს.

ოჯახის ტრაგედიაზე 31 წლის ნიკა გვიამბობს:

- დედა დარდობდა, მამათქვენი სულ მუშაობს, მაგრამ სახლში არაფერი მოაქვსო. მერე ჩემს ცნობიერებაში თანდათან გაჩნდა სიტყვები: თამაში, ტოტალიზატორი, კაზინო, ვალები...

დედა თავდაუზოგავად მუშაობდა, მამა კი შუაღამეს მოდიოდა და ჩხუბობდა. შემდეგ ჩვენი ოჯახის ცხოვრება უფრო გაუარესდა - ვალებით დამძიმებულმა დედამ სამუშაოდ თურქეთში გადაწყვიტა გამგზავრება. მაშინ მე და ჩემი ძმა სკოლაში ვსწავლობდით. ჩვენი დატოვება უმძიმდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, მევალეები გვაკითხავდნენ და ბინის წართმევით გვემუქრებოდნენ.

- მამა სად მუშაობდა?

- ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, საკმაოდ კარგ პოზიციაზე, მაგრამ თამაშის გამო ჩამოაქვეითეს, ბოლოს გააგდეს. მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, მაგრამ თამაში არ შეუწყვეტია. ერთი სიტყვით, დედა მეზობელ ქალს შეუთანხმდა, ჩემებს კვირაში სამჯერ საჭმელი მოუმზადე და თვეში 100 ლარს გადმოგირიცხავო. ისიც დათანხმდა... დედა ისე გვენატრებოდა, მისი ყველა ნივთის დანახვაზე მე და ჩემს ძმას გული გვეკუმშებოდა.

როდესაც მეზობლის ქალმა ჩვენს სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი, საშინელი აგრესია გაგვიჩნდა. მერე ჩვენი ოჯახები უნებურად დაახლოვდნენ - ხან ჩვენ ვსადილობდით მათთან, ხან მისი შვილიშვილები იყვნენ ჩვენთან. ერთ-ერთი ფეხბურთს თამაშობდა. ის ბიჭი მამაჩემს დაუმეგობრდა. მთელი ღამეები ისხდნენ და რაღაცას არჩევდნენ.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ამ ბიჭმაც თამაში დაიწყო. ფეხბურთს შეეშვა, გუნდიდან გააგდეს, მერე კი ნარკოტიკზე შეჯდა.

ერთ დღეს მამა სახლში სასწრაფო დახმარების მანქანამ მოიყვანა. ნასვამი იყო, ხარაჩოდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ცოტა ხანს შინ მშვიდად იწვა, შემდეგ კი თამაშის "ლომკა" მოაწვა, ხან მე მთხოვდა ფულის ჩარიცხვას, ხან ჩემს ძმას.

- თქვენ საიდან გქონდათ ფული?

- დედა გვიგზავნიდა... მაშინ გამიჩნდა ინტერესი, მეც მომესინჯა. უკვე ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმაც მოწამლული იყო. მამა მალევე მიხვდა, რაც გვჭირდა და გადაირია, გინდათ ჩემსავით დაიღუპოთ, მოთამაშეს მომავალი არა აქვს, ყველაფერს კარგავს, მათ შორის კაცობასაცო. იტირა და ჩვენც გვატირა. გაჭაღარავებული, თვალებჩასისხლიანებული, ფრჩხილებდაკვნეტილი ქუჩის მაწანწალას ჰგავდა. ლამის მუხლებში ჩაგვივარდა, არ ითამაშოთ, თორემ თავს მოვიკლავო. მის შემყურეს მიკვირდა, ასეთი მაგალითი თვალწინ მქონდა და თამაში როგორ დავიწყე-მეთქი.

იმ ღამეს მამამ დედას დაურეკა, ჩამოდი, შვილები გვეღუპებაო... ჩამოვიდა დედა და რამდენიმე თვე დარჩა. ამასობაში სკოლა დავამთავრე და ჯარში წავედი. ორი წელი არ მითამაშია, მაგრამ მესიზმრებოდა, როგორ ვრიცხავდი თანხას ანგარიშზე, როგორ ველოდი გამარჯვებას, მოგებული ფულის სუნსაც კი ვგრძნობდი წაიკითხეთ ვრცლად

ქალაქები, სადაც სკოლებში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

"კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან"