პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მეტრომანის“ ბარათების საქმეზე დაკავებულებმა 136 ათასი ლარი მიითვისეს - რა სქემა გამოავლინა შსს-მ
„მეტრომანის“ ბარათების საქმეზე დაკავებულებმა 136 ათასი ლარი მიითვისეს - რა სქემა გამოავლინა შსს-მ

პო­ლი­ცი­ამ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 6 წევ­რი და­ა­კა­ვა, რომ­ლე­ბიც „მეტ­რო­მა­ნის“ ბა­რა­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თან­ხებს უკა­ნო­ნოდ ით­ვი­სებ­დნენ. ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლის მა­მუ­კა ჭე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მხო­ლოდ ერთი ბა­რა­თის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-დან 300 ლა­რამ­დე უკა­ნო­ნო შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. სა­ერ­თო ჯამ­ში, ბა­რა­თებ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად ასა­ხუ­ლი თან­ხე­ბის ოდე­ნო­ბამ, 2019 წლის და­სა­წყი­სი­დან და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტამ­დე, 136 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შულ­თან ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლა. ამ­ჯე­რად, სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ავ­ლი­ნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც ერთ-ერთი კომ­პა­ნია 136 ათა­სი ლა­რით და­ა­ზა­რა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 6 წევ­რი: 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ა., 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ჩ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. და 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ მო­ტყუ­ე­ბით ქო­ნებ­რი­ვი და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც დიდი ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე, ჯგუ­ფის მიერ, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვო შეც­ვლა.

და­ნა­შა­უ­ლი 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყი­სი­დან მოქ­მე­დებ­და და კომ­პა­ნია "მეტ­რო სერ­ვის +"-ს აყე­ნებ­და ქო­ნებ­რივ ზი­ანს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "მეტ­რო სერ­ვის +" მო­ქა­ლა­ქე­ებს სთა­ვა­ზობს სამ­გზავ­რო-სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ "მეტ­რო­მა­ნის" ბა­რა­თებს და ახ­დენს მათ მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გა­და­რი­ცხვას“, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვოდ აღ­წევ­დნენ და "მეტ­რო­მა­ნის" ბა­რა­თებ­ზე თან­ხებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ასა­ხავ­დნენ.

„შემ­დგომ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ, ბა­რათს დრო­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცემ­დნენ სხვა­დას­ხვა პირს - ძი­რი­თა­დად ტუ­რის­ტებს, რომ­ლი­თაც ისი­ნი მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას იხ­დიდ­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯგუ­ფის წევ­რებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფუნ­ქცი­ე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. კერ­ძოდ, ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი - დ.ს. და რ.ა. და­ნა­შა­უ­ლის მთელ პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და ჯგუ­ფის წევ­რებს შო­რის თან­ხებს ანა­წი­ლებ­დნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნა­რი­ყა­ლას სა­ბა­გი­რო გზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კლი­ენ­ტებს იზი­დავ­დნენ და მათ­გან თან­ხებს იღებ­დნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერ­თად, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ჩა­წე­რი­ლი შე­სა­ბა­მი­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, ბა­რა­თებ­ზე თან­ხის ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ასახ­ვას ახ­დენ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად, მხო­ლოდ ერთი ბა­რა­თის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-დან 300 ლა­რამ­დე უკა­ნო­ნო შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. სა­ერ­თო ჯამ­ში, ბა­რა­თებ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად ასა­ხუ­ლი თან­ხე­ბის ოდე­ნო­ბამ, 2019 წლის და­სა­წყი­სი­დან და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტამ­დე, 136 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს დიდი ოდე­ნო­ბით „მეტ­რო­მა­ნის“ ბა­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც უკა­ნო­ნოდ იყო ასა­ხუ­ლი თან­ხა. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რი­თაც ბა­რა­თებ­ზე თან­ხის ასახ­ვა ვირ­ტუ­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 185-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, 284-მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 286-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

„მეტრომანის“ ბარათების საქმეზე დაკავებულებმა 136 ათასი ლარი მიითვისეს - რა სქემა გამოავლინა შსს-მ

„მეტრომანის“ ბარათების საქმეზე დაკავებულებმა 136 ათასი ლარი მიითვისეს - რა სქემა გამოავლინა შსს-მ

პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ჭელიძის განცხადებით, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშულთან ეფექტიანი ბრძოლა. ამჯერად, სამინისტრომ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია "მეტრო სერვის +"-ს აყენებდა ქონებრივ ზიანს.

აღსანიშნავია, რომ "მეტრო სერვის +" მოქალაქეებს სთავაზობს სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისთვის განკუთვნილ "მეტრომანის" ბარათებს და ახდენს მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადარიცხვას“, - განაცხადა ჭელიძემ.

კრიმინალური პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და "მეტრომანის" ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ.

„შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა.

აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს